ანი, 25 წლის, იურისტი.
1. რომ არა იურისტი, ვიქნებოდი ფსიქოლოგი, ფინანსისტი ან პროგრამისტი (ცოტა ახლო-ახლოს ვერ მოვიფიქრე პროფესიები).
2. რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი - ბელგია, ნორვეგია, ჰოლანდია - მომწონს ეს ქვეყნები.
3. ის, რასაც არასოდეს გავაკეთებ - კაცს არ მოვკლავ, არ ვიმრუშებ და არ ვიქურდებ (ათი მცნებიდან 3 მაინც გამომივა დაცული, იქნებ ცოტა ნაკლებად მაყვინთაონ კუპრში საიქიოში).
4. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა, რომ - ჩამოთვლა რომ დავიწყო სამსახურში დამაგვიანდება... ბევრი რამ მინდა, მთავარია მერგებოდეს.
5. ყველაზე მეტად არ მინდა - დავბერდე და ელიავაზე დაშლილებში ჩასაბარებელი გავხდე...
6. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ გამოვსულიყავი მოცეკვავე ან მომღერალი, ვმდგარიყავი სცენაზე და გამემართა გალა კონცერტები და ავტოგრაფები მერიგებინა ფანებისთვის... (პატარა ანის ფიქრები... პოპულარული ვიქნები...)
7. ის, რის(ვის) გარეშეც ცხოვრება არ წარმომიდგენია - ისინი, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს და ვისთვისაც ყველაფერზე ვარ წამსვლელი.
8. ჩემი მეგობრები ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. უმეგობროდ თავს არაადამიანად ვიგრძნობდი...
9. იდეალური კაცი (ქალი) ჩემთვის - იდეალური კაცი ჩემთვის არის ის, ვინც არ მომატყუებს და არ მიღალატებს, ფიზიკურად ნაღმზე აფეთქებულ მაიმუნს არ ემსგავსება და ტვინზე ნაოჭებისა და ხვეულების საკმაო რაოდენობა ექნება, რომ დააფასოს რა კარგი გოგო ვარ...
10. ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში - ბორჯომზე და კოჯორზე უკეთესი ბუნება მაქვს

)))))))
11. ის, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ჩემს თავში - არ მჯერა, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება ერთი ადამიანი გიყვარდეს და მის გვერდით ისე გაატარო, რომ ბოლოს ყელში არ ამოგივიდეს...
12. მჯერა, რომ – ჯოკერში ხიშტი - 200ია.
13. არ მჯერა, რომ - ყველა მამაკაცი ერთნაირია, I haven't tried them all, ასე რომ საიდან უნდა ვიცოდე...
14. ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ - გულწრფელობას და ერთგულებას.
15. ყველაზე მეტად მეშინია - მოულოდნელად სიკვდილის.
16. ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად არ მინდა - ჯანმრთელობა
17. ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს - საკუთარი შეცდომების დროულად აღიარების უნარი
18. ფრაზა, რომელსაც ყოვედღიურ საუბარში ყველაზე ხშირად ვიყენებ - ხელფასი მომიმატონ, "მადლობა" ნა ხლებ ნე ნამაჟეშ.
19. ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც მაქვს - შიშველი მძინავს და თვალის ჩაკვრა (ცალი თვალის დახუჭვა) არ შემიძლია.
20. ყველაზე უხერხული სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩენილვარ- მესენჯერში ჩემი უფროსისთვის მიმიწერია ის, რაც ჩემი თანამშრომელი გოგონასთვის იყო განკუთვნილი...
21. ყველაზე ხშირად მავიწყდება - მანქანაზე ხელის მუხრუჭის ჩაწევა...
22. ყოველთვის უნდა მახსოვდეს - რომ მოვკვდები და ცხოვრებაში ბევრი რამის გაკეთება უნდა მოვასწრო.
23. არ ვიცი და მინდა ვიცოდე - პარალელური პარკირება, ჩემი ტკივილია...
24. მინდა დამიმახსოვრონ - რაღა დავამატო, მინდა დამიმახსოვრონ და ჩემს გასახსენებლად თითზე ჯვრის დასმა არ დასჭირდეთ.
25. სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვღიღინებ - სხვადასხვა დროს სხვადასხვა აკვიატებანი მახასიათებს.
26. ის, რისი თქმაც სულ მინდოდა და დღეს, თქვენთან ვამბობ - ღრმა ბავშვობაში ინდურ ფილმებზე ვტიროდი, ახლაც მომდის ცრემლები, ოღონდ უკვე სიცილისგან...
27. ნიჭი, რომელსაც ყველაზე მეტად მინდა, რომ ვფლობდე - ჭადრაკის ძალიან მაღალ დონეზე თამაშის ნიჭი.
28. ზღაპრის გმირი, რომელსაც ყველაზე მეტად ვამსგავსებ ჩემს
თავს - მძინარე მზეთუნახავი ეგეც ჩემსავით "სტარაია დევა" იქნებოდა პრინცს რომ არ ეკოცნა...
29. რომ არ ვყოფილიყავი გოგო, ვიქნებოდი ბიჭი, ოღონდ ალბათ ტრანსვესტიტი, აბა მაღალი ქუსლების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია...
30. მე მინდა, რომ სურვილები მისრულდებოდეს.
31. მე მინდა ამ განყოფილებიდან ...... რა? ის რაც ამას ერითება, ნამდვილად არ მინდა.
ავტორო, ამ ტესტის სწორი პასუხები როდის დაიდება? (ეს, რა თქმა უნდა ხუმრობით).