OstatO_Chuuშენზე ოცნებას შევინახავ, როგორც დიდ მარხვას..
ხვალ ცისარტყელა ჩემს სიმართლეს დაე, მოწმობდეს..
რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში, მე შენ მიყვარხარ..
რა უფლება გაქვს ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე...
....
ო, შეხამება სხვადასხვა ფერთა პოეზიისვის არის მისწრება..
ნეტავი ერთხელ ჩვენც შეგვაერთა საათის ყდაზე შეკრულ ისრებად..
მინდა გფარავდე, მინდა მფარავდე, ერთად ვიაროთ განუყრეელ წყვილად..
მე შენს საყურეს კოცნას ვპარავდე, შენ ჩემს ლოყაზე გეძინოს ტკბილად..
...
შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ,
ეგ ტუჩები დასალევად მენანება
ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები...
გზას მიბნევს და...ეს სიბრმეავე მენატრება
ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა,
გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა
ეს ამბორი, როგორც მთვარის ნაფეხური
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა.
...........
შენზე ფიქრები თუ გამაგიჟებს,
ოცნებასავით მთებში გამიშვით...
მე სიყვარული არ დავპატიჟე,
იგი მოვიდა ჩეთან თავისით.
ქარი დაფურცლავს ღრუბლის თაბახებს
და დააფეთებს ცაში არწივებს,
შენ ჩემს სიყვარულს დაიტრაბახებ,
წახვალ და გულში ჩუმად დამცინებ.
მთვარე ფეხს დაბლა არ დააბიჯებს,
ცის ტახტრევანით მოჰყავთ ვარსკვლავებს,
თუ სიყვარული არ გამაგიჟებს,
შენზე ფიქრები მაინც მომკლავენ...
...............
მეხუთე დღეა
ამდენ ხალხში დაგეძებ ისე_
ვითა პეპელას
ყვავილებში დაეძებს ბავშვი
და როცა შენს მსგავსს
უცაბედად თვალს მოვკრავ ვისმეს,_
ცეცხლივით
ცხელი
ჟრუანტელი
დამივლის
ტანში....
... ამქვეყნად ჩემთვის
შენ ერთი ხარ
ათასი ერთად!...
მე გულში ვყვირი
შენს სახელს და ხმა ადის ცამდე....
ო, რომ იცოდე
როგორ მინდა
შეხვედრა შენთან_
გამოხვიდოდი,
შემხვდებოდი ქუჩაში სადმე...
.....
ჩემი თვალები რა თვალებია,
თუ შენი სახე არ დაინახეს,
ან ეს ცრემლები რა ცრემლებია,
თუ შენზე დარდით არ დაიღალნენ?!
ან ეს ფიქრები რისთვის მაწვალებს,
შენზე ოცნება თუ ვერ შევძელი?
თუ ვერ შევეხე შენს ლამაზ თვალებს,
მაშინ რად მინდა მე ეს ხელები?!
ან რად მჭირდება მე ეს ლექსები,
თუ ღამით ჩუმად არ წაიკითხავ,
ანდა ღმერთს დაცვას რად ვევედრები,
თუკი ბადაგსაც ვერ გამისინჯავ?!
ნატვრის რად მინდა უკვე ახდენა?
რად მინდა სულაც, რომ მქონდეს გული,
შენზე ოცნება თუ ვერ გაბედა,
თუ ეცოტავა ეს სიყვარული?!
................
............
სულ დამეკარგე თვალთახედვიდან...
ქრება იმედის ჭიაკოკონა
კვლავ ურცხვად მინდა რომ დავეკონო
შენს ბაგეებზე დაღვრილ შოკოლადს...
მიყვარხარ, მსურხარ... რაღაც სხვა ძალიათ
თითქოს მარტივად, ურცხვად და შიშვლად...
იჩქარე, თორემ დაგვიანდება
ვინძლო ინანო მერე საშინლად...
..............
არ შეცოდოო,რადგან ცოდვა არისო ფიქრიც,
არ იმრუშოო,სიყვარულიც სიძვაა თურმე,
რა ვქნა თუ ვნება გაუხედნავ კვიცივით მიქრის
და წიხლით მაყრის შენი მხრების დამაჭრულ სურნელს.
და ღვთის რისხვაა უშენობის ყოველი წამი,
მრევლი მორჩილი თავდახრილი ვუჩოქებ პატრონს,
ავხორცობაა თურმე შენზე ოცნებაც ღამით,
მაგრამ მლოცველის სამოსელშიც ისევ შენ გნატრობ.
.................
მახსოვს მთვარე, როგორც თვალი შაითანის,
შენი სახე და საყელოს ბეწვი...
ეხლაც მათრობს სურნელება შენი ტანის...
და ტუჩებზე შენი კოცნა მეწვის...
..................
ეს შუაღამეც შემატყდა ხელში,
როგორც ბუერის გაშლილი ტოტი,
გულმა უჩემოდ აიღო გეში
და აედევნა შენეულ მოტივს.
შელოცვილივით ფუთფუთებს ნეშო,
წინ გაწვდილ მკლავებს მიკოცნის ბაგე,
ავსებული მაქვს ალერსით პეშვი
და სიყვარულის გოლგოთას ვაგებ.
ბილიკებს მოსდევს ხარხარი ეშმის,
ვარდისფერ ღრუბელს წააგავს სერი,
ან შენი მხრების სურნელი შემშლის,
ან ბუერების აზიზი ფერი.
.......
მიყვარს ეს ლექსები