#32737479 · 28 Aug 2012, 09:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არცერთ ქვეყანაში არ გრძნობს კაცი თავს კომფორტულად, როცა ცოლს მეტი შემოსავალი აქვს. ეს შედარებულია დაახლოებით იმ მომენტთან, ცოლი რომ უფრო მაღალია, ან უფრო დიდი ფეხი აქვს, ვიდრე ქმარს. ქალის და კაცის თანასწორობა არ ნიშნავს, რომ კაცს ან ქალს არ ქონდეს/გაუქრეს მისი სქესისთვის დამახასიათებელი მოთხოვნილებები და პრეტენზიები. კაცს აქვს მფარველის, დამცველის ინსტინქტი და უმრავლესობა ვერ იგრძნობს ურთიერთობაში თავს ბედნიერად, როცა ქალზე უმწეოა. ეს დროთა განმავლობაში ხშირად აფუჭებს ურთიერთობას, თუნდაც თავიდან არ ქმნიდეს პრობლემებს.
|