გაანვავრცობ წინა პოსტს.
საქართველოში გოგო სასწრაფოდ თუ არ გათხოვდა, შინაბერაა და ლუზერი - ამიტომ ის ბავშვობიდან გასაღების ობიექტია და ამის გამო ყველაზე ბანძ კაცსაც კი საქართველოში დიდი ფასი ადევს, ეს იცის და ყველაზე მათხოჯი როჟაც კი თავს იფასებს და ჰგონია რომ კლაუდია შიფერი შეეფერება მხოლოდ.
ამიტომაც არის რომ გოგოები გამწარებულები დაათრევენ სწენკებს და ნებისმიერ კაცზე თანახმა არიან, ოღონდ დროზე გათხოვდნენ და აირიდონ კითხვები: არ თხოვდები? რატომ? ანდაც დაცინვა - რა ვეღარ გათხოვდი.
გოგო გათხოვებამდე უნდა იყოს ქალიშვილი, თუ არადა ბოზია, ნაშა, მიმცემი.
ამით ქართველ გოგოებს ესპობათ საშუალება წინასწარ შეაფასონ მამაკაცი, ან სხვასთან შეადარონ, რითაც განსაკუთრებულ პრივილიგირებულ მდგომარეობაში ხვდებიან მამაკაცები. ჯერ ერთი, მათ მიმართ ნაკლები მოთხოვნებია და მეორეც, კაი გოგოს დათრევის მეტი შანსი აქვთ, რადგან თუ გოგოს საწოლში არ მოეწონა, ვეღარ გაშორდება. თუ გაშორდება, "ბრაკიანი", ანუ არაქალიშვილი იქნება და ყველა ვარიანტში წაგებული რჩება.
დაოჯახების მერე ქალიშვილად გათხოვილი ქალი ქმრის და შვილების მონა უნდა იყოს, კაცმა კი უფრო მაგარი გულაობა უნდა დაიწყოს.
საქართველოში მუსირებს აზრი, რომ გოგო ვიდზე ბიჭს უნდა სჯობდეს. კაცს ვიზუალი არ მოეთხოვება. მაგარი კაცი არის შავტუხა, არალამაზი კაცი. ანუ თავისი გარეგნობა გამოუცხადეს ქართველმა მამრებმა ქართველ მდედრებს საუკეთესოდ. შედეგი: ქართველი პატარძალი ნეფეს ყოველთვის ჯობია და ეს ყველას ლოგიკური ჰგონია. თუმცა, ნეფე მაინც უკმაყოფილოა - კიდე მეტი უნდა.
ქართველ გოგოებს აჯერებენ, რომ ვაჟკაცური კაცი უნდა იყოს მსმელი და ღრიალი უნდა იცოდეს კარგი. ფული საჭირო არაა ჰქონდეს და თუ ქალს კაცის ფული აინტერესებს, ვიგოდნიცა და დამპალკაა. დანარჩენი მთელი მსოფლიოს ქალებს ფული არ აინტერესებთ.
ქართველი ქალი კონსერვატორი უნდა იყოს ყველაფერში, გარდა ერთისა - კაცს საჩუქრები უნდა უკეთოს და აქეთ შეინახოს, თუ არადა ზარმაცი და ქმრის ხარჯზე მცხოვრებია.
მიუხედავად მრავალი პრეტენზიებისა, ქართველ ვაშკაცებს გვერდით მაინც ქართველები ჰყავთ, იმიტომ რომ სხვებთან ურთიერთობის ტრაკი არა აქვთ და ზემოხსენებული მიზეზების გამო პირველ რიგში. ცივილიზებული ქალი ამათ ასეთ მონად არ დაადგება, როგორც ქართველი ქალი. შედეგი: ევროპაში დაქორწინებული 10 ქართველიდან 9 ქალია. ქართველ მამრებს კი იქაც ქართველი ცოლები ჰყავთ, ან ისეთი უცხოელები, იქაური კაცი კისერზე კატლეტი რომ ჩამოკიდო, მაინც რომ არ შეხედავს, მაშინ როცა ქართველ გოგოებს ძალიან სიმპატიური ქმრები ჰყავთ.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ვაშკაცი ყველა წვრილმანზე ქართველ ქალს ბოზს ეძახის, ზნეობრივ ნორმებს უწესებს, კაბის სიგრძეს, დეკოლტის სიგანეს უზომავს, ერთმანეთისგან ყოფს ქალებს ნაშებად და საცოლეებად, პრეტენზიები მაინც ქალებთან აქვს. კი, ვისაც ნაშად თვლის იმან უნდა "მისცეს", მერე უპრეტენზიოდ წავიდეს მისგან და იცხოვროს ბოზის ან ლუზერის იარლიყით, თვითონ კი ცოლად ქალიშვილი მოიყვანოს, 40 წლისამაც კი 16 წლის ხელდაუკარებელი წიწკვი. სულ არ კიდია იმ "ნაშის" მომავალი? წავა მერე და მთელ ქალაქს შეუყრის ბოზიაო და მერე მთელი ქალაქი დაეჩალიჩება :მიმცემს". ეს რომ იციან გოგოებმა და არ აძლევენ ასეთი პერსპექტივის შიშით, აქეთ ლანძღავენ.
ყველაზე მაგარი იცით რა არის? რამდენი ვაშკაცისაგან გამიგია ვიღაცა ლამაზ გოგოზე, მაგას ცოლად არ მოვიყვან, სადა მაქვს იმის თავი, მერე მაგისი პაკლონიკები ვიგერიოო. უტრაკობის დონე ნახეთ პროსტა.
და მაინც - პრეტენზიები აქეთ აქვთ გოგოებთან - ამ ყველაფრის მიუხედავად, თურმე ლაღებმა და ღიმილიანებმა უნდა იარონ და არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ. პირიქით, მონურად უნდა ფიქრობდნენ, რომ ემანდ რამეში დისკომფორტი არ შეექმნას მის ბრედ ბიტს.
გასდით და რატომაც არა. მით უმეტეს ქართველ კაცს უყვარს ქალის დამცირება - ქალი იმას რომ ფიქრობს, ბანძი ვარო და მადლიერი უნდა ვიყო, რომ ასეთმა ძვირფასმა კაცმა დამაფასაო, ამბიციებს ნაკლებად ამჟღავნებს და არის მონა. ეს უნდა ზუსტად ქართველ მამრს.
იმას ვეღარ ხვდება რომ ასეთი ქალი შინაგანად ყოველთვის დათრგუნულია და ბოლოს და ბოლოს ზიზღდება ის კაცი, ვინც ასე ეპყრობა. ამიტომაც არის რომ სულ უფრო და უფრო მეტი ლამაზი, კარგი და განათლებული გოგო გარბის საქართველოდან, ქართველი კაცებისგან.
მე მაგრად მიტყდება ეს, იმიტომ რომ ამ სირთა ჯოგის გამო, ნორმალურ ხალხსაც გვიფუჭდება საქმე.
როცა იქნება, რქებს მოგამტვრევთ თქვენ