მე ვარეგისტრირებ:
ჩაცმის სტილი - მოწესრიგებული, სუფთა და თავისუფალი.
ხმა - ხავერდოვანი, თავდაჯერებული და თამამი ინტონაციებით.
ფიგურა - არ მომწონს მოდუნებული, სავსებით არასპორტული ფიგურა. ცოტათი მაინც უნდა იგრძნობოდეს, რომ მოძრაობასთან უკაცრავად არ არის.
ხელები - მამაკაცურ-ინტელექტუალური, ფრჩხილების მოწესრიგებული კონტურით. არც ქალურად ნაზი, თხელი და არც მოუხეშავი. სადღაც შუალედური, რა
თვალები - გონიერი, მუქი, ცოტა თავხედური და მოთამაშე მზერით.
მანერა - სრული იმპროვიზაცია! რომ ეტყობა, მანამდე მონახაზი არ გაუკეთებია, რაზე ილაპარაკებს და რას იზამს. მასში მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება რომ იგრძნობა.
ტიპაჟი - მებრძოლი.
ძირითადად, 35 წლის ზევით არიან ასეთები და იშვიათად თავისუფლები