Uxeiromoli-siცოტა ტრაღიზმიც შთაათქვიფეთ სტროფებში, ექშენი, რამე-რუმე

ვერ ვიფიქრებდი რომ გამიგებდი
აღარ დამიწყო დავი-დარაბა
ოცნების კოშკებს თვალწინ გიგებდი
რომელთაც ჰქონდათ ბროლის დარაბა
მე კი...თავად სიყვარული მიყვარდა
თუმცა ბედი უბედობით მრიყავდა
ვამბობ... უკეთესი ვინ მყავდა
და თავი დახრჩობამდე მიმყავდა
რადგან ვერ შევძელი სათანადოდ
შორს გავფრენოდი სინამდვილეს
რადგან ვერ დავღვინდი სათამადოდ
რადგან ხვალ სხვა მსხვერპლზე ვინადირებ
სრულად დაკარგვიათ კოშკებს სიკაშკაშე
როლი დარჩენიათ უხმოდ დამკვირვებლის
და დღეს თანახმა ხარ ჩემთან ერთად
სოფლის ერთ ხის ქოხში დამკვიდრების
გჯერა სიყვარული გედებს უნდა ჰგავდეს
ხშირად კი, შაგრენის ტყავს ემსგავსება
რადგან ´´რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს´´
მაინც სხვისით ცხოვრობს, სხვა ქალს ეტმასნება
ჰოდა...თვალწინ მიდგას ჩვენი ქოხი, ოდა
როცა მზიან დილით, გათენდება შავად
გეტყვი, აჯობებდა სხვა რომ გყვარებოდა
მე ... სიყვარული მიყვარდა თავად
გამოხდა ხანი......
´´ვინა სთქვა ჩვენზედ ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით
ჩვენს სახლს ძვირფასო სამი კარი აქვს
სამი ფანჯარა , მე შენ და ბავშვი....´´
This post has been edited by Morscerta on 21 Jun 2012, 19:06