სახელი - გობალა
ასაკი - მაგას დედჩემსაც არ ვეუბნები უკვე

პროფესია - მათემატიკოსი + ხელოვნებატმცოდნე (ტაქსისტად ვივარგებ)
ვპასუხობთ მხოლოდ კითხვებს.... ოკ
1. რომ არ ყოფილიყავი (პროფესია იგულისხმეთ) ვიქნებოდი?- არქეოლოგი
2. რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი - ამერიკაში, ინდიელებში
3. ის, რასაც არასოდეს გავაკეთებ - არ გავბოზდები, არ ვუღალატებ სამშობლოს, ღირსებას...
4. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა, რომ – გავხდე ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (მერე თემები რომ წერონ ბავშვებმა სკოლაში ჩემზე

)
5. ყველაზე მეტად არ მინდა - რაღაც საზიზღრობა ავადმყოფობა რომ შემხვდეს (მაგალითად კიბო)
6. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ – ვყოფილიყავი ძაან ცნობილი მსახიობი და მომღერალი (მგონი მანია გრანდიოზა მჭირს)
7. ის, რის(ვის) გარეშეც ცხოვრება არ წარმომიდგენია - რწმენის
8. ჩემი მეგობრები ჩემთვის - მნიშვნელოვანია
9. იდეალური კაცი (ქალი) ჩემთვის - ამ ეტაპზე ედი სპირსი. ისე გემოვნება ხშირად მეცვლება
10. ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში - თმა
11. ის, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ჩემს თავში - ცხვირი
12. მჯერა, რომ – გვეშველება
13. არ მჯერა, რომ - არ გვეშველება
14. ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ - სამართლიანობას, თU რამდენად შეუძლია საკუტარ საქციელზე აგოს პასუხი, აღიაროს შეცდომა...
15. ყველაზე მეტად მეშინია - ობობის და ჯოჯოხეთშI მოხვედრის
16. ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად არ მინდა - მგონი ესეთი მნიშვნელოვანი არაფერი მაქვს
17. ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს - მარადიული სიყვარული
18. ფრაზა, რომელსაც ყოვედღიურ საუბარში ყველაზე ხშირად ვიყენებ - ღმერთო ჩემო თქვენ ხალხი ხართ თუ ტყის ქაჯები (მასწავლებებლი ვარ და...

)
19. ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც მაქვს - ყველაფერი შემიძლია დავიკიდო
20. ყველაზე უხერხული სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩენილვარ- ჩემს დაქალს ჩავაბარე ჩემი შარვალი და მოკლე კაბით გავედი სცენაზე(ყველას შოტლანკები უნდა გვცმოდა და ჩემზე ორჯერ დაბალი მეგობრისგან ვითხოვე) ხოდა რომ დამთავრდა კონცერტი, არეულობაში ვეღარ ვნახე ეს ჩემი დაქალი და ასე მოკლე კაბით წამოვტანტალდი სახლში. მთელი პლეხანოვი გამოვიარე ფეხით.

21. ყველაზე ხშირად მავიწყდება - მობილური სახლში

22. ყოველთვის უნდა მახსოვდეს - რომ უმეტესობა ადამიანებს ამ პლანეტაზე ჩემზე ათასჯერ მეტად უჭირთ
23. არ ვიცი და მინდა ვიცოდე - როგორ გავხდე მილიონერი და ცნობილი და გავლენიანი
24. მინდა დამიმახსოვრონ - როგორც ძალიან კარგი ადამიანი
25. სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვღიღინებ - ნაირ-ნაირს, ვერ გამოვყოფ
26. ის, რისი თქმაც სულ მინდოდა და დღეს, თქვენთან ვამბობ - პაპა, მაპატიე რომ ვერ ჩამოვედი

27. ნიჭი, რომელსაც ყველაზე მეტად მინდა, რომ ვფლობდე - ადამიანების მართვის
28. ზღაპრის გმირი, რომელსაც ყველაზე მეტად ვამსგავსებ ჩემს თავს - ბელა "ურჩხული და მზეთუნახავიდან"
29. რომ არ ვყოფილიყავი (პიროვნება იგულისხმეთ) ვიქნებოდი - ცხენი
30. მე მინდა რომ...- ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი
31. მე მინდა ამ განყოფილებიდან ...... რა?-სისულელეების პოპულარიზაცია რომ არ ხდებოდეს
* * *
sopo_sopoooირონიის, ისევე როგორც სარკაზმის ხშირი გამოყენება ზნეს აფუჭებს. ის შენ თანდათან ბოროტი უპირატესობისკენ მიდრეკილებას გიჩენს, ხოლო საბოლოოდ კი გამსგავსებს იმ ავ ძაღლს, რომელმაც არა მხოლოდ კბენა, არამედ კბენის შემდეგ სიცილიც კი ისწავლა © ფრიდრიხ ნიცშე
-------------
♑მთავარია ხარისხი♑