1. რომ არ ყოფილიყავი იურისტი ვიქნებოდი - რეალურად არქიტექტორი, ნიჭის შემთხვევაში მხატვარი/ფოტოგრაფი.
2. რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი - რიოში ან ბარსელონაში.
3. ის, რასაც არასოდეს გავაკეთებ - "never say never"
4. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა, რომ – მივაღწიო დასახულ მიზანს და განვლილ ცხოვრებას რომ გადავავლებ თვალს ვიამაყო რომ მე ეს შევძელი + იყოს მშვიდობა.
5. ყველაზე მეტად არ მინდა - ფრთები დამატყდეს )
6. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ – ვყოფილიყავი ესე როგორც ვარ ეხლა
7. ის, რის(ვის) გარეშეც ცხოვრება არ წარმომიდგენია - საკუთარი თავის იმედის, ნებისყოფის,გამძლეობის გარეშე (დანარჩენი ყველაფერი ხდება, რეალურად აღვიქვამ და ვუშვებ გონებაში ყველაფრის ალბათობას)
8. ჩემი მეგობრები ჩემთვის - ოჯახია სადაც ვარ რეალური მე.
9. იდეალური კაცი (ქალი) ჩემთვის - კაცი - მამაკაცური, მზრუნველი რომლისთვისაც მარტო ერთი დედოფალი არსებობს და ისიც მე ვარ. ქალი - რომელსაც მამაკაცის მწვერვალზე აყვანაც და იქედან ჩამოგდება შეუძლია საჭიროების შემთხვევაში.
10. ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში - მიზანსწრაფვა, ერთგულება.
11. ის, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ჩემს თავში - ზედმეტად ყურადღებიანი ვარ და მერე ვბრაზდები რომ იმის ნახევრასაც ვერ ვიღებ + ძალიან ეჭვიანი, ეგოისტი.
12. მჯერა, რომ – და მინდა რომ მჯეროდეს რომ ადამიანს მთის გადადგმაც შეუძლია თუ მოინდომებს, ანუ შეუძლებელი არაფერია.
13. არ მჯერა, რომ - ესე არაფერი მახსენდება

14. ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ - გულახდილობას.
15. ყველაზე მეტად მეშინია - ახლობელი ადამიანების სიკვდილის, მარტოობის.
16. ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად არ მინდა - საკუთარი მე.
17. ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს - მეტი დრო რომ ყველაფერი მოვასწრო, და შევიცნო სამყარო

)
18. ფრაზა, რომელსაც ყოვედღიურ საუბარში ყველაზე ხშირად ვიყენებ - ბოლო დროს - მენატრების.
19. ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც მაქვს - ერთხელ თუ გული ამიცრუვდა 1 წამში მეცვლება დამოკიდებულება და ის ადამიანი იშლება ჩემი მეხსიერებიდან.
20. ყველაზე უხერხული სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩენილვარ - როდესაც ჩემი შეყვარებულები ერთმანეთს აწყდებიან

21. ყველაზე ხშირად მავიწყდება - ძაან ბევრი რამ, უმნიშვნელო დეტალებით არ ვიტენი თავს, მახსოვს მარტო მნიშვნელოვანი მოვლენები.
22. ყოველთვის უნდა მახსოვდეს - რომ ბოლოს მაინც საკუთარ იმედად რჩები

23. არ ვიცი და მინდა ვიცოდე - ხატვა

24. მინდა დამიმახსოვრონ - მაგაზე ჯერ არ მიფიქრია, იმედია გავაკეთებ დასამახსოვრებელ რამეს
25. სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვღიღინებ - უამრავი, ხასიათს გააჩნია.
26. ის, რისი თქმაც სულ მინდოდა და დღეს, თქვენთან ვამბობ - ნაღმი ვარ რომელსაც ფრთხილად უნდა მოექცე

27. ნიჭი, რომელსაც ყველაზე მეტად მინდა, რომ ვფლობდე - რავიცი ტელეპორტი

28. ზღაპრის გმირი, რომელსაც ყველაზე მეტად ვამსგავსებ ჩემს თავს - არ მახსენდება
29. რომ არ ვყოფილიყავი (პიროვნება იგულისხმეთ) ვიქნებოდი - მმ ფისო ))
30. მე მინდა რომ... ვიყო ბედნიერი

31. მე მინდა ამ განყოფილებიდან - რა უნდა მინდოდეს
This post has been edited by Chloe_ on 3 Jun 2013, 03:47