ეეეეჰჰჰ, მე დამემართა თუ დამემაღთა, შენ სახელი მაინც იცი
ამ გაზაფხულს 8 მარტს, ახლობლებთან ერთად ვქიეიფობდი რესტორან გაგრაში...
ჩემი მაგიდის წინ 4 დაქალს შეკვეთილი ჰქონდა მაგიდა...
ნუ ერთ ნახევარ საათში ისინიც მოვიდნენ...
ოთხივე ძალიან ლამაზი იყო, ისეთი ლამაზები, რომ თვალს ვერ მოაცილებდი..
აი განსაკუთრებით ერთი მომეწონა, რაღაც საყვარელი და ნაზი გოგო იყო, საერთოდ (ცხენი გოგოები არ მევასება)
ძალიან ლამაზი თმები, ღიმილი და სახე...
ვიფიქრე, გავიცნობ მეთქი ამ გოგოს..,
გეგმაც შევადგინე, როგორ უნდა გამეცნო და ამ ფიქრში დავინახე, რომ ამ გოგომ ამოღო ვიღაცის მიერ ნაჩუქარი ვარდი...
უკვე მივხდი, რომ იმ გოგოს გაცნობას აზრი აღარ ექნებოდა...
აქ წამოსვლის შემდეგ კიდევ გავიგე, რომ რუსთაველზე არიგებდნენ პრეზიდენტის დავალებით იგივე ფერის და შეფუთულ ვარდებს...
აი მაშინ უკვე ვინანე, რატომ არ გავიცანი, მაგრამ რაღა აზრი ექნებოდა?!
შემდეგ გადაღებული სურათები, რომ დავათვალიერე, ამდენიმე კადრში ის გოგოც გამოჩნდა...
მაგრამ ის სურათები წავშალე, რადგან არ მინდოდა ნევრები მომეშალა ამაზე ფიქრით...