ყველა მართალია. პოსტის ავტორიც, გამზიარებლებიც, მწვალებელნიც, დაღლილებიც, ღამისმთეველებიც და ამავდროულად არავინ არ არის მართალი, იმიტომ რომ ქალის და კაცის ურთიერთობა დეტალებში არც ერთ სტანდარტში არ ჯდება... არ არსებობს ქალთან(ასევე კაცთან) ურთიერთობის აპრობირებული და 100%-ით გამართლებული სტანდარტი, და არც უნდა იყოს... ურთიერთობა იქნება ეს მეგობრული, ინტიმური თუ უბრალო "ნაცნობური" თავისთავადია და ხელოვნური გზით მისი "გაპატიოსნება" არავითარ სარგებელს არ მოუტანს ე.წ. გამპატიოსნებლებს,
თვითონ ავტორის ცდა და რჩევები რამენაერად თავიდან აირიდოს ხელო-ვნებით გატაცებულთა მოზღვავებული ვირტუალური არმია, თავდაცვის მექანიზმია ამ შემთხვევაში, თუმცა პრობლემას ამით ვერც შენ მოაგვარებ და ვერც ვერავინ, ვერც მე ახლა ამ ჩემი მოზღვავებული მეტამორფოზული მჭერმეტყველებით - იმ ფილმის არ იყოს - წერის "კიშკა" გამეხსნა.
ხოდა იმას ვამბობდი. როგორ ფიქრობთ, ადამიანს რომელსაც თავისი უავგუსტესის აზიდვა ეზარება იმისათვის, რომ გოგო გაიცნოს, დაამყაროს მასთან ურთიერთობა სუფთა ჰაერის და ნონ-ვირტის თანხლებით, რატომ გგონიათ რომ წაიკითხავს პირველ გვერდზე გამოკრულ იმხელა პოსტს, რომელიც პირდაპირ რომ ვთქვათ მაზოლზე აჭერს ფეხს?!
ერთადერთი რჩევა იქნება ჩემგან ----> უბრალოდ დაიკიდოთ და დააიგნოროთ მაგდაგვარი პმ-ები და მორჩა და გათავდა. არცთუ ძნელი უნდა იყოს გოგოებისთვის

პ.ს. ის ზარმაცი "ხელოვანნი" არც ამ ჩემს სუბიქტურ პოსტს წაიკითხავენ.... კაი ხანია ამდენი არ მიწერია აქ.... ეეჰ..... დავბერდი კაცი ))