gvancutaგვანცა აქაც გილოცავ სიხარულო......ბევრ სიხარულს, ლამაზ სიყვარულს და ულევ ბედნიერებას გისურვებ
....მოდი გოგო ჩაგეხუტო

ეს შენ:
მოგდევდნენ და ქერა თმებში
გეწვნებოდნენ ქარები,
გიხდებოდა - შვლის ნუკრივით
შენაკრთობი თვალები,
მზის შობაზე უფრო მწველი,
მკლავთა შემოჭიდება,
არ მჭირდება სხვა ედემი,
არც სამოთხე მჭირდება.
მომწიფებულ ალუბლებად
ჩაფერილი ტუჩები,
ნეტარების სასწაულებს
თუკი გადავურჩები,
შეირხევა წამწამები,
უფრო გაკვირვებული,
გულის ჯებირს გამოხეთქავს
ნდომა ახირებული.
შორ სიზმრიდან დაბრუნებულ -
სიყრმეს გაეღიმება,
გაშმაგდება ძარღვში სისხლი,
როგორც ზვირთთა დინება,
გაჰქრება და ქარს გაჰყვება
წყეულ სულის გოდება.
დაბერდება, მაგრამ სადღაც,
კვნესით მოაგონდება -
ძილნატეხი ღამეების
მოშრიალე ფარდები,
დაბერდება, მაგრამ უფრო,
უფრო შეუყვარდები,
იტყვის, იტყვის -
როგორც თოვლი სპეტაკი და თეთრია
ერთი არის ღალატი და
სიყვარულიც ერთია...
მოგდევდნენ და ჩაშლილ თმებში
ნავარდობდნენ ქარები,
მაგიჟებდნენ - შვლის ნუკრივით
შენაკრთობი თვალები.
ესეც შენ:

როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება.
თავმოყრილია რადგან შენში ყველა სიკეთე,
შენ ისეთი ხარ სიყვარულსაც რომ შეშურდება,
ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს.
შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს,
გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს,
საიდან მოხვალ ასე თბილი, ასე უბრალო,
ასე ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე.
არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება,
ვშიშობ ზედმეტი სიყვარულის ცილი დაგწამო,
შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება,
ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო.
მე უღვინოდაც შენზე ფიქრში ღამეებს ვათევ
და სიფხიზლეში შენზე ფიქრში ვხვდები ალიონს.
შენს სიყვარულში დაფერფლილმა, ლანდად ქცეულმა,
შენი სიცოცხლის სადღეგრძელო უნდა დავლიო.
ბევრი ფიქრის და სჯა-ბაასის საკუთარ თავთან,
მე დამნაშავეს ერთსა ვხედავ დამპალ კითხვარში,
დამემოწმება ცა და მიწა, ერიც და ბერიც,
მე მტყუანი ვარ, არის შანსი? იქნებ..? მითხარი...