გოგონა, დაეშვით ღრუბლებიდან

მე უფასოზე ვსწავლობდი და არ ვიცი, მაგრამ რა ღირს სწავლის საფასური? იქნებ შემახსენოთ...
სადღაც 2000 ლარი იქნება ხო ეხლა?
პლუს ბინის ქირა...
პლუს კვება...
პლუს გადასახადები...
პლუს ტანსაცმელი...
პლუს სატრანსპორტო საშუალებებისთვის თანხა...
მინიმუმ 1000 ლარი ხომ სჭირდება ადამიანს მარტომ რომ იცხოვროს...
და იქნებ მითხრათ 1000 ლარიანი ხელფასები სად იღება 20 წლის ახალგზრდებისთვის...
რო ამბობ მე 18 წლიდან თვითონ ვარჩებ საკუთარ თავსო...
გინდაც მასე იყოს ეგ არაფერს ნიშნავს...
მეც 18 წლისამ დავიწყე მუშაობა და მუშაობის დაწყების დღიდანვე 1 ლარიც კი არ გამომირთმევია მშობლებისთვის...
მაგრამ იმიტომ რომ გამიმართლა მე...
კი ვსწავლობდი, მაგრამ რამდენი სწავლობდა ჩემნაირად და რამდენი უკეთესად კიდე, ვინ დათვლის...
ხო და მე გამიმართლა, 100-ს კიდე არ გაუმართლა...
და ყველაზე კარგ შემთხვევაში 400 ლარიანი სამახურები ქონდეთ...
ახალაზრდამ (ერთეულ შემთხვევებს არ ვგულისხმობ) დამოუკიდებლად რომ გაიტანოს თავი (ნორმალურად ცხოვრებას ვგულისხმობ და არა იმას რომ შიმშილით არ მოკვდეს) ნორმალური ქვეყანა უნდა იყოს... სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მოქალაქეების დასაქმებაზე...
სწავლა-განათლების მიცემაზე...
თორე ეხლა
საშუალოსტატისტიკური 20 წლის ახალგაზრდა სახლიდან რომ წავიდეს, ერთადერთი შანსი ისა აქვს რომ რომელიმე ნათესავთან იცხოვროს და იმას დააწყვეს მხრებზე...
ბიჭმა უნდა მოიპაროს და ბოლო ის იქნება რომ ვირის აბანოში ამოყოფს თავს...
გოგოს კი თუ ნორმალური გარეგნობა აქვს, უკეთესი პერსპექტივა აქვს - ივაჭრებს სხეულით...
სხვა გზა დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის და საკუთარი თავის რჩენისთვის ისე, რომ არავისზე იყოს დამოკიდებული, დღევანდელ ქვეყანაში არ არსებობს
Mens sana in corpore sano...