სხვათა შორის ნაპოლეონმა ვატერლოო თითქმის გრიპის გამო წააგო და არა გრუშის შეცდომის გამო!

ალერგიული ყოფილა ბატონი უზურპატორი და კაკ რაზ მაგ მომენტში(შუა ივნისი) მონ სენ ჟანის და ბელ ალიანსის ველებზე ყვავილების მტვერის კონცენტრაცია ყუველგვარ ზღვარს აჭარბებდა. ჰოდა აუტყდა ცხვირის ცემინება, ცრემლის დენა, თავის ტკივილი და ყურების ქავილი...აბა რაღა ეომებოდა იმ საწყალს!

კიდევ ნაპოლეონის ალერგიამ ერთი ძალიან ლამაზი ესპანელი ქალიშვილი გოგო გაბახებას გადაარჩინა. იმპერატორი სხვა ღირსებებთან ერთად კაი მუსუსიც გახლდათ და სპეციალური კაცი ჰყავდა(ლავრენტი პალიჩს ამ მიზნებისთვის ერთი კაცი კი არა მთელი კგბ-ს ქვეგანაყოფი ემსახურებოდა, მარა სად ბერია და სად ნაპოლეონი!

) რომელიც ქალებს ურჩევდა. იმ კაცს კოსტა, თუ რაღაც ეგრეთი სახელი ერქვა. ჰოდა დეკემბრის თვეში, მადრიდი რო აიღო, დაუძახა კოსტას და ეუბნება: რაღაც გულავის ხასიათზე ვარ, წადი ქალაქში და ესპანელებს რო ეკადრებათ იმ სილამაზის ქალის გარეშე უკან არ იყოს შენი ფეხიო. მოუნახია კოსტას 17 წლის მზეთუნახავი, თანაც ქალიშვილი!!! მისი უიმპერატორესობა იბარებს შენ შვილიშვილსო - ბებიამისისთვის უთქვია. გადარეულა ბებერი სიხარულით: დაუყოვნებლივ გაახლებთო! მოურთვია, თურმე ის ბოვშვი, რავარც ლუდოვიკო მე-14 -ის კარის მადემუაზელი და გოუგზავნია "შიკარნი" კარეტით. ნაპოლეონმა რომ დაინახა ეს ანგელოზი, კინაღამ ნერწყვმა დაახრჩო. გაბადრულ კოსტას უბრძანა: ქვეყანა რო იქცეოდეს, პარიზი რო კოალიციურმა ჯარებმა აიღონ, ველინგტონმა, ბლიუხერმა და კუტუზოვმა ლუვრში მთვრალი ორგიები რო მოაწყონ, მაინც არავინ შემაწუხოს, თორემ იმწუთას ჩემი სიმაღლისა გახდებიო ( ზუსტად ერთი თავით მაღალი იყო ნაპოლეონზე

) და წხვირწინ აპარტამენტების კარი მიჯახუნა. ის იყო მეზობელ ოთახში კმაყოფილმა კოსტამ ჭიქა კონიაკით ხელში რბილ სავარძელში მოიკალათა და დაღლილი ფეხებიც ტყავის პუფზე შემოაწყო, რომ ატყდა აპარტამენტებში ზარის ჟღარუნი! აქ უკვე რაღა ეკონიაკებოდა, წამოხტა კისრისტეხით და ყოველგვარი ბოდიშების გარეშე შევარდა მბრძანებელთან... სულშეხუთული და გულყრამდე მისული ნაპოლეონი ფეხზე ძლივსღა იდგა, ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა, ცალი ხელით ზარის ზონარი ჩაებღუჯა და მეორეს იქვე მდგომ, შიშისგან დაზაფრულ გოგოსკენ ასავსავებდა... გაშტერდა საწყალი კოსტა, ვერ მიხვდა რა ხდება იმპერატორის თავს, მარა ამასობაში ლოველასმა, როგორც იქნა ამოღერღა: მომაცილეთ ეს FიFა, გამოაღეთ კარ-ფანჯარა და სასწრაფოდ ჰაერზე გამიყვანეთო...
This post has been edited by Георгий Орлов on 18 Aug 2012, 10:01