egoistka722
სერიოზულად განვიხილავთ ახალგაზრდების ურთიერთობას. მართლა საგანგაშოა და იმიტომ. ამ ასაკში სკოლა გოგოს, რომ აქვს დამთავრებული და ეგრევე გათხოვებაზე ფიქრობს და ბიჭი სიყვარულის "დასამტკიცებლად" რომ მივიდა და ოჯახს რომ უნდა ეგრევე რომ ცოლად მოიყვანოს და ამ მარაზმს აწყობენ აბა არაა საგანგაშო? ბეჭედი დაუნახე სადმე იმ ბიჭს?
და მამას ისე რომ უხარია ეს ამბავი, რომ შამპანიურს ხსნის და სუფრას აწყობს ნუ რა სიგიჟეა.
ხო კიდე ისაა სიგიჟე ეს პატარა გოგოები შიყვუარულის დაშამტკიჩებლად, რომ ცირკების მოწყობას ითხოვენ.
lycan
შენ საერთოდ ნუ მწერ. აზრზე არ ვარ ვინ ხარ და არ გიცნობ და PM-ში ბლოკი გაქვს ეგ გეყოს.
Heimdall
კი ფრენკ სინატრას სიმღერაზე გეთანხმები.
იმენა შემრცხვა რომ ვუყურე. შენც წაიკიტხე ნატალირ-ს რა მივწერე.
natalir
საქართველოში, რომ ოჯახები სექსის ინტერესის გამო იქმნება როგორც მე მახსოვს ამისი ოფიციალური სტატისტიკაც არსებობს. და მერე ესეთი ოჯახები მალე ინგრევა.
უბრალოდ გულის ამრევია ის, რომ ოჯახიც ხელს უწყობს ამაში და ერთი სული აქვთ გაათხოვონ ან ცოლი მოაყვანინონ.
და კიდე განათლების სისტემის ბრალია, რომ გოგოებს ეგრევე გათხოვება უნდათ სკოლიდანვე.
ყველა მასწავლებელი იმას გვიმტკიცებდა, რომ ვაიმეეე გოგო ოჯახისთვისაა დაბადებული და გოგო მალე უნდა გათხოვდეს და ა.შ.
ამ ბულშითების ლაპარაკი სკოლაში მასწავლებლებს საერთოდ უნდა აეკრძალოთ.
ერი ერთიანად გაგიჟდა მართლა. უმეტესობა რომ ეთანხმება და რა მოხდა მერე.
ახლა ამ ბავშვის აზროვნება, ჩემთვის არის პირადად ტრაგედია. ერთი რომ ის ოცნება აქვს ამრტო ბიჭმა ესეთი ცირკები მოუწყოს, მეორე რომ ოცნებობს, რომ გათხოვდეს და სახლში იჯდეს.
ამ ბავშვებს არ აქვთ მისწრაფებები, ინტერესები გამოვიდნენ კოსმონავტები, ინჟინრები, ექიმები, იურისტები და ა.შ.
როგორც ის იყო ტრაგედია, რომ ყველა ბიჭს ქურდობა უნდოდა ასევე ის არის ტრაგედია, რომ ყველა გოგოს გათხოვება და დიასახლისობა უნდა და ესაა ოცნება და ინტერესი ცხოვრებაში.
და ამაზე უარესი ტრაგედიაა ისაა, რომ უფროსები ამას ვერ ხედავენ და შემოდიან ამ თემაში და რა მოხდა მერეო და დიდი ამბავიო და ნორმალურად მიაჩნიათ ეს ტოტალური სიგიჟე.
როგორ შეიძლება ის რომ როცა ახალგაზრდა ადამიანში ჩამკვდარია ყველა ინტერესი, მისწრაფება და ამბიცია იყოს ნორმალურობა?
ძალიან ტრაკშია ეს ქვეყანა რაა
This post has been edited by Queenie on 13 Jun 2012, 13:51