ვერ ასაღიარებელი რა არის აქ?

აჰ,კაცზე რა პონტში უნდა ვიყო დამოკიდებული სიტუაციაა?
რავიცი აბა,სხვა სად როგორ დაფრინავს ვერ განვიხილავ დაზუსტებით,მაგრამ პირადად ჩემი "ჰაეროვნობა" რომ არის მამაკაცზე დამოკიდებული ეგ ვიცი
ოდნავაც არ არის გასატეხი იმის თქმა,რომ საყვარელი კაცის ნებისმიერი მოქმედება ქალზე გავლენას ახდენს

...
ეს ქალის სისუსტეზე არ მიუთითებს
სულაც არა ვარ სუსტი,არც ზე-რომანტიკოსი არ გახლავარ...აბსოლუტურად პრაქტიკულად მოაზროვნე,ბევრი საქმით დაკავებული ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ,მაგრამ მიუხედავად ჩემი დამოუკიდებლობისა,მიუხედავად ჩემი მოუცლელობისა და მიუხედავად დიდი სამეგობროსა,როცა მყავდა გვერდით საყვარელი მამაკაცი,მის ერთ ქმედებას შეეძლო მთელი დღე უმიზეზო ბედნიერება გამოეწვია ჩემში და პირიქით...
ასე რომ,რავიცი,გაუმხელელი არაფერი არ არის

...
პ.ს- წინა პოსტშიც დავწერე და აქაც ვიტყვი,რომ კაცი ქალს ცოცხით აფრენს თუ ნეტარების უფრო დიდ ფრთებს შეასხმას,ეს ქალზე არის დამოკიდებული 80%

კაცს არ უნდა დაანახო ქალად თავი,რომელსაც ცოცხი "დაამშვენებს"...
და სხვას არსდროს არ შეაწუხებს ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია-ო თქვა ჭილაძემ და დავეთანხმე მე...