ბოიკაათი მცნების შესრულება და კანონების შესრულება ადამიანს ვერ აცხოვნებს.
ისე ამდენი თუ გესმის იცხოვრე წმინდა ცხოვრებით.
წმინდანი თუ არ იქნები ვერ ცხონდები. წმინდანები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. შეიძლება სასწაულებს ვერ ახდენდე მარა წმინდანი იყო.
მარტო ქრისტიანები ცხონდებიანო ეგ ტყუილია. სინდისის მიხედვით განისჯებიან სხვები. მაგრამ ისიც არასწორია რო ტრანსში შედიან ბუდისტები და მანტრებს ასრულებენ ამ დროს დაცემულ ანგელოზებთან (და სულებთან) ურთიერთობენ და უხსნიან მთლიანად თავს მათ, ანუ ურთიერთობენ მათთან (ეს რას იწვევს კიდე სხვა საკითხია). ჩემი აზრით ყველამ ნებისმიერი რელიგიის ადამიანმა როცა დამოუკიდებელი აზროვნება ჩამოუყალიბდება უნდა დაიწყოს ჭეშმარიტების ძიება და არ დაემორჩილოს იმას რადაც გაზარდეს. თუ მართლმადიდებელი დაიბადა უნდა გამოიძიოს კარგად და შეისწავლოს თუ რატოა ჭეშმარიტი.
რელიგია ბევრია მაგრამ ჭეშმარიტება ერთია.
ღმერთის აღქმაც ბევრია მაგრამ სწორი აღქმა და დიდება და მასთან ურთიერთობა (ყველაზე სწორი ურთიერთობა, ყველაზე სწორი გზა) ერთია მხოლოდ.
არ არსებობს ორი სიმართლე ერთდროულად. და არც ორი ჭეშმარიტება ერთდროულად.
ჭეშმარიტება კიდე ისაა რაც ღმერთმა თქვა.
ჩემი აზრით სხვა რელიგიების ადამიანმა რომ მოინდომოს ჭეშმარიტების პოვნა იპოვის და მხოლოდ მართლმადიდებლობაში იპოვის. (ამის მაგალითები ბევრია). და რატოა მართლადიდებლობაში მხოლოდ ჭეშმარიტება უცდომელი ეს სხვა საკითხია, უნდა გქონდეს ნაპოვნი რომ მაგას მიხვდე. ვინც წაკითხავს ამ პოსტს უბრალოდ რომ იპოვით ჭეშმარიტებას თქვენზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება. როგორ მინდა ხოლმე რომ ყველამ მოძებნოს და იპოვოს ღმერთი და იურთიერთოს მასთან. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. და ძალიან საწყენია რომ ვერ ხედავენ ადამიანები ან არ ინდომებენ ღმერთს და მის პოვნას, ან არ ათხოვებენ ყურს და ისე ცხოვრობენ, და როგორ წვალობენ მერე მატერიალურადაც და სულიერადაც საშინელებაა და ამ ქვეყანაზევე უკვე ჯოჯოხეთში არიან და იმ ქვეყანაზე რაღა იქნება. თქვენ ჯოჯოხეთი და სამოთხე ადგილი არ გეგონოთ, ეს არის შინაგანი მდგომარეობა, და აქვე (ამქვეყნად) იწყება ორივე,
ადამიანს ბედნიერება და სიხარული უნდა და ხან რაში ეძებს და ხან რაში.
სინამდვილეში ნამდვილი სიხარული და ბედნიერება მხოლოდ ღმერთთან ერთად თანაცხოვრებაშია. ამ დროს ადამიანი მთლიანად იცვლება, ასევე იცვლება მისი გარემოც (მეგობრები, ადამიანები), მატერიალური გარემო, სულიერი სამყარო, რათქმა უნდა უკეთესისკენ და ისეთისკენ რასაც ვერასდროს წარმოიდგენ.
თავისუფლდები ყველაფრისგან ფაქტიურად (აღარ ხარ მონა ცოდვების, და არც დამოკიდებული რაიმეზე. ასევე ფსიქიკური პრობლემებისგან, და კომპლექსებისგან). გაქ სწორი მსოფლმხედველობა, არ ხარ დაბრმავებული. არ იხიბლები რაღაც სისულელეებით ანუ არ ტყუვდები.
ასევე არსებობს ცრუ სიხარული, ცრუ სიყვარული, და ცრუ გრძნობები (ანუ არა ბუნებრივი. ესენი რეალურად ატყუებს ადამიანს და ხიბლში ამყოფებს, ანუ ადამიანი მოტყუებულია რომ ბედნიერია ან უხარია, ან გრძნობს სიხარულს ან სიყვარულს. ფიზიკურ დონეზეც ხდება ეს სხეულის სხვადასხვა ადგილის აღძვრით). ასევე არსებობს საწინააღმდეგო სქესის ადამიანის შეყვარება ეშმაკისგან. ასევე არსებობს ფიზიკური თვალით ცრუ ხედვა ანუ ფიზიკური თვალი გატყუებს (ვიღაცას გაეცინება მარა მე გამომიცდია, რეალურია).
მოდით ყველამ იპოვეთ ჭეშმარიტება ანუ ღმერთი და თქვენზე ბედნიერი არავინ იქნება. ამას რომ გამოცდით როგორია არასდროს ხელიდან აღარ გაუშვებთ დამერწმუნეთ
This post has been edited by temgm on 25 Dec 2012, 16:41