ყველაფერი ამოდის ყელში თუ ის რაღაც საშენო არ არის. აი ვიღაცას წიგნის კითხვა არ ამოუვა ყელში, ვიღაცას არაყი. ვიღაცას სიყვარულიც ყელში ამოსდის. ადამიანს გააჩნია მოკლედ. ზოგი ეძებს და ამით ცდება. როცა ეძებ იჩემებ ადგილს სადაც შენი აზრით იქნება ის რასაც ეძებ. არა და გასაღების პოვნაზე ხომ არაა აქ საუბარი არა?

უნდა გეკიდოს, უნდა იყო თავისუფალი, არც სურვილებზე არ უნდა თქვა უარი და არც ძალა დაატანო თავს რაღაცის გამო, თუნდაც ლიამაზი თვალების გამო.
შენც კიდე სულ მაგას ჩივი. 3 წლის წინანდელი ჩემი თავი მახსენდება როცა მეგონა რომ უნდა მეძებნა. მერე უკვე დავიკიდე და უი ისე შენ გაიხარე რაც მის მერე წამოვიდა ცეცხლები სა სიყვარულები.

ბოლოს როცა ქვეყნად ჩემზე უფრო მეტად იმედგაცრუებული კაცი არ დაიარებოდა და უბრალოდ მეგობარი მინდოდა გამეჩინა ვისთანაც ამ სიყვარულსაც დავიკიდებდი და ამბებს, ზუსტად იმ მეგობართან მოხდა ისეთი რაღაცები რაც ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ძვირფასი იქნება.
ხანდახან ადამიანზე მეტი და ძვირფასი ის ხდება რაც გაკავშირებთ ერთმანეთთან.
ჰო და შორს წავედი ახლა მე. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ნუ ჩააკვდები და ჩაიციკლები მინდა მინდა მინდა და ნუ შეიღონებ გულს.
სიყვარულით ვიღაც ყოველთვის გიყვარს თუ ბოროტი არ ხარ, ასე რომ იმაზე იფიქრე რომ ამ მომენტში ის გაქ რაც გჭირდება. მე საერთოდ ვფიქრობ რომ უმეტესობას უბრალოდ კაცი/ქალი უნდა გვერდში, ოღონდ ამას "სიყვარულის სურვილში" ფუთავენ, რომ არ ინანონ, რომ არ იგრძნონ თავი ცუდ ქალად... იმიტომ რომ ერთადერთი მიზეზი ჩემთვის და ალბათ სხვა ადამიანებისთვის რის გამოც შეიძლება დაწვე საპირისპირო სქესთან და დაკავდე სექსით, არის სიყვარული. ხო და მიზეზს ეძებ ჩემი აზრით, ვიდრე სიყვარულს. მიზეზს რის გამოც არ აგერევა გული ორგაზმის მერე ოფრლიან მამრზე. მიზეზს რის გამოც სთხოვ რომ დარჩეს. მიზეზს რის გამოც გთხოვს რომ დარჩე და გაგრძნობინებს რომ სექსი ეს მხოლოდ სასიამოვნოა შენთან...