"მუსიკას უნდა გრძნობდე"-ო! მეათასეჯერ დაწერა ვიღაცამ. მეათასეჯერ - დასტურ! მაგრამ, ალბათ, პირველად ვიკითხავ ამ ფორუმზე: თუ ქრთველი კაცი ქართულ მუსიკას ვერ გრძნობს, ინგლისური ან იაპონური როგორ უნდა იგრძნოს? ნუ, მე ელექტონულ მუსიკას(ტრეშ-მეტალებს და მისთანებს) არ ვგულისხმბ. ეგ ქუსლზე რომ მოგიღიტინებენ ისეა, გინდა - არ გინდა ტვინის განგლიები მაინც რეაგირებენ, და პირველი შოკის მერე გაბრუებულზე სიამოვნებას გგვრის!

მავანიც შესაბამისი ფრაზებით გამოხატავს განცდებს: " საკაიფო მუზონია, სსიმონ!"

ანუ, რეფლექტორულ დონეზე აღქმა არ განიხილება, მე უფრო საკუთარ არსებასთან მეტ-ნაკლები ჰარმონიის გრძნობას ვგულისხმობ.