ხო რა თქმა უნდა...

მაგრამ შეეცადე ამაშიც კარგი იპოვო და დაინახო, სამაგიეროდ ახლა იცი როგორ აღარ ატკინო ადამიანებს. პირადად მე აი ამ წუთასაც ვიცი, რომ ერთ ძალიან კარგ ადამიანს ვტკენ გულს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს მისთვისაა უკეთესი, მე ასე მგონია ახლა და დრო მაჩვენებს, შეიძლება ვცდები... ანუ ამდენი რატომ ვილაპარაკე, რომ ყველა წუთს, ყველა ეტაპზე ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იმ მომენტში მიგვაჩნია რაციონალური, და შესაძლოა არის კიდეც

მერე, ეს მერეა უკვე რომ გვსპობს ანალიზი, შედეგები

მაგრამ ეგ არაფერია... ჩვენ მაშინ, იმ წუთს ასე ვთვლიდით საჭიროდ, ან უბრალოდ გარემოებების და გამო მოვიქეცით ასე, თავი არაფერში დაიდანაშაულო, ყველა ჩვენი ქმედება ხომ საერთო ჯამში მაინც რაღაც გარემოებათა კომბინაციაა, ამიტომ შეცდომა მხოლოდ ჩვენი არაა, სამყაროსიცაა

და ხანდახან გვიწევს დავუშვათ და უნდა დავუშვათ

სულის შეკუმშვა კიდევ მაგარი რამ გამახსენდა

ადრე მითხრა ჩემმა იტალიელმა მეგობარმა: ძალიან ცუდად ვიყავი და სული მეკუმშება ისე მტკივა გული ამ ამბისგანთქო ვუთხარი და გაეცინა, კარგიაო

რატო მეთქი და აბა გულმა მხოლოდ გაფართოება და სწრაფი ფეთქვა კი არ უნდა იცოდეს სიხარულისგან, შეკუმშვა და შეხუთვაც უნდა გაგრძნობინოსო
always save something to fear - even as you save something to love....