.. ეს თქვენ..
მე ვარ...როგორ გითხრა?-არანორმალური..
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ,
მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ !
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
ალბათ,სიჩქარეში ''ფეხებსაც'' მოვიტეხ,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე..
მოგისმენ,მოგისმენ !
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებოვით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა,გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ.
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე,მთავარ როლში,
არანორმალური სევდა მომერია !
This post has been edited by 420 on 21 Aug 2012, 17:46