Tassoვახ კუსტურიცაზე რავა ვიტყვი უარს იმედია შარშანდელივიტ არ მომიწევს მუშაობა ,თუმცა ჩემი თავისუფალი დღეები ჩემს ხელში არაა წელს? როდისააა აბაბ მისი კონცერტი მითხარი რომ დღესვე დავწერო ეს თავისუფალი.
sandr_x
პრაშმანდოვკას ამას არ ეძახიან გენაცვალე და სამწუხაროდ მოდერმაც ვერ გაიგო ეს და დაგსაჯა.
მოდერ ახსენი ეს ბანი არ ხარ მართალი. მიეცი ადამიანს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. ძააააალიან კარგად იცი მე რომ ვერავინ ვერანაირ შეურაწყოფას ვერ მომაყენებს ასეთი უბრალო სიტყვებით.

აცალე პუდელს კუდის ქიცინი ვინაიდან მასაც უხარია სხვისი კუდის ქიცინი
ცუცატაბუ იმ მხრივ რომ მასთან მე სექსუალური ურთიერთობა მქონდეს და ეს არა ერთხელ არამედ რამდენიმეჯერ. ანუ მე ცოლიან კაცთან ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთXელ მქონდა სექსი და ეგ იყო. მეორედ და მესამედ მე მას არ შევხდები და არც დავაპირებ შეხვედრას.
მკლავებში ჯდომას კიდევ მე იმას ვეძახი რომ ყოველგვარი მოფერების გარეშე(არც მკერდზე მოფერება და არც ბარკლებზე) რომ ზიხარ პიროვნებასთან ერთან მკლავებში ჩახუტებული.
ერთხელ კიდევ დავაზუსტებ რატომ გავხსენი ეს თემა. ზოგი სათაურს კითხულობს მხოლოდ და სიტყვა მოცილების გამო წაუკითხავად მწერს პასუხს. მე დავწერე თავიდანვე რომ მსიამოვნებს ამ მამაკაცთან საუბარი და ისიც მსიამოვნებს რომ ხორცეული შეხება არ გვაქვს.მოცილებით კი იმიტომ მინდა მოვიცილო რომ უბრალოდ ცოლიანია. სექსუალურად მე უკვე ვეცადე შემეცდინა კაცი. ბოლო ბოლო სამსახურიდან რომ მოვდივარ ყოველთვის მივდივარ დასაბანად და მერე მხოლოდ ხალათში დავდივარ ბინაში. იქ ბარკალსაც გამოვუჩენ და ოდნავ მკერდსაც გადმოვუგდებ ვიტომ გადმომივარდასავით

არ გაჭრა მაინც და თავი კარგადაც შეიკავა მამაკაცმა.
ეხლა მე ყველაზე მეტად ის მაღელვებს რომ მის ოჯახში ყველამ გარდა მეუღლისა იციან რომ ის ჩემთან დადის დასასვენებლად და ისიც იციან რომ ჩვენ არ გვაქვს სექსი. ამ მამაკაცს აქვს ფირმა სადაც მუსაობენ მამამისი და მისი ძმა და მოკლედ ოჯახი . პარასკევს თავი გაიგიჯა გინდა თუ არა მე წაგიყვან ჩემი მანქანით იმ ადგილზე სადაც ვიყავი წასასვლელი. თავის ცოლს რომ არ გაეგო ნამდვილი ამბავი მანნ მამამის სთხოვა ალიბი რომ საქმეზე იყო წასული. ანუ მე ვზივარ მის გვერდზე და მესმის რომ მამამის ეუბნება რომ ის მის ფერიაშტან ერთად მიდის ამა და ამ ადგილას ( ნუ მე დებილურ გაღიმებული სიფათით ვიჯექი) და რომ მამამისმა მის ცოლს უთხრას რომ ის უბრალოდ საქმეზეა წასული ამ ადგილას. ამ დღეს კი ოჯახს ქონდა შეკრება და ქეიფი. შემომიტრიალდა მეუბნება რომ მამისმა მე დამპატიჟა მათ ოჯახში. ყველაფერს ვფიცავარ შუა ავტობანზე რომ არ ვყოფილიყავით გადმოვიდოდი მანქანიდან და ფეხით გავივლიდი რაღაც დარჩენილ 85 კილომეტრს. მოკლედ სახლში რომ მომიყვანა მე მას ვთხოვე რომ არასდროს აღარ მოსულიყო ჩემთან და თუ ასე ძალიან ვუყვარვარ ან რაიმე ინტერესი აქვს ჩემს მიმართ მაშინ ჯერ გაერკვიოს რა ჯანდაბა უნდა და მერე გადაწყვიტოს მისი მოქმედება და მერე ვნახოტ რაც მოხდება. მისი პასუხი კი ის იყო რომ მე თუ ვარ მზად მისი შვილების მიღებაში.

ამიხსნა რომ მათ წესში თურმე ბავშვები მამაკაცს რჩება თუ კი ოჯახი ინგრევა. სრულიად გამოშტერებულმა და გაოგნებულმა ვსთხოვე რომ ის წასულიყო ვინაიდან აგვიანდებოდა და ისიც ვუთხარი რომ მე ამაზე პასუხს არ გავცემ. ეს მოხდა პარასკევს . დღეს ორშაბათია და დღემდე სიჩუმეა. იმედია ის დაუბრუნდა ცოლს და იმედია რომ იქ დარჩება. მე უარზე არ ვიქნებოდი მისი შვილების მიღებაში. მიყვარს ბავშვენი და მუდამ ბავშვები მხვევია თავს. გულის სიღრმეში კი ტკივილი გამიჩნდა იმისი რომ ვაი რომ მისი ცოლი მიატოვოს და საწყალ ქალს ბავშვები ჩამოართვას საცოდაობას სად მიუნდიხარ.
გადაწყვეტილი მაქვს რომ თუ ის ჩემთან ისევ ამ პასუხით მოვა ჩემგან პასუხი ძლიერ უხეში იქნება და იმედია ის მიხვდება თუ რატომ მიიღო ის ეს პასუხი. თუ არა და დავუჯდები და ტვინს ჩამოვუბან და თავის ქცევაში გავარკვევ. მესმის რომ მამაკაცი (33 წლის) გარდატეხვის პერიოდშია. ის ძალიან ნაადრევად შექმნა ოჯახი რომელიც მშობლებით იყო გათვალისწინებული ქორწინება . 15 წელია რაც დაქორწინებულია ამ ქალთან და მისი ცოლი უმშვენიერესი ქალია( მართლა ლამაზი ცოლი ყავს). მესმის რომ მამაკაცმა შეიძლება იგრძნო რომ ამ ცხოვრებაში სხვა რამ შეიძლება იყოლიოს ვიდრე რაც ეხლა აქვს, მაგრამ მე არ მიმაჩნია ეს სწორედ რომ ასე ნაუცებად ყველაფერი გადაწყვიტოს. მოკლედ მეცინება როდესაც ვკითხულობ ხოლმე "რა უნდა ქალებს ამ ცხოვრებაში თვითონ არ იციანო", აქ კი რეალობაში თვითონ კაცებმა არ იციან რა უნდათ.
გისურვებთ ყველას ბედნიერებას და ასეთ ჩახლართულობისგან თავდაცვას