გოგოები ბალღობაში დღიურს რომ გავსებინებდნენ

ისევ ბავშურად შევავსოთ
შებრუნებული ნიკი
23
ამბობენ ავიატორიო
1. რომ არ ყოფილიყავი (ინჟინერ) ვიქნებოდი? - პირველ რიგში პილოტი. ცის დაპყრობის ამბებში.
2. რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი - სადმე ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილას.
3. ის, რასაც არასოდეს გავაკეთებ - ვიარსებო იმისთვის რომ ვჭამო

4. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა, რომ – საერთოდ ცხოვრება მინდა რო, ეგაც საკითხავია. ნუ მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვალოს და მეც მიმიძროდეს წვლილი.
5. ყველაზე მეტად არ მინდა - ვავნო ვინმეს
6. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ – კოსმონავტი გამოვსულიყავი
7. ის, რის(ვის) გარეშეც ცხოვრება არ წარმომიდგენია - უკვე ყველას გარეშე წარმომიდგენია, უბრალოდ გამიჭირდება და გული იმათხოვრებს მათ არ ყოფნას.
8. ჩემი მეგობრები ჩემთვის - დიდი არაფერი. ჩემთვის მეგობრობა უკვე პირობითი ცნებაა. უფრო ხელსაყრელი იქნება, აზრთა თანხვედრა და ერთი ფასეულობების მქონე პირები, რომელთა ხელიც ერთურთს ბანს.
9. იდეალური კაცი (ქალი) ჩემთვის - ოო იდიალები, ადამიანის გონების მცდარი მოსაზრება მაქსიმალისტობის დონეზე. ადამიანი ფრიად სუსტი არსებაა იმისთვის რომ იდიალური იყოს. ყველაში მოიძებნება სისუსტეები.
10. ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში - ვერ ვიხსენებ ასეთს ვერაფერს. და საერთოდ ვისაც საკუთარ თავით კმაყოფილია ის იდიოტად მიმაჩნია.
11. ის, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ჩემს თავში - არ მევასება უცნაურის იარლიყები, ხომ შეიძლებოდა ნორმალურიც ვყოფილიყავი . ყველაზე ძალიან მართლა ვერ ვიტან ხალხისადნი სიძულვილს სულ გავრბივარ მათგან.
12. მჯერა, რომ – არაფრის არ მჯერა, ყველაფერს ეჭვის თავლით ვუყურებ

13. არ მჯერა, რომ - ხო წინა კითხვაში გავეცი . ხო იმის არ მჯერა რომ უბრალო ცხოველქედებისთვის ვარ გაჩენილი და რაღაც მისია არ მაკისრია, დიადი

14. ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ - ერთგულებას? - ჰმ . ეგოცენტრიზმის ნაკლებ გამოხატულებას.
15. ყველაზე მეტად მეშინია - შიში უცოდინრობისგან მოდისო და არ ვიცი რა მელის მომავალში ასე რომ წუთისოფლის მუხთლობის მეშინია
16. ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად არ მინდა - რამე ისეთი მაქვს? - გავიხსენო. ხოო ე.ი არ მინდა ახლობელი ადამიანები დავკარგო , მირჩევნია მე დამკარგონ და (რამხელა ეგოიზმია).
17. ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს - ოცნებების სასაფლაოდან ვარ ასე რომ არ მინდა არაფერი
18. ფრაზა, რომელსაც ყოვედღიურ საუბარში ყველაზე ხშირად ვიყენებ - ხოლმეობითს ვერ გადავეჩვიე.
19. ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც მაქვს - ყველაზე? - ჯერ იმას ვერ ვიხსენებ არაუცნაური რა მაქვს
20. ყველაზე უხერხული სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩენილვარ - ინგლისურად რომ მოიმიწია ფუშბექის პროცედურის მოყოლა , რომლის აზრზეც არ ვიყავი და ,,ზის იზ კანტროლ უნიტო" გამომივიდა - ვერ მიხვდებით . არაფერია
21. ყველაზე ხშირად მავიწყდება - არაფერი არ მავიწყდება, პირიქით რასაც ვივიწყებ ე.ი მნიშვნელობასაც არ ვანიჭებ.
22. ყოველთვის უნდა მახსოვდეს - მეც ოდეზღაც იდიაში ადამინად დავიბადე.... ზოგჯერ მინდა არაფერი მახსოვდეს.
23. არ ვიცი და მინდა ვიცოდე - ადამიანების მართვა
24. მინდა დამიმახსოვრონ - ნუ თუ რამე დიადს არ გავაკეთებ რა აზრი აქვს
25. სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვღიღინებ - საერთოდ არ ვღიღინებ
26. ის, რისი თქმაც სულ მინდოდა და დღეს, თქვენთან ვამბობ - სათქმელის მეტი რა არის, ოღონდ არა თქვენთან, მხოლოდ ერთ ადამიანთან.
27. ნიჭი, რომელსაც ყველაზე მეტად მინდა, რომ ვფლობდე - ხელოვნების ნიჭის ნაკლებობას განვიციდი.
28. ზღაპრის გმირი, რომელსაც ყველაზე მეტად ვამსგავსებ ჩემს თავს. არ ვიცი ზღაპრებით არასდროს არ დავინტერესებულვარ, არც არავის წაუკითხია ჩემთვის.
29. რომ არ ვყოფილიყავი (პიროვნება იგულისხმეთ) ვიქნებოდი - ისე სჯობდა სულ ნუ ვიქნებოდი არც ეს და არც სხვა, ნუ ამნაირი აზრებით და ფიქრებით ნუ ვიქნებოდი

30. მე მინდა რომ ... გავიჭედე ... ბევრი რამე მინდა თან არც მინდა
31. მე მინდა ამ განყოფილებიდან ...... რა? - გულახდილობა: ამ განყიდან არ ვიცი და ისე ყველა ხომ რაღაცას ელის სადღაციდან ქვეცნობიეში.