საწინააღმდეგო მართლა არავის არაფერი მაქვს უბრალოდ ერთი გუშინდელი ისტორია მინდა მოვყვე. სულ მესმის ხოლმე რომ სლავი ქალები ძალიან მხიარულები არიანო და ამასთან დაკავშირებით მინდა მოვყვე გუშინდელი ისტორია.
მოკლედ გუშინ მე და ჩემი ქართველი დაქალი ვიყავით კლუბში. იქ გაიჩითა ერთი რუსი გოგო , საკმაოდ სიმპატიური კაი ძუძუთი აი ქართველ ბიჭებს რომ მოწონთ. ეს გოგო ვნახე მეორედ. პირველად შემხვდა ემირატის ავიახაზების ინტერვიუზე და ამ ინტერვიუდან პირველივე გასაუბრებაზე გამოაგდეს, იმიტომ რომ მოვიდა ისეთი გამჭვირვალე კაბით და ისეთი მოკლეთი რომ სტრინგიც კი უჩანდა რა ფერი ეცვა და თავი ეგონა ისეთი ნაშა, რომ გვეგონა ეხლა გადატყდებოდა, ნუ რათქმაუნდა ყველას სასაცილო გახდა იმ ინტერვიუზე. უცნაური ის იყო, რომ ემირატებისგან როცა მივიგე შემოთავაზება ინტერვიუზე გარკვევით თეთრზე შავად ეწერა რომ უნდა გვცმოდა მუხლებამდე მიდი კაბა , თეთრი პერანგი და კოსტუმი და აუცილებლად დახურული ფეხსაცმელი. რატქმაუნდა ამ გოგოს გარდა ყველა ოფიციალურად ჩაცმულები ვიყავით. ამ გოგოს კი ეცვა ძალიან მოკლე სარაფანა, ღია თეთრი ფეხსაცმელები და ისეთი ჩაკრასკული იყო თავი ეტყობა კლუბში ეგონა. ნუ აქედან გამომდინარეობს რა დონის იყო
რაც შეეხება გუშინ მის კლუბში ნახვას: გაიჩითა ვიღაც ორ არაბ ბიჭთან ერთად. ისეთს იტყლარწებოდა მოვკვდით მე და ჩემი დაქალი სიცილით. საერთოდ არ უცეკვია ასე იდგა ამ ბიჭთან და საწყალს მთელი ღამე უქანავებდა ტრაკს ის ბიჭი ისეთ დღეში იყო ლამის შემოედღვნა იქვე
არ განძრეულა ეს გოგო , ყველა გაშტერებული უყურებდა, იდგა ასე მუდოსავით მთელი ღამე და მერე მთელი კლუბი რომ აცეკვდა მაშინ დაუწყო ტრაკის ქანავი იქვე მაგიდასთან ამ ბიჭს.
მე და ჩემმა დაქალმა რასაც ქვია დავიწყვიტეთ ფეხები ცეკვით, ბოლოს ფეხზე გავიხადეთ და ისე ვცეკვავდით, ყველა ტაშს გვიკრავდა, ყველა ცდილობდა აგვყოლოდა და გაეგო რას ვცეკვავდით, ამ დროს ჩვენ ასსას ვუბერავდით კლუბურ მუსიკაზე. მოკლედ ძაან ძაან მაგარი დრო ვატარეთ, ყველა გვეკითხებოდა ეს ირლანდიური ცეკვა საიდან იცითო, არადა ვინ იცოდა რომ ჩვენ ქართულს ვუბერავდით. ის რუსი ბოლოს იმ არაბ ბიჭებსაც აღარ ახსოვდათ. ტაშს ჩვენ გვიკრავდნენ. მოკლედ ერთი შეკითხვა მაქვს ეს ქართველი ბიჭები სამხიარულოს რას პოულობთ ამ რუსებში??