საშინელებაა, მე მქონდა მსგავსი სიტუაცია.
სადღაც 6 წლის წინ უახლოესი დაქალი გარდამეცვალა

მას ერთი თვის შვილი დარჩა. რათქმაუნდა მის ოჯახთან ძალიან ახლოს ვიყავი და შესაბამისად ქმარსაც ძალიან კარგად ვიცნობ, სადღაც 3-4 წელი რომ გავიდა მისმა ქმარმა დამიწყო ჩალიჩი. მეგობრები ხშირად მივდიოდით ხოლმე დაქალის დედასთან და ისიც მოდიოდა ხოლმე შვილს ნახულობდა, რადგან შვილი ბებიასთან იზრდებოდა. მოკლედ ძაან ყურადღებიანი გახდა ჩემს მიმართ, სულ სადღაც მეპატიჟებოდა, მე ცოტა კი მიკვირდა მაგრამ ვფიქრობდი უბრალოდ სიამოვნებს ჩვენთან ურთიერთობა თქო, იმიტომ რომ სულ წუწუნებდა არ მეკონტაქტებითო. მოკლედ ერთ დღესაც ასეთი რამ შემომთავაზა. ერთად ვიყოთო. ცოლად მოყვანას არ გპირდებიო, უბრალოდ როცა მომინდება გნახავ ხოლმე და სექსი გვქონდესო. შოკში ვიყავი. მეგონა ხუმრობდა რასაც მთავაზობდა. დღემდე არავისთვის მითქვამს ჩვენი საერთო დაქალებისთვის ეს ამბავი.
ძაან მეწყინა ის რომ წლების განმავლობაში მიცნობდა ვინ ვიყავი და რას წარმოვადგენდი და ესეთი რამ შემომთავაზა ცოლის უახლოეს დაქალს. დღემდე ვერ ვხვდები რატომ იფიქრა რომ საყვარლობას დავთახმდებოდი , ან რატო ეგონა ის გოგო ვიყავი რომ დაურეკავენ გაჟიმავენ და გაუშვებენ. ან საერთოდ მისი ცოლის უახლოეს დაქალს რატომ მაკადრა ეგ, დავიჯერო ქალი არ იშოვება ამ საქართველოში?? თან ძაან მაღალი თანამდებობის ტიპია და ეგ ნამდვილად არასდროს გაუჭირდება. რატომ მე?? რატომ ეგონა რომ ახალგაზრდა გოგოს მჭირდებოდა მარტო საყვარლობა და არა სიყვარული და ნორმალური ურთიერთობა. რავი აი დღემდე ძაან გული მტკივა ეგ რომ მახსენდება.