Girl: Describe me in one word
Boy: Mine
უამინდობით ავადობს,
თოვლს იმედი აქვს რის?
სულში ხალისი ნავარდობს
ცოტა ტკივილი ცრის
კლდეებს ნისლები გალახავს
თეთრი აცვია ფხოვს...
რა მწყინს? შენ ჩემთან არა ხარ
რა მიხარია?თოვს!
შენ,_
სულ დიადი გაქვს
მიზნები,
ცხოვრებას ერევი
უბადლოდ.
მე,_
თუკი არ გამოვიცვლები,
უხეირო ვარ და...
უმადლო.
შენ, _
არც არაფერი გეშლება,
სუფრაზეც მუდამ ხარ თამადა...
და
ცოლიც ჯანმრთელი შეგფერის,
მე,_
ლიტერატურით ავად ვარ...
შენ,_
გრძელი ფეხების
ფანი ხარ,
ეკრანზეც
გეტრფიან ქალები,
ვაჟკაცურს, მდიდარს და ნახიშტარს,
ჭკვიანს და
საომრად ალესილს...
მე,_
ჩემი უძირო თვალებით,
მითხარი,
რას გარგებ,
რას მოგცემ,
შენ,
ჩემი ფიქრები გაცინებს..
მე,_
ლიტერატურა მაოცებს...
რატომ ამირჩიე
არ ვიცი,
ჩემთვის გაიმეტე
ცის კიდე....
მე ლიტერატურა მტკივა და
შენ...
ბიბლიოთეკა
მიყიდე.
ცაზე თამაშობენ ვარსკვლავები,
როგორც შავ თვალებში ჭინკები
გვიდგას სიყვარულით, გალაღებით
გრძნობით ავსებული ჭიქები
ბახუსს გაუშლია ჭრელი აფრა
ძმები ღვინოს ვსვამთ და ვღვინდებით
შემთვრალს უფრო ხშირად, უფრო მძაფრად
უფრო მენატრები, მინდები
ჰოი, ეს ეჭვები დამახრჩობენ, -
ვინ იცის, სად, ვისთან იქნები . . .
. . . ცაზე ვარსკვლავები თამაშობენ
როგორც შენს თვალებში ჭინკები...
ნარდს გეთამაშები თუ გინდა კოცნებზე,
მსაჯად დავიყენოთ დედამიწა,
თუმც შენი თვალები მოჰგვანან ოცნებებს,
წააგებ იცოდე და ვერავინ ვერ დაგიცავს.
შენსავით ლამაზი რომ მყავდეს მეუღლე,
ჩათვალე დამიჯდა დუბეში,
ძალიან განვიცდი რომ ვერ დაგეუფლე,
რომ ვერ შეგიფარე უბეში.
წყვილი კამათელი ბედია მემგონი,
არ იცი რა გინდა,აგორებ ჩავლაზე,
კარები აიღე სასწრაფოდ გოგონი,
თორემ გულის კარი ჩავრაზე!
ასე ეშმაკურად რად მიელვებ თეთრ კბილებს,
გგონია ვერ გვამჩნევენ მარტოებს?!
როცა უშენობა იკივლებს,
დავკოცნი ყვავილებს,ამ რტოებს.
ნარდს გეთამაშები თუ გინდა კოცნებზე,
მსაჯად დავიყენოთ დედამიწა,
თუმც შენი თვალები მოჰგვანან ოცნებებს,
ჩემგან ვერავინ ვერ დაგიცავს.
სადაც ყველას სახე მხოლოდ ნიღაბია,
სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი,
სადაც გულწრფელობა უფრო იაფია,
ვიდრე 1 ჭიქა ყალბი კონიაკი.
სადაც გროვდებიან ჭკუის კოლოფები,
ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია,
სადაც არწივებად სხედან ოფოფები,
სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა.
სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია,
სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით,
ქარმა ფოთლებივით აურდაურია,
ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები...
ასე მგონია, მელოდები რომ რაღაც გითხრა
და პასუხები დავახვედრო შენს ნასროლ კითხვებს.
წუხელ, ღრუბლები ჩამოვიდნენ მიწაზე ციდან
და ჩვენი ქუჩაც გუბე-ღილებს ბავშვურად იხდენს…
მეც შევალეწე ქარის წისქვილის ჯიუტად ფრთები…
გაგეცინება და მებრძოლი ვიყავი ერთ დროს…
ახლა, ჭრილობებს, რომ მიხვევენ მაშინღა ვდგები,_
საწოლიდან და ჩემს ოთახსაც ვერაფრით ვერ ვთმობ.
გაგიკვირდება და დაკარგვა დამჩემდა ხალხის…
პოეტობა კი, ნიჭზე მეტად წყევლაა ვფიქრობ ...
ზიხარ და განცდილ ემოციებს ფურცელზე თხაპნი,
ტკივილზე წერაც გსიამოვნებს და თავსაც ირთობ…
ისევ გგონია, რომ სათქმელი რაღაცა დამრჩა ,
რომ მოვალ ჩუმად,მოგიყვები,ჩვენზე ძველ ამბებს…
ის კი არ იცი , ჩევნ ორს შორის სიჩუმის აღთქმა
დაგასწარი და მე პირველმა, შენამდე დავდე
მიყვარხარ იმდენად ღამის განთიადთან
რიჟრაჟს გამოვგლიჯე სიმშვიდის ფარდები,
მიყვარხარ იმდენად მზეც კი გამიავდრდა
ქარმა გამაცალა ოცნების აფრები.
მიყვარხარ იმდენად ღიმილს გავებუტე
ფერებს გავაცალე სილაღის გამენი,
მიყვარხარ იმდენად ცრემლით დამემუქრე
დღეებს ჩამოვგლიჯე სიჩუმის წამები.
მიყვარხარ იმდენად სხვები შევიჯავრე
შენ აგიკვიატე ჰაერთან შეერთდი...
მიყვარხარ იმდენად გრძნობით შეგიყვარე
და თუ ვერ გამიძლებ საერთოდ შემეშვი.
და თუ ვერ გაუძლებ ჩემ გულის სიგიჟეს
სულაც არ მჭირდები უბრალო ვნებებით
მიყვარხარ იმდენად ტკივილებს ვივიწყებ
ვსუნთქავ და შენ კი ჰაერან შეერთდი..
ამ წვიმას რომ გავცდე რამდენჯერ ვიტირო
სადამდე ვიარო ახლოს რომ მოვიდე
რამდენი ღრუბელი გსურს გადავიბირო ,
ერთხელ რომ ამღვრეულ სიზმარში მოგინდე...
სად უნდა ვეძებო მაგ თვალთა ცეცება
ან როგორ გავუძლო ტყეთა ვარცხნილობებს
სადაც ჩემს სიყვარულს მიაგნეს მხეცებმა და ვნებას უხსნიან
მორჩენილ ჭრილობებს...
მოდი ამ წვიმაში გავასწროთ ერთად ქარს,
თავი შევაფაროთ თეატრის შენობას
მე ორთქლით ჩაგაცვამ უფერულ ხელთათმანს და
შუა ზამთარში მაისად შემოვალ...
დადგება საღამო,მე ისევ მოვიწყენ
ჩემს სულთან თამაშით გავართობ პატარებს,
მე საბედნიერო ადგილი მოვიწყე შენი თმის სურნელი,მდინარის სათავე...
ოცნებას დახეულს კოცნის ნაფლებად,მოვიცვამ სხეულზე ვით გლახა ბუნების
და აფრთხიალდება სამრეკვლოს მტრედებად თოვლი მომლოდინე შენი დაბრუნების
არ მოხვალ და გული მკერდიდან გაიწევს , სხეულში სიცივედ მელანი გაჯდება,
მინდა სიყვარული სისხლივით დაიქცეს, როგორც კი სულერთი თვალები გაჩნდება
გამიშვით ხელები,ამ სიზმარს დავტოვებ, აქ დავიკარგები,ზედმეტად დიდია,,,
ამ ლექსზე შეწმენდილ ბინძურ სიმარტოვეს,წიგნები პოეტურ ქმნილებად ყიდიან...
თვალებს ნუ დახრი უნდა ჩაგხედო,
უნდა ვიპოვო სევდის იარა,
ნუთუ შენ მართლაც ისე გიყვარდი,
როგორც ჩემამდე ხმებმა იარა.
უნდა ვიპოვნო ის მონატრება
შენ რომ თვალები დაგიწყლიანა,
უნდა ჩაგხედო ლამაზ თვალებში
და მოგიშუშო ყველა იარა.....
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,
ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,
ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ
ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ. . .
მივუშვათ
გრძნობები..
ვაცადოთ თარეში,
მინდა რომ სიგიჟემ აზრები
არიოს,
გავცვალოთ თბილი მზე, გაყინულ
მთვარეში
არ მივცეთ გულს ნება, გონება
ჩარიოს.
მინდა სიყვარულმა აზრები
არიოს,
თავიანთ ნებაზე მივუშვათ
ფიქრები,
მინდა რომ ყველაფერს დაერქვას
მე და შენ,
მე და შენ მთლიანი სამყარი
ვიქნებით.
მივუშვათ გრძნობები თავიან
ნებაზე,
სიგიჟით ჩვენც გიჟურ ცეცხლებად
ავენთოთ,
მოდი ვისაუბროთ თვალების
ენაზე,
შენს სულთან თამაშით მინდა
რომ გავერთო.
მინდა რომ მე და შენ გავუსწროთ
ერთად დროს,
მე, შენი სული მსურს, რომ
გადავიბირო
მე შენში სიგიჟედ შემოვალ
წამოდი
და თავსხმა წვიმაში ბავშვურად
ვირბინოთ..
მივუშვათ გრძნობები თავიანთ
ნებაზე..
უსიტყვოდ ვაჩუქოთ ერთმანეთს
ფიქრები,
მინდა რომ ყველაფერს დაერქვას
მე და შენ
და ასე მეც და შენც, ერთი მე
ვიქნებით.
მივიშვათ გრძნობები თავიანთ
ნებაზე,
აენთონ სიგიჟედ, დასახლდნენ
თვალებში,
ამ ერთი სიგიჯისთვის
დავთმობდი სიცოცლეს,
გავცვლიდი ცხოვრებას ამ უკვდავ
წამებში.
თვალები რატომ გაქვს სევდიანი
გული რატომ გტკივა ლამაზო?!
მემგონი ხელიდან გეცლები
მაგრამ არ იდარდო არასდროს.
შენ ისევ გაგიღიმებს ცხოვრება
და ისევ სიყვარულს განაგრძობ,
მე აღარასდროს არ მოვალ
მაგრამ არ იდარდო არასდროს.
წარსული წაიღებს ყველაფერს
ჩვენი სიყვარულის დანაზოგს
მე აღარასდროს შეგხვდები
მაგრამ არ იდარდო არასდროს...
რატომ არ მოდიოდი,
სხვასთან რატომ გაჩერდი?!
გული როგორ მტკიოდა! -
მარტო შენ მომარჩენდი...
ისევ ისე მომინდი,
ვუსმენ მტირალ კლავიშებს,
ერთხელ რომ გიპოვიდე,
მერე არსად გაგიშვებ...
ცის ატლასებს გაგიშლი,
დაგსვამ ღრუბლის ბალიშზე,
სულსაც აღარ დაგიშლი,
სულაც არსად გაგიშვებ...
რატომ არ მოდიოდი,
სხვასთან რატომ გაჩერდი?!..
გული როგორ მტკიოდა! -
მარტო შენ მომარჩენდი!...
ამბობენ, როცა სიყვარული ნამდვილია და არა - სუროგატი, ბოლომდე ვერასდროს ახსნი კონკრეტულად, რატომ გიყვარს ეს ადამიანი და არა ვინმე სხვა, რატომ ხარ მზად ყველაფერი აიტანო მის გვერდით, სხვასთან კი - არა. ერთი, ორი ან სამი მიზეზის დასახელება ძალიან გაჭირდება, ყოველთვის დარჩება რაღაც, რაც ამ სამმა თუ ათმა პუნქტმა არ დაიტია..
ჰო, მიზეზი ბოლომდე აუხსნელი რომ რჩება, ამაში უცნაური არაფერია, სიყვარული მრავალგვაროვანია, ერთდროულად უამრავი რამის გამო გიყვარს და საკმარისია, დაჯდე და დაიწყო იმის ჩამოთვლა, რაც ყველაზე მეტად გეძვირფასება შენს სიყვარულში, რომ მიხვდე - მასში ფაქტიურად ყველაფერი გიყვარს
მე შენ მიყვარხარ იმიტომ, რომ მხოლოდ შენ …
1. … შეგიძლია ისეთი სიყვარული, როგორიც დედამიწის ზურგზე სხვას - არავის…
2. … ამბობ ყოველ ჯერზე - “მიყვარხარო” - ისეთი გრძნობით, რომ მე ყოველ ჯერზე მჯერა ამის…
3. თანაც სწორედ იმ დროს, როცა ამ სიტყვის გაგონება ყველაზე მეტად მინდა…
4. … მაიძულებ სიხარულის ცრემლებით ვიტირო იმის გაცნობიერებისას, რომ გიყვარვარ…
5. … მსოფლიოში ყველაზე კარგად წვავ კვერცხს,…
6. და ბავშვურად მორცხვს მხდი მაშინ, როცა უყურებ, როგორ მივირთმევ მას…
7. … მიყურებ ისეთი სითბოთი, რომ ვთბები…
8. … შეგიძლია, დამარწმუნო იმაში, რომ ჩემი საყვარელი შოკოლადიც კი არაა ისეთი ტკბილი, როგორიც შენი კოცნა…
9. … შეგიძლია მკითხო, რამდენად მოხერხებულად ვგრძნობ თავს შენ მკლავზე…
10. … შეგიძლია, ქარს აეფარო, რომ მე აღარ შემცივდეს…
11. … ისე გამომიწვდი ხოლმე ხელს ყოველთვის, რომ თავი დედოფალი მგონია…
12. … შეგიძლია, მორცხვობდე, როცა შენს სახეს ვათვალიერებ და ვტკბები…
13. … შეგიძლია, უშფოთველად აიტანო ჩემი სიყვარული კანფეტების, შოკოლადის და “რაფაელოს” მიმართ და ტკბილეულით გამანებივრო კიდეც…
14. … შეგიძლია, ჩემთვის ყვავილების შერჩევაში უამრავი დრო დახარჯო,
15. და მერე არც კი შეიმჩნიო, რომ ეს გარჯა არ დავაფასე…
16. … გიყვარვარ იმის მიუხედავად, რომ ასეთი აუტანელი ვარ..
17. … შეგიძლია ჩვენი ერთობლივი ცხოვრების გეგმები ერთ თვით ადრე გაწერო მაშინ, როცა ზუსტად იცი, მე მომდევნო დღის საკუთარ გეგმებზეც არ შემიძლია რამის თქმა…
18. … საათობით შეგიძლია ილაპარაკო და მიამბო იმაზე, როგორ მოგწონს ჩემი თვალები…
19. … შეგიძლია, ჩემთან ურთიერთობა მხოლოდ ჟესტებითა და შეხებით…
20. … შეგიძლია, მამაკაცური ღირსების დაკარგვის გარეშე იყო ნაზი…
21. … შეგიძლია, ისე მიწოდო ზარმაცი ან ჩურჩუტი, არ მეწყინოს, პირიქით, მესიამოვნოს…
22. … შეგიძლია ნებისმიერ მელოდიის ფონზე კოცნა…
23. … შეგიძლია, გრძნობებზე ლაპარაკი ისეთ დროსაც, როცა ეს წარმოუდგენელი ჩანს…
24. … მანებივრებ ფუმფულა სათამაშოებით და ამით ჩემს სისუსტეს კიდევ “აძლიერებ”…
25. … შეგიძლია, ჩემზე ფიქრში გამოათენო…
26. … შეგიძლია, აბაზანაში წყალზე მოტივტივე ვარდის ფურცლების ყურებით გაერთო…
27. … შეგიძლია, ყოველ დღე შემახსენო, რომ იმაზე უკეთესი გავხდი, ვიდრე ვიყავი…
28. … შეგიძლია, ისე გადამიღო სურათი, რომ ჩემი კრიტიკაც უძლური ხდება…
29. … შეგიძლია, არ ჭამო ხორცი, როცა ჩემი კულინარული კოზირი სწორედ ხორციანი კერძებია,
30. და მაინც წახვიდე დათმობაზე…
31. … გაღელვებს ჩემი შეხება ისე, როგორც თავად მე არ ვღელავ…
32. … შეგიძლია, კინოთეატრში ფილმის ხანგრძლივობის მიხედვით შეაფასო,
33. და ნაკლებად საინტერესო აირჩიო…
34. … შეგიძლია, იწყინო ის, რომ მთელი ქვეყნის გასაგონად არ ვყვირი შენზე,
35. შენ ხომ არ იცი, რომ უბრალოდ არ მინდა, შენში ვინმე შემეცილოს…
36. … შეგიძლია, ჩემს გულს ბაგა-ბუგი დააწყებინო მაშინ, როცა შენი გულის ფეთქვა საერთოდ არ გესმის…
37. …შეგიძლია, მნიშვნელოვანი საქმეები ჩემთან შეხვედრის გამო გადადო…
38. …შეგიძლია, ჩემს გამო ლექსების წერა დაიწყო,
39. გიტარაზე დაკვრა ისწავლო,
40. პრესის ვარჯიშები გააკეთო…
41. … კატები მარტო იმიტომ შეიყვარო, რომ მე ვგიჟდები მათზე…
42. …შეგიძლია, ჩემთვის - შენს მკლავებში - ყველაზე ცივი წვიმა ყველაზე თბილად აქციო…
43. … შეგიძლია, დღე-ღამეში მხოლოდ 3-საათიან ძილს მიმაჩვიო,
44. და ისიც დამიმტკიცო, რომ ეს ძალიანაც კარგია..
45. … შეგიძლია, საქანელა გააქან-გამოაქანო მხოლოდ იმიტომ, რომ მე უცებ ბავშვობის შეტევამ მომიარა,
46. შეგიძლია, ჩემი ხელი გეჭიროს, როცა ტროტუარის ხაზზე გავლას მოვინდომებ,
47. ან რომელიმე ახალი სიმაღლიდან “მომხსნა”,
48. რაღაც რთულ კონსტრუქციაზე ჩემი გასეირნებისას ხელი შემაშველო და არასწორი ნაბიჯისგან დამიცვა, იქ ხომ გავლა საერთოდ არ შეიძლება…
49. …შეგიძლია, გაიკვირვო, რომ ნორმალურ ადამიანებს ჩემი არ ესმით…
50. … საათობით შეგიძლია ჩემს გვერდით ყოფნა… თუნდაც აბაზანაში,
51. და შემდეგ კიდევ ძალა შეგრჩეს, რომ ჩემს ლოგინში ჩამაწვინო…
52. … შეგიძლია ჭადრაკში მომაგებინო უბრალოდ იმიტომ, რომ გიყვარვარ…
53. … შეგიძლია, ყველა ჩემს მეგობარს დაეხმარო…
54. … შეგიძლია ჩემს ყველაზე სულელურ კითხვებსაც უპასუხო…
55. … შეგიძლია, ასეთი მზრუნველი იყო, როცა გვერდით ხარ…
56. … შეგიძლია სიყვარულის ჩუქება - ერთი შეხებითაც…
57. … გიჭირავს ჩემი ხელი ისე, თითქოს ჩვენ ერთი მთლიანი ვართ…
58. … შეგიძლია, იყო ის ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვანდობდი მთელ ჩემს ცხოვრებას…
59. … შეგიძლია, გამაკვირვო რომელიმე სრულიად უბრალო სასწაულით, რომელშიც შენი გულია…
60. … შეგიძლია იმის ფუფუნება მაჩუქო, რომ შენს მტკიცე და საიმედო ზურგს მიყრდნობილმა არაფერზე ვიფიქრო…
61. … შეგიძლია, ნებისმიერი ზღაპრის მთავარი პერსონაჟი იყო, თუ ეს ზღაპარი იდეალურ პრინცზეა…
62. … შეგიძლია, ყოველდღიურად აღმოაჩინო ჩემში რაღაც ახალი, რაც ძალიან გიყვარს…
63. … შეგიძლია, ჩემი ბავშვური ჭირვეულობის ატანა,
64. და ჩემი კადნიერი სურვილების შესრულებაც…
65. … შეგიძლია, გულით ნაზი ყმაწვილური სიყვარულიც ატარო,
66. და მამაკაცური მგზნებარე ვნებაც…
67. … შეგიძლია, მთელი სამყარო დაიტიო
68. და ეს სამყარო თვალებში აირეკლო…
69. შეგიძლია, მილიონობით ისტორია მიამბო,
70. და მერე, , როცა შენიშნავ, რომ არც ერთი მაგ მილიონიდან ჩვენი ისტორიის გარდა არ მაინტერესებს, ცხვირზე მაკოცო…
71. … და შეგიძლია, მთელი სამყარო მაჩუქო,
72. თან მიმტკიცებდე, რომ მთელი სამყარო მე ვარ… სულელურია არა?!
73. - რა თქმა უნდა, იმიტომ მთელი სამყარო მხოლოდ შენ ხარ!..
74. … შეგიძლია, მზეზე ძლიერად ანათებდე და ათბობდე,
75. რადგან ჩემი მზის სისტემის ცენტრი შენა ხარ!
76. … შეგიძლია შეაგროვო ყველაფერი, რაც მე მიკავშირდება, ნახატებით და სურათებით დაწყებული, საუბრებით დამთავრებული…
77. … შეგიძლია, ყველა ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი დამახსოვრება,
78. და იმის პატიება, რომ მე ეგ თარიღები საერთოდ არ მახსოვს…
79. … შეგიძლია, მაჩუქო შეგრძნება, რომელიც ფრენას ჰგავს…
80. … შეგიძლია, შენი არსებით ატარო ყველაფერი ნათელი, რაც ჩვენს სამყაროში არსებობს…
81. … იმდენი სიამოვნების გაჩუქება შეგიძლია, მთელ მიწიერ სივრცეს რომ ეყოფოდა…
82. ისეთი თბილი ხარ, რომ სულ მინდა, შენთან ახლოს ვიყო და ჩაგეხუტო…
83. … შეგიძლია, იმის სურვილი გამიღვიძო, რომ ისეთი გემრიელი გავაკეთო შენი საყვარელი კერძი, როგორიც არასდროს გიჭამია…
84. … შეგიძლია, თავი ქალად მაგრძნობინო…
85. … შეგიძლია, მაიძულო, ყოველდღე სხვადასხვანაირი ვიყო
86. მიამიტი გოგონა,
87. მგრძნობიარე მაცდური…
88. … შეგიძლია ისე მიყურო, რომ მე ვლღვები და ვდნები…
89. … შეგიძლია, მეზობლის პატარებს ისე საყვარლად ეთამაშო, რომ ძალიან მომინდება, ხოლმე, ჩვენც გავხდეთ დედა და მამა…
90. … შეგიძლია, წარბის ერთი შერხევით მიხვდე, რომ რაღაცით უკმაყოფილო ვარ…
91. … შეგიძლია, მსოფლიოს საუკეთესო ქალებს შორის ერთი აარჩიო… და მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ის ერთი მე აღმოვჩნდი,
92. და მხოლოდ შენ შეგიძლია, ეს ერთი - ყველაზე ბედნიერი გახადო!!! ამიტომ გმადლობ!..
… მაგრამ - კიდევ უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ მიყვარდე
* * *
თქვენ გითმობთ ჰაერს . . დავკარგე გონი . . მე მხოლოდ მისით ვისუნთქო მინდა . . .
ჩემს სულს მოვუწყვე ცხოვრება
რთული…
ვინც გამამტყუნებს ფუჭად მოცდება..
თვითონ უნდოდა სულს, მგონი
გულით..
მე.. ავუსრულე, მხოლოდ, ოცნება…
ჩაგიფიქრე... და შენ ამისრულდი.. ♥
აი აქ გულშ, გულის გულში ძალიან...........

არა მინდა რა , მილხინს თუ მიჭირს,
არაფერს არ ვთხოვ ბედს ჩაძიებით,
ოღონდაც მომცეს მოთმენის ნიჭი,
მონანიების და პატიების.
ოღონდ შემეძლოს კვლავ გაოცება
და სიყვარული ღვთით ბოძებული,
თუნდაც სულ ჩემი დღე და მოსწრება
ვიყო ბავშვივით მოტყუებული
მე სიბრალული არ მჭირდება, ეს კარგად ვიცი.
ქარებს ვარჩიე ათასწილად ქარიშხალები....
ყოველთვის ჩემით წამოვდექი, როცა დავეცი
და დაცემულებს კიდევ ბევრჯერ დავეხმარები.
მერე რაა, თუ სხვაზე მეტად ყოველთვის მტკივა?!.
დასისხლული მაქვს დარტყმისაგან მუხლისთავები.
მაინც, დაცემულ ანგელოზზე ცოტა მეტი ვარ,
ამიტანია განა სხვა დროს ამისთანები?!....
არ დაიჯეროთ, მერე რა, თუ ხანდახან მცივა,
მერე რაა, თუ ამ დროს ვხდები აუტანელი,
შემოდგომაზე ხეს იმდენი ფოთოლი სცვივა,
კვირტებად რომ აქვს გაზაფხულზე გამოტანილი....
როცა გვიანი შემოდგომა მოჭირხლავს ბილიკს,
მოისარკება თეთრი სახე მზერადყინულის, -
ვიღაცა ჩემზე, უეჭველად, დაიწყებს ქილიკს....
რომ ვარ გულგრილი და გრძნობებში ზედაპირული.
ჰო, სიბრალული არ მჭირდება, - ეს ზუსტად ვიცი,
მაინც დაცემულ ანგელოზზე ცოტა მეტი ვარ.
რაც კი მებადა ყველაფერი უკვე გავეცი,
მიჭერს და... სული ამ სხეულში აღარ მეტევა.
არასოდეს ატკინო გული იმ ადამიანს,ვინც შენს თვალებში საკუთარ სიცოცხლეს ხედავს!
იყო სურვილი
გრძნობა კი არა,
იყო ტყუილი,
იყო მიყვარხარ.
იყო ცრემლები,
სიცილი იყო
და ყველაფერი
ხანმოკლე იყო.
თითქოს არც იყო,
იყო კი, არა,
ცხოვრებამ ისე
დაგვატრიალა,
აღარც კი მახსოვს,
სიმართლე იყო?
ან როდის იყო,
იყო? არ იყო?
იქნებ საერთოდ
არც კი ყოფილა,
იქნებ სურვილი
დაკმაყოფილდა,
ან ბედისწერის
ხარვეზი იყო
ის, რაც ოდესღაც
ჩვენს შორის იყო.
იქნებ ნიშანი
სიმართლე იყო,
იქნებ საერთოდ
არ წასულიყო?
ან ვინც მეგონა,
ის, სულ არ იყო
და ბედისწერის
გზებიც გაიყო
ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები,
შარვალს ცარიელი ჯიბე გამოჩრია,
ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები,
ვხვდები,
თუ დავეცი -
ყელსაც გამომჭრიან.
მაგრამ არაფერი,
სხვა რამ მედარდება,
მაინც რანაირად ყოფნა დავიჩემე -
დღეში თითო დარდი მაინც მემატება,
ყელში ამოვიდა,
ჰოდა,
დავიჯერე,
რომ ამ ცხოვრებაში თუა გადარჩენა,
ჩემთვის
მხოლოდ მისი თბილი თითებია,
მხოლოდ მისმა თბილმა სუნთქვამ დამაჯერა,
ჩემი თვალები რომ ისევ ინთებიან.
ჰოდა,
მოდით,
ძმებო,
თავი დამანებეთ,
თქვენი წიაღსვლები თქვენთვის დამითმია,
მე კი,
მას მოვძებნი მთელი გამალებით,
გულში ახლა ისე ფეთქავს არითმია,
რომ დროს მგონი ყველა რამსი აერია,
ვეღარ დამეწევა უკან ბარე ორი.
ახლა ეს ცხოვრება ჩემი ჰაერია,
მხოლოდ ნაბიჯი მაქვს ისევ არეული.
ქაშუეთის წინ
ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული
მთელ დღეს აგროვა,
მერე
დაუსხეს დიდ ჭიქაში და...
_ ადამიანი მაინც მარტოა!
მიდგა კუთხეში
სიტყვის უთქმელად
და სავსე ჭიქას
ცოტა ადროვა,
მერე გადაკრა სულმოუთქმელად...
_ ადამიანი
მაინც მარტოა!
ნუ მეკითხები
ასე რატოა:
ვინ _ ვინ ჩაწიხლა,
ვინ _ ვინ დატოვა,
როგორც კი ცოტას წაიფორხილებს
_ ადამიანი,
უკვე მარტოა!
დასრულდა ცრემლებით ბანალურად
ერთი სიყვარულის პრემიერა,
პირქუში სიზმრებისთვის გამიმეტე
ასე თავნება და ნებიერა.
არადა, ღმერთმანი, თავი მომწონს,
მართლა კარგი ვარ და სასურველი,
მიკვირს - ადექი და შემელიე,
მიკვირს - უჩემობას გაუძელი...
ვაი - შენ თორემ მე რა მიჭირს,
მე ჩემს ტყე-უღრანებს გადავლახავ...
შენებრ გონიერი იმდენია,
ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ!
* * *
აკაციის ყვავილები თოვდა, დაიბარეს მალე მოვალთ სახლში . ორი გული , ისე ახლოს თრთოდა ................................................ აკაციის ყვავილები თოვდა...
ვიღაცა ჩემს სულში,
ხელებს აფათურებს...
ვიღაცა, გაზაფხულს იებად ყიდის...
რაც იყო აქამდე -
სიტყვებით ვანადგურებ...
რაც იყო აქამდე –
წარსულში მიდის...
და მაინც,
წარსულში დარჩენას ვაპირებ...
მე დარდი მაწვალებს,
ვინ იცის, რამხელა...
მე ზღვაში მივცურავ, დავეძებ ნაპირს და
არ მინდა ტკივილის, ხმამაღლა გამხელა...
ვინ მოთვლის დღეები,
რამდენჯერ ავატირე...
ვიარე შენამდე ღამეულ ქუჩებით...
და როცა ბოლოში, სიკვდილი დავაპირე,
სიცოცხლეს მჩუქნიდა მე შენი ტუჩები..
ცხოვრებას ვეფერები,
აკინძულს ფურცლებად...
წარსულს ვანადგურებ, ასე რომ მაოცებს...
გაკოცებ, დაგრჩები დახეთქილ ტუჩებად...
და ღამეც, მაჩუქებს სიყვარულს საოცარს...
ვიღაცა მეძახის
და უხმოდ მივყვები...
უჩუმრად მეპარება წლები და სიბერე...
არ მყოფნის,
რომ გითხრა, საჭირო სიტყვები
და ჩემთვის მოგონილ, სიყვარულს ვიფერებ...
* * *
იქნებ ქუჩაში სულ უბრალოდ ავცდით ერთმანეთს
და ჩატოვებულ ჩაის ფერზე მეტად შეგვცივდა.
შემოდგომაზე თეთრ ფილაქანს უფრო ემჩნევა
სიყვითლე სულის, ძნელი არის მარტო ერთმხრივაც,
როცა სავსე ხარ დედამიწის ღერძის ტრიალით...
სეზონზე უფრო სიყვითლეა შენი თანმდევი...
გცივა და მერე ეუბნები, სივრცეს ზმორებით,
რომ ჰორიზონტზე ვეღარ ხედავ
ჩიტებს და ფიქრობ
როგორ დაგასწრეს გადაფრენა... განარმტოებით -
დგახარ და ისმენ
სიჩუმეში საკუთარ ფეთქვას...
გიკვირს გაქვს გული, უფრო მეტად -სატუმბი სისხლის.
სულ აღარაფრად აღარ გიღირს ცხოვრება ახლა,
არყოფნაზე წუხს ვიღაცა და შენ ყოფნა გიჭირს.
ასეა მართლაც... იქნებ ავცდით ქუჩაში, როცა_
ყვითელ ფოთლებში შემოდგომა ხელებს ურევდა
და ჩაი უფრო მიტოვებულს გავდა ქალბატონს,
რომელიც ღამით კლეპტონსა და შოპენს უსმენდა.
დაორქლილ მინას, კუთხის კაფის ქონდა აურა
რატომღაც ძველის... გამახსენდა ბავშვობის სახლი.
ძლიერი იყო დედამიწის მიზიდულობა,
მაგრამ ჩვენ მაინც,
სულ შემთხვევით ერთმანეთს ავცდით...
სევდა და დარდი
დღეებს მიმძიმებს...
და მაინც,
მზეს და ღიმილს გადარებ...
მე მოვალ შენთან,
როცა იწვიმებს...
აგიყვან ხელში,
ისე გატარებ...
მე ვგავარ,
მარტოდ დარჩენილ ფოთოლს...
თვალებს რომ ცისკენ,
ზემოთ აპარებს...
მე მოვალ შენთან,
როდესაც მოთოვს
და ფიქრებს,
საბნად გადაგაფარებ...
უშენოდ,
ზამთრის სიცივით მცივა...
გავდივარ დროის,
აღმართ-დაღმართებს...
მე მოვალ შენთან,
ზაფხულის წვიმად...
და შენთან ერთად,
ღამეს გავათევ...
როგორც ნაცნობი,
ძველი მისანი...
ავაფერადებ ზეცის ნაპირებს...
მე მოვალ შენთან,
ოღონდ მითხარი...
გამოზამთრებას თუ დააპირებ...
ახალ ფიქრებს ვაშენებ,
წარსულს ყავლი გასვლია...
ვცდილობ რითმა რითმაზე დავაშენო - სურვილი...
ეს ცხოვრება ძვირფასო, სიყალბე და ფარსია...
არასოდეს დაკარგო მომავალის წყურვილი...
წუხელ შენი ფიქრები,
შევისყიდე ნისიად...
ჩემი ჩავაბარე და შენი ფიქრით ვერთობი...
აღარ მახსოვს ეს ცრემლი, ჩემია თუ სხვისია...
მაგრამ ვიცი, მაგ ცრემლებს უმიზეზოდ ვენდობი...
სანამ ჩვენი გულები,
სიყვარულით თბილია...
სანამ ფიქრებს წარსულში, მოგონებად გავშლიდე...
შენს ქუჩაზე, ვინ მოთვლის. მერამდენედ მივლია...
ფიქრებს შემოგაპარებ, ვიდრე წარსულს წავშლიდე...
მინდა შენთვის მოვკვდე და
გადავიქცე ნისლებად...
რომ ცხოვრებას ფეხდაფეხ და ყვირილით მივდევდე...
ხედავ, ჩემი ფიქრები შენით როგორ ივსება?
მინდა ჩვენი გულები, ამ სიყვარულს იტევდეს...
მზე პირს იბანს ცრემლებით,
ჩვენ რომ წვიმა გვეგონა...
და წვეთები ასფალტზე, ნაცნობ ფიქრებს მღერიან...
ისევ მოვა დილა და ისევ დაგეწვეთები...
ვიცი, შენი ფიქრები წვეთებივით მელიან...
.........რა ლამაზია ზოგჯერ წარსული… ტკივილის გარდა რაღაც ხომ იყო… ბედნიერების ზღვარს გადასული მოკლე დღე ჩუმი და უთარიღო... ხომ იყო რაღაც, თანაც ისეთი, რაც არასოდეს არ გავიწყდება, რაღაც მომენტებს ფილმის კადრივით რომ ატრიალებ და არ გწყინდება. … ტკივილის გარდა რაღაც ხომ იყო… ბედნიერების ზღვარს გადასული მოკლე დღე ჩუმი და უთარიღო... ხომ იყო რაღაც, თანაც ისეთი, რაც არასოდეს არ გავიწყდება, რაღაც მომენტებს ფილმის კადრივით რომ ატრიალებ და არ გწყინდება.........
მაქვს ფანტაზია ბავშვის . . . ცაში დავეძებ სოროს . . . სამსართულიან სახლში, მეცხრე სართულზე ვცხოვრობ . .
შენი მონატრება გამიბევრდა ძილის საათები შემცირდა. სხვისი მოფერება გამიძნელდა, გუშინ სხვის თვალებში შემცივდა
შენ არც კი იცი, - პოეტობა სისხლში გამიჯდა! ტკივილებს, ალბათ, ასე უფრო კარგად ვატარებ. ვხედავ, ტეკილა ჩამოასხეს, - ვიცანი ფერით... ალბათ, ამ ზამთარს ტეკილაზე გადავატრებ ........
ამოსუნთქვიდან ამოსუნთქვამდე ასჯერ მეფიქრე...
ასე მგონია ვარსებობდი ქვეყნად ოდესღაც . . და ხელმეორედ მოვევლინე მიწას ცოდვებით . . წუთისოფელში წამიერად ფიქრი მომბეზრდა . . და დავიღალე , დავიღალე მთელი ცხოვრებით . . . !
ნიღბად არასდროს არ ვხმარობ ღიმილს, სიმართლეს პირში მივახლი ყველას, ამაყი გული ზოგჯერ თუ ტირის, მაინც არვისგან ვთხოულობ შველას!!!
---------------------------------------------------------------
იყავი უბრალო და გულით ღირებული და არა უგულო და ძვირად ღირებული. ...