სექსი დეპრესიის და გრიპის წინააღმდეგო

)
რას არ გადააწყდები, ინტერნეტში ბოდიალისას. აი მაგალითად, სექსის სასარგებლო მხარესაც კი ამ პოსტით არავის წახალისებას არ ვაპირებ, ან რა ჩემი წახალისება უნდა ამ ხალხს უბრალოდ დავდებ მეცნიერების კვლევებს, როგორ მოქმედებს სექსი ფსიქო-ფიზიკურ დონეზე
მეცნიერების დასკვნით, რეგულარული სექსი სისხლში ანტისხეულების დონეს ზრდის 30%-ით, ამიტომ ისინი, ვინც აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას ეწევიან, იშვიათად ავადმყოფობენ გრიპით და გაციებით. სექსის დროს სისხლში ასევე იმატებს ესტროგენიც, რომელიც ხელს უწყობს კანს, რომ იყოს ელასტიური, თმას ბზინვარებას მატებს, ხოლო ადამიანი გამოიყურება უფრო ახალგაზრდულად. როგორც ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის დროს, სექსის დროსაც გამოიყოფა სისხლში ენდორფინები და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ყველაზე დიდი დოზითაც კი. ენდორფინი კი ანტიდეპრესანტია. აი, ასე ებრძვის თურმე სექსი დეპრესიას
ენდოკრინოლოგები კი ამტკიცებენ, რომ რეგულარული სექსი ქალებში ამცირებს მენსტრუალურ ტკივილებს და აწესრიგებს ციკლს. ამასთან, 20 წუთიან სექსს უტოლებენ 30 წუთიან ფიზიკურ დატვირთვასაც, რამდენადაც სექსის დროს ყველაზე აქტიურად მუშაობს მოძრაობის აპარატი. სექსი ჯანმრთელობისათვის მავნეა, მხოლოდ დოზის გააჭარბების შემთხვევაშიო, დასძენენ მეცნიერები.
მელბრუნის კვლევებმა კი დაადგინა, რომ ის ქალები, რომლებიც უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, უფრო ცდილობენ, აქტიური სექსუალური ცხოვრება ჰქონდეთ, ვიდრე ისინი, ვინც უფრო მშვიდად და ბედნიერად გრძნობენ თავს. ამასთან, როგორც აღმოჩნდა, დეპრესიისკენ მიდრეკილი ქალბატონები უფრო გახსნილები არიან საწოლში, უფრო მეტად მიმართავენ ექსპერიმენტებს და ეძებენ შემთხვევით პარტნიორებსაც კი, იმ შემთხვევაში, თუ მუდმივი არ ჰყავთ.
ფსიქოლოგების განმარტებით, გარდა ზემოთ ნახსენები ენდორფინების აქტიური გამოყოფისა, სექსის დროს ქალები თავს გრძნობენ უფრო თავდაჯერებულად და დაცულად, რადგან პარტნიორი მათ სითბოს და სიყვარულს გადასცემს.
ეს ყვლაფერი “კოსმოპოლიტენმა” მოგვაწეოდა ჩვენ. ხოლო ჩემი მეგობარი, ქართველი სექსოლოგი დამატებით რჩევას აძლევს ქალბატონებს: ქართველი მამაკაცების უმეტესობას, თურმე კარგი სექსი ურჩევნია, დაკრიალებულ სახლს და არაქათგამოცლილ მეუღლეს. ამიტომ სამსახურიდან მოსულები, დაღლილები, ნუ ეცემით ყველაფერს ერთად, დაკავდით მხოლოდ აუცილებელი საქმით (მეუღლეს თუ მიიხმარებთ, მთლად უკეთესიო) და შემდეგ განიტვირთეთ მეუღლესთან კარგი სექსითო. თუ არ მუშაობთ, მაინც ნუ დახვდებით გასავათებულნიო მეუღლესო.
ჩემის მხრივ კი დავამატებ, რომ არ დაივიწყოთ კონტრაცეფციის შესახებაც, რათა თავიდან აიციოლოთ მრავალი უსიამოვნება და სიახლოვის სასიამოვნო წუთები, შემდეგ სატანჯველად არ გექცეთ.
ბედნიერებას და ჰარმონიულ ურთიერთობებს გისურვებთ, მკითხველებო
http://barcelonismo.wordpress.com/2012/06/...83%9E%E1%83%98/