ukrainka
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2110
წევრი No.: 119106
რეგისტრ.: 2-August 10
|
#36057654 · 17 Apr 2013, 18:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახლა სიგარეტით ფილტვებს ვიხეთქავ და ქუჩებს დავუყვები ფოთლებით დაფენილს. (შვებას რამდენად მგვრის სულ სხვა საკითხია) კრიტიკულ ზღვარზე ვარ,ასე ვთქვათ გაფრენის.
იცი? უშენობას ისე მივეჩვიე... შენი მონატრება მექცა პროფესიად. ღმერთიც მივატოვე,ახლა მირჩევნია ეს ნაცრისფერი ცა,ყველა კონფესიას.
და თუკი სიგიჟე ჰქვია ჩემ საქციელს ამ ლექსსაც სიგიჟის დაერქვას დასტური. ასეთად... ისევ და ისევ, შენ მაქციე თუმცაღა ბედის მე არ ვარ უმადური.
რადგანაც სითეთრე და დეკემბერია, მინდა შენთვის შევქმნა ფიფქის სონატები. და რომ არსებობდეს,ნობელის პრემიას, უთუოდ მომცემდნენ დარგში, მონატრების...
იქ შეგიძლია, ეგ ჟღალი თმა გაიშალო და ცას ახედო: შენიდან ცამდე, მამლის ერთი ფრთაგაშლაა, მზის ამოსვლამდე - მამლის ერთი დაყივლებაა და ჰაერი - ისე გამჭვირვალე, იმასაც ხედავ, რაც იყო და აღარ იყო რა: აქაურობა, როგორც ბებოსთან, ბავშვობაში გაგზავნილი ღია ბარათი. მოვა მერე ვინმე, ვინც ხედავს, როგორ ანთიხარ მწვანე მინდორზე მზის ათინათად (თითქოს მიწაზე კალენდულები დაეპნათ ბავშვებს), სამჯერ პირჯვარს გადაიწერს და ჩუმად გეტყვის: ეს რა მზესავით ანათებ, გოგო...
შენი, პოეტი ცოლის,აშლილ ლოგინზე წევხარ, მიწა ცხელია,თითქოს მზე ჩამოკიდეს ხეზე, ეგ შეჭმუხნული შუბლი,თვალში რამდენჯერ მეცა, იმდენი ღრუბლის ონკანს შენთვის მოვუშვებ, მენდე. შენი პოეტი ცოლი, გიყვარს შენს თავზე მეტად, ერთი მტკაველი სითბოს აღება როცა იცის მაგ ნაკვთებიდან კოცნად, აბა, მეტი რა გინდა?! რაცოტა ჰყოფნის, ფიქრობ, კაცს ბედნიერებისთვის. იქნებ ეწყინოს კიდეც,კარებთან მოსულ რიჟრაჟს, მზერაგახსნილი ვნებით უკან რომ გააბრუნებ, შენი პოეტი ცოლის ყველა ნაოჭსაც ხედავ, თანაც არაფრად აგდებ, აკრობატ დროის ბრუნვებს... დღეს დაქანაბულ ცრემლებს, ყელი ''ჟოლოპად'' რომ აქვს, ისე სავსეა ახლა, გულიდან წვეთას იწყებს, აბა,მეტი რა გინდა?! ლექსი სულს რომ ესობა, შენი პოეტი ცოლის...ხეზე გამოსულ წიწვებს, როგორ ჩამოჰგავს ყველა,ემოციების ტონით, როგორც ყოველთვის ახლაც, გინდა ჩვენს თავზე ვწერო, წვიმა ჩამოხმა აქ და ქარმა შეფუთა წონით, გადაიხრება ცაზე ყველა მზის სხივის ღერო.
ჩამოღამდება ისევ,უშენობაზე გავლით...
საქვეყნოდ წვება მთვარე, ცაგაშლილ ღამის შუა(ში) ქუჩებს ნაბიჯებს უთვლის ლამპიონების თვლემა, ტოტაკაპიწებული ხეები ასფალტს იქით, ცივ ქარებს იბერტყავენ შემოდგომის და... ხედავ? გამომეპარა, შენი სახლში შემოსვლა, ჩუმად, როგორც უწინ და ახლაც ... ვარ მომლოდინე ცოლი, ჩვენს უმუსიკო ოთახს მელოდიად რომ სუნთქავს ბზარები, ყველა-კედლის და ჭერის( ქუდის ტოლის). შენ ჩვეულება გამხელს ფეხაკრებით რომ იცი, თვალებთან ხელისგულით სიბნელის გამოძალვა თითების სიმორცხვემდე და როცა მყავხარ... ცხვირში ძმრად ადენ ყველა ფეთქვას შუბლზე გაჭიმულ ასაკს- ჯერგაუჩენელნაოჭს. (სიბერეც დარჩეს პირში ჩალაგამოვლებული). ისევე გადაგება იმ რელსად ჩახსნილ წლების, ბავშვობასთან რომ მიდის... და ჰორიზონტიც წელზე ჩაშლილ ვარსკვავებს ერთად ააბრჭყვიალებს ისე, როგორც ჩვენს არათითებს ბეჭდები, შენი ცოლი არ თქვან ჰაერზე მქვია, შთაგონებული სახით უდროობას რომ ვუთვლი საათს, დაგეფიცება, ამ დროს ლექსს ვწერ და... ღია ბარათი არის ფიქრის, არის ოცნების კარმა, არის ოთახი სავსე ცის ნატურალურ ფერით, არის სიმშვიდე ოხრად, არის სხივები თავსხმად, მზე არათითზე, ჩვენ და ყველა კუთხეში ღმერთი.
მე თვითონ მინდა, საღამოსკენ, (ისევ ჩვენს გამო) კართან დაგხვდე და სახლში მოსულს, დათოვლილი დღის ჯერგაუმდნარი ფიფქები რომ მივისაკუთრო, შენი კეფიდან, შენი თმიდან, თხელი თითებით. ეჭვით მოჭერილ ჰაერს ვახრჩობ მარტოც ვერევი და ოღონდ მარტოს არ მენახა წამიც სიზმარის, (რას არ მივცემდი)... მგრძნობიარეს სისხლად დამყავხარ, ყველა ძარღვში, სათითაოდ, როცა მიგზავნი პირველი დღიდან შეხებას და თოთო ჟრუანტელს, ფილტვებშიც ნელა რომ ი ხ ე ვ ა ფრანი ჰაერის- ყოველი ჩემი ამოსუნთქვა, ვცდილობ, მე თვითონ... ისევ მე თვითონ გადავაბა ბოლო ტაეპიც...
დახუჭე თვალები დახუჭე... სინათლე ყველაფერს აფუჭებს... სიბნელე მათრობს და მაჩუმებს... არ გინდა?...სიცოცხლეს გაჩუქებ... თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს... ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს... გთხოვ შენი თვალები მაჩუქე.. და შენი თითები მაჩუქე... და შენი სიზმრები მაჩუქე... და შენი ალერსი მაჩუქე... უგონო წუთები მაჩუქე.. დილა...და საღამო მაჩუქე... და ამ ყველაფრის სანაცვლოდ... დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ... დახუჭე თვალები დახუჭე...
ჯერ თოთო მზეა, კარგად ვერ ახელს თვალებს, წვიმა- ნიკაპზე ჩამოუვიდა დორბლად, გაზაფხულიც ჯერ ვერ გაიმაგრებს სუსტ წელს, თუ არ მოხვია ორივე სხივი სანდოდ . მე კი ღალატით ამოტეხილი ნეკნი, როცა მაწუხებს... ფილტვში მესობა როცა, როცა მეხება ყველგან ჩამკვდარი ფერი, როცა ვეცადე დღეში ასჯერ მელოცა- "მამაო ჩვენო" ტრაპეზს გაშლილი, კონდა კი ,რომ სუნთქვაა გაჭირვებული უფრო, ვიდრე მათხოვარს გამოწეული ჰქონდა ხელი ხურდისთვის (არ შევიმჩნიე) უნდო ბელი თვალები მრჩება ბრჭყვიალა ნივთზე, საგანძურივით ღამე რომ იძენს ზეცად და სათითაოდ ყველა იცინის ჯიბრზე და ეს სამყარო ხდება ყველაზე ბეცი. და ფუი...ეშმაკს დაუფლებული ცოდვა, ამოუტეხავს ხორცზე ტკივილად,ღმერთო, სული ამომძვრეს ლამის... საბაბი მქონდა რომ ჩავიძვრინე სულში, მიმქრალი, კეთრო ვანი სიმშვიდე და რომ მოვუკვდი მგონი, თუ თვითონ მოკვდა (რამნიშვნელობა აქვს) ცას ერთი მისია რომ აკისრია ყოფნის, არ ჩამომექცეს ,ღმერთსაც მუხლამდე ფარავს.
მე ვერასოდეს გავხდებოდი შენი...ხო,ვერასოდეს.ზამთრის სუსხიანი ქარი კიდევ ერთხელ შემომაგლეჯდა ტანსაცმელს და დამტოვებდა ისეთ მშვიდს ,რომ ჩემი სხეულის სითეთრე თვალს მოგჭრიდა,შენ კი სახეზე ხელს აიფარებდი,რათა არასდროს გენახა საყვარელი ცისფერი ძარღვის თრთოლა ჩემ მაღალ ყელთან... მე ვერასოდეს გავხდებოდი შენი,ამაზე ფიქრიც არ ღირდა...მერჩივნა შენს სურვილებსა და სიზმრებში დავსახლებულიყავი ,როგორც უსხეულო და შენ ძილდამფრთხალი ვერასოდეს შემეხებოდი ოცნებებშიც კი... მე არასოდეს გავხდებოდი შენი... მოგიწვებოდი მძინარეს და თითებით მოვხაზავდი შენი სახის კონტურებს,სუნთქვით დაგისველებდი ტუჩებს და არასდროს გაკოცებდი,უმტკივნეულოდ შევეხებოდი ღიად დარჩენილ იარებს და მეყვარებოდი ისეთი,როგორიც ხარ.ფეხისწვერებზე აწეული შემოვიპარებოდი შენს სიზმრებში,ზაფხულის წვიმის სურნელს დაგიტოვებდი ოთახში და სველ პატარა ნაფეხურებს,დილით კი ფანჯრის რაფაზე მდგარი ყვავილი ჩემფერ თვალებს მოგანათებდა... მე არასოდეს გავხდებოდი შენი...მაგრამ ქუჩაში გამვლელი ქალის თმის სურნელი ჩემ ოქროსფერ თმას გაგახსენებდა,მოგინდებოდა ჩემი ჩახუტება და საკუთარ სხეულზე იგრძნობდი ჩემ სითბოს...ვიტრინაში თვალს მოკრავდი ჩემ ღიმილს და კადრებივით გაგირბენდა წარსულში დარჩენილი დღეები... მე ვერასოდეს გავხდებოდი შენი...თუნდაც მეპატიებინა ყველა სისულელე,თუნდაც გაზაფხულის მშვიდი საღამოები დაგებრუნებინა და თუნდაც ჩემ სუნთქვად ქცეულიყავი...მეყვარებოდი,მაგრამ ვეღარასდროს ისე ,როგორც უწინ... ახლა ამ ნოსტალგიასაც არა აქვს აზრი..სისულელეა ჩემი თითოეული სიტყვა...ტკივილებმა დიდი ხანია თავი ჩამოიხრჩეს და უბრალოდ ქარის ყოველ დაბერვაზე თოკზე ჩამოკიდებული ცხედრები უნუგეშოდ ირწევიან ჩემში...დრო და სიტუაცია დიდი ხანია შეიცვალა და საყინულეში საგულდაგულოდ შენახული ნაყინივით მაინც ჩამოლღვა გრძნობები... არ მოიწყინო,მე მაინც ვერასოდეს გავხდებოდი შენი!
შენით გადაღლილი ჩემი ემოცია, ფრაზებს მივანდე და ლექსად შევუკვეთე, ტერფით ნატკენია ისევ დედამიწა, ღმერთო, ჭრილობაზე სული შეუბერე.
ხორცი მოყინული სხეულს მოეძალა, სულზე მტკაველებად გადავითვლი ტკივილს, მინდა გრძნობებისგან შენში დავიცალო, ქალის ცუდი ჩვევა გამაწითლებს ვიცი.
შენით გადაღლილი ზამთარს ვეურჩები, იქნებ დამნებდეს და წასვლა დააჩქაროს, შეძლებისდაგვარად თავსაც ვეგუები, მინდა შეგუება მანაც დამაცადოს.
მალე ღამის სუნთქვა,ისევ დასუსტდება, ადრე ირიჟრაჟებს დილა ბორიალა, შენით დაღლილი თუ შენში დავისვენებ, ვიყო ამ შეგრძნებით მაშინ წარა-მარა...
ტერფით ნატკენია ისევ დედამიწა, ღმერთო, ჭრილობაზე სული,შეუბერე, ქარის მოტანილი ზამთრის თეთრი ბოდვა, ლექსად ამ ცხოვრებას შენთვის შევუკვეთე.
– სახელი? – გიორგი. – მამის სახელი? – ქართლოსი. – გვარი? – ქართველიშვილი. – გისმენთ. _ ... _ ბრძანეთ, რას უჩივით? – მეე? არაფერს. აქეთ მიჩივიან. – ვინ? – ეჰ, რა ვიცი აბა.. – რას ამბობენ, რატომ ვჩივითო? – სულს მიბინძურებენ და მერე აქეთ ბრალს მდებენ – "გიჟი ხარო" – სულს? როგორ? – შემოდიან. – სად? – ჩემში შემოდიან, მიბინძურებენ სულს და მტკივა. – რა? – სული,სული, ექიმო! სხვა რა უნდა მტკიოდეს? – სული?.. სად გტკივათ? სად არის სული? – როგორ თუ სად არის? – ჰო, სად არის? მკერდში, თავში, კიდურებში? სხეულის რომელ ნაწილშია სული? რატომ დადუმდით? ვერ უპოვეთ ადგილი? მართალი ბრძანდებით. ვერ უპოვნიდით, იმიტომ რომ არსადაა. ესე იგი არ არსებობს! და რაც არ არსებობს, არც შეიძლება გტკიოდეთ. გასაგებია? _ რომ მტკივა? _ ეს თქვენი წარმოსახვაა. თან, "ჩემში შემოდიანო"– რომ ბრძანებთ, ამიხსენით ერთი როგორ ახერხებენ ამას? ან "სულის დაბინძურება" რას მიქვია? გეუბნებით: არ არსებობს სული! სად არის, აბა მაჩვენეთ? _ ექიმო, რა ხნის ბრძანდებით? _ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს სულის არსებობასთან? –ისე, უბრალოდ გეკითხებით. – კეთილი, ოცდაათს გადავაბიჯე. – კარგად გაზრდილი ახალგაზრდა ჩანხართ ექიმო, სიტყვა–პასუხი არ დაგეწუნებათ და სწავლა–განათლებაც კარგი უნდა გქონდეთ მიღებული. მაგრამ, ბალღობაში ან შემდგომ, არაფერი ჩაგიდენიათ ისეთი, სინდის–ნამუსს რომ შეეწუხებინეთ? განზრახ საქციელზე კი არ მოგახსენებთ, არა,არა, სული ნუ წამიწყდება, მე მხოლოდ უნებური, ბოდოშალი მაქვს მხედველობაში? – კიდევ "სული"–ო... კარგი, ვთქვათ ჩამიდენია და შევუწუხებივარ, მერე? – ვთქვათ კი არა, იყო თუ არა ეგრე? – კარგი ბატონო, იყო. – მაშ შეუწუხებიხართ, არა? – ჰო მეთქი, აკი გითხარით. – მერე სად არის? – რა? – სინდისი ან ნამუსი, თქვენ რომ შეგაწუხათ? ან ღირსება, სიქველე, სათნოება, თუნდაც ბოროტება სად აქვს ადამიანს? სხეულის რომელ ნაწილში? გინახავთ სადმე,ისინი ექიმო? სად? მკერდში, თავში თუ კიდურებში?.. არსად არა? მაშ, არ არსებულან და ეგაა?! – მდა!.. ესე იგი, თქვენ სერიოზულად ფიქრობთ, რომ სული არსებობს, მეზობლები მას გიბინძურებენ და თქვენ, ამ ქმედებით მიყენებული ტკივილი გაწუხებთ, არა? – სწორედ რომ ასეა ექიმო. მაგრამ მხოლოდ მეზობლები კი არა, ყველა, ყველა შემოდის ჩემში ვისაც არ ეზარება. შემომეჭრებიან, წაბილწავენ ყველაფერს, ავგიას თავლად მიქცევენ სასულეთს, მერე, ვითომც არაფერიო, წავლენ შინ და ასე – სულაქოთებულს მტოვებენ. ხალხი არა ხართ?! აღარ შემიძლია! დავიტანჯე! ყარს ყველაფერი, ვეღარ ვსუნთქავ, მაინც და მაინც სული უნდა ამომხდეს, ადამის შვილებო?! – კარგი, კარგი, დაწყნარდით. რამდენი ხანია რაც ამ ყოფაში ხართ? – ეეჰ... დასაბამიდან ასე არ ვარ ექიმო? მაგრამ, უკანასკნელი 170 წელი და განსაკუთრებით ბოლო ოცდაათი, ნამეტანია, შენ ნუ მომიკვდები. – აჰა! ას სამოცდაათი და განსაკუთრებით ბოლო ოცდაათი არა? ერთობ გაგიძლიათ, ამხანაგო, ერთობ. არა უშავს, გულს ნუ გაიტეხთ. ჩვენ გიშველით... და მეზობლებზეც ნუ იქნებით განაწყენებული. რომ არა ისინი, ვერ მოხვდებოდით იქ, სადაც მოგხედავენ, მოგივლიან და მოგარჩენენ. – დავიჯერო ექიმო? წეღან არ ბრძანებდით – სული არ არსებობსო? ასე თუ ფიქრობთ, როგორ ან რას უნდა უმკურნალოთ? – გეხუმრეთ, გეხუმრეთ. როგორ არ არსებობს. აქ სწორედ თქვენნაირი, სულით ავადმყოფი პაციენტები გვყავს და ჩვენი მოვალეობა მათზე ზრუნვა გახლავთ... – მაშ, მიშველით ვითომ რამეს? – გიშველით, გიშველით. – რა ვიცი აბა? რაღაც კი მეპარება ეჭვი მაგრამ, აგერ თქვენ და აგერ მე. – ამხანაგო კლარა! – გისმენთ სოსო ექიმო! – ამხანაგი გიორგი მოათავსეთ პალატაში! ტიპური შიზოფრენიაა. მკურნალობა – ტრადიციული:ინექცია და აბები დღეში ორჯერ, დილით და ძილის წინ.
ექთანმა და პაციენტმა კაბინეტი დატოვეს. ექიმმა საათს დახედა. "წასვლის დროა"–ო და წამოდგა. კედელზე დაკიდებული, კიტელში გამოწყობილი, ვიღაც ულვაშა კაცის პორტრეტი გაასწორა, საწერ მაგიდაზე მოფენილ ფურცლებს ერთად მოუყარა თავი, უჯრაში ჩააწყო, კიდევ ერთხელ გახედა კიტელიანს და ოთახიდან, სწრაფად გავიდა. შინ მიეჩქარებოდა. ახალსახლობა ჰქონდა ოჯახს უფრო სწორედ, ორი, ახლადგამოთავისუფლებული ოთახი შეემატა ექიმის საცხოვრისს. უწინ, იმ ორ ოთახში ( არ ეტყობოდათ მაგრამ) ხალხის მტრები ცხოვრობდნენ. "ხალხის მტრების" ადგილი კი მოგეხსენებათ მოუსავლეთშია. ჰოდა, ვიღაც "მადლიანის" უსახელო წერილის საფუძველზე, სწორედ იქ უკრეს თავი, იმ "მავნეებს, წურბელებს და აგენტებს". მთელი დღის უნახავ ოჯახს მოეფერა ექიმი. ივახშმა და მოსვენება ინება. მალე ჩაეძინა. ჩაეძინებოდა აბა რა? გადაღლილი იყო და არც "სულის ტკივილი" უშლიდა ხელს, გიორგისავით. გიორგის კი არ ეძინა. ან რა ჩააძინებდა? სულის განსაწმედელი, სამკურნალო წამალი უნდა შემოეტანა ექთანს.
1982 წელი. 27 იანვარი
– სახელი? – გიორგი. – მამის სახელი? – ქართლოსი. – გვარი? – ქართველიშვილი. – გისმენთ. _ ... _ ბრძანეთ, რას უჩივით? – მეე? არაფერს. აქეთ მიჩივიან. – ვინ? – ეჰ, რა ვიცი აბა... – რას ამბობენ, რატომ ვჩივითო? – სულს მიბინძურებენ და მერე აქეთ ბრალს მდებენ – "გიჟი ხარო." – სულს? როგორ? _ შემოდიან. – სად? – ჩემში შემოდიან, მიბინძურებენ სულს და მტკივა. – რა? – სული,სული, ექიმო! სხვა რა უნდა მტკიოდეს? – გიორგი, რა ხანია ჩვენთან ხარ? გმკურნალობთ, გმკურნალობთ და რა? ა–რა–ფე–რი. – რა ვქნა ექიმო, მტკივა და... – რამდენი ხანია? – თითქმის ორასი წელი იქნება უკვე. ბოლო სამოცი კი აუტანელი გახდა... – ჩემო გიორგი! აბა თავად დაფიქრდი, შიძლება ადამიანს სული ტკიოდეს და თანაც 200 წელი? გინახავს საერთოდ ამ ხნის კაცი? თუმცა რის ორასი? "დასაბამიდან მოვდივარო" – აგიჩემებია. – ასეა და... – რა არის ასე? – ყარს! ყარს! ნაგვით გაივსო სასულე! მტრედი ვეღარ მოფრენილა! – ეს "მტრედი" საიდანღა მოიტანე? რად უნდა მოფრინდეს, ან რად ელი? – მა რას ველოდო? ბუჩოს და ბრელოს? თითქოს ჩემი არა მყოფნიდეს, ტომრებით მოაქვთ და ყრიან! – თუ ასე გაწუხებს ეს ძუძგი და ნაგავი, ადექი და შენ თვითონ გაიტანე, დაასუფთავე. – ეეეჰ, მე მაგის ძალა ვინ მომცა ექიმო მარტო რას, ან როგორ აუვალ? – მარტო რატომ ხარ გიორგი? განა ჩვენ არ გეხმარებით სულის გაწმენდაში? – დახმარება შვების მომტანი უნდა იყოს. თქვენ კი სხეულს მიჯიჯგნით და რაღაცებით მჭყიპავთ, ეს არის და ეს. ნაგავს, ნაგავს ამატებთ. – აბა ვისი იმედი გაქვს? – მტრედის. – "არ მოდისი"–ო, შენ არ ამბობ? – თქვენ აფრთხობთ და რას მოვა... – რითი ვაფრთხობთ? – ნაგვით. – ამ ნაგავს სადღა ხედავ, ერთი ესეც მითხარი? ვერც მე, ვერც ნინა ექთანი, ვერავინ ვამჩნევთ? – რომ ვერ ამჩნევთ, იმიტომაც მრავლდება,მე კი სულს მიხშობს, მიგუბებს და გასაქანს არ მაძლევს. – ნინა! – გისმენთ სერგეევიჩ! – იგივე რეჟიმში გავაგრძელოთ მკურნალობა. ინექცია და აბები – უზმოზე და ძილის წინ. გიორგი პალატაში წაიყვანეთ. – გასაგებია, სერგეევიჩ. ექთანმა და პაციენტმა კაბინეტი დატოვეს. ექიმმა საათს დახედა. "წასვლის დროა"–ო და წამოდგა. კედელზე დაკიდებული, კიტელში გამოწყობილი, ვიღაც, ორდენებით მკერდდამშვენებულიული კაცის პორტრეტი გაასწორა, საწერ მაგიდაზე მოფენილ ფურცლებს ერთად მოუყარა თავი, უჯრაში ჩააწყო, კიდევ ერთხელ გახედა ორდენოსანს და ოთახიდან, სწრაფად გავიდა. შინ მიეჩქარებოდა. ახალსახლობა ჰქონდა ოჯახს. პიჯაკის გულის ჯიბე, ხელით მოისინჯა. ადგილზე იყო კონვერტი. – ქურდები ვართ, ჩვენი სახლი ციხეაო! – გაიძახიან და ტომრით ფულს იხდიან, "სახლის" ნაცვლად ფსიქიატრიულში მოხვდნენ. ჩაიცინა და ხელი ჩაიქნია სერგეევიჩმა. მთელი დღის უნახავ ოჯახს მოეფერა ექიმი. ივახშმა და მოსვენება ინება. მალე ჩაეძინა. ჩაეძინებოდა აბა რა? გადაღლილი იყო და არც "სულის ტკივილი" უშლიდა ხელს, გიორგისავით. გიორგის კი არ ეძინა. ან რა ჩააძინებდა? სულის განსაწმედელი, სამკურნალო წამალი უნდა შემოეტანა ექთანს.
2012 წელი. 27 იანვარი.
– სახელი? – გიორგი. – მამის სახელი? – ქართლოსი. – გვარი? – ქართველიშვილი. – გისმენთ. _ ... _ ბრძანეთ, რას უჩივით? – მეე? არაფერს. აქეთ მიჩივიან. – ვინ? – ეჰ, რა ვიცი აბა... – რას ამბობენ, რატომ ვჩივითო? – სულს მიბინძურებენ და მერე აქეთ ბრალს მდებენ – "გიჟი ხარო" – სულს? როგორ? – შემოდიან. – სად? – ჩემში შემოდიან, მიბინძურებენ სულს და მტკივა. – რა? – სული,სული, ექიმო! სხვა რა უნდა მტკიოდეს? – აჰა, ესე იგი სული, არა? – დიახ. – და.. როგორ გტკივა დაბინძურებული სული? რაში გამოიხატება? გჩხვლეტს? გჭრის? მოვლითი ხასიათი აქვს, ვეღარ სუნთქავ, გეფხანება, გექავება, თუ რა ხდება? _ თქვენ არასდროს შეუწუხებიხართ? – ვის? – სულს. – არა. და ვისაც ვიცნობ, შენს გარდა არავის აწუხებს. – ვიცი. – რა იცი? – ჩემს გარდა რომ არავის აწუხებს. – ჰოდა, თუ იცი დაივიწყე რა! რა სული – რის ჭუჭყი? სად შემოდიან? რას გიქოთებენ? რამე კარგი დაინახე რა! ნახე რა მკერდი აქვს ვიკა ექთანს! რა ფეხებზე დგას! ამას შეხედე, არ ჯობია?! ამაზე იფიქრე! შენ კი: სული მიქოთსო – აგიჩემებია! – ამის ყურება და ფიქრი მაკლდა, ნიკუშ! სხვას კიდევ ვის გაიმეტებ ჩემთვის? – ჰო, კარგი. გავაგრძელოთ მკურნალობა. ინექცია და აბები, დღეში ორჯერ. წაიყვანე პალატაში. – რა წაყვანა უნდა? გზა არ იცის თუ რა? თავისუფალი ხარ გიორგი! – კეთილი, ვიკა ექთანო.
გიორგიმ დატოვა ექიმის კაბინეტი.
– ნიკუშ! ხომ იცი, დღეს მე და შენ ვართ მორიგეები, სიხარულო? – მე არა, ვიკა. გიგის გავუცვალე. რაღაც საქმე მაქვს და... – შენ მე გამაგიჟებ! რა აღარ გიყვარვარ?! რამდენი ერთად გვიწევს მორიგეობა, იმდენი რაღაცას იმიზეზებ! თქვი, აღარ გინდივარ?!! _ნუ სულელობ ვიკა, როგორ შეიძლება შენ კაცს არ უნდოდე? _ აბა, რა ხდება? ცოლუკა ხომ არ ეჭვიანობს? _ ერთი შენი ქმარუკა ეჭვიანობს და მეორე ჩემი... საქმე მაქვს რა უბრალოდ. სხვა დროისთვის იყოს. მოდი ერთს ჩაგიხუტებ და მოუსვი მერე აქედან.
ექიმმა საათს დახედა. "წასვლის დროა"–ო და წამოდგა. კედელზე დაკიდებული, ვიღაც ჰალტუხიანი, კმაყოფილი ტიპის პორტრეტი გაასწორა, საწერ მაგიდაზე მოფენილ ფურცლებს ერთად მოუყარა თავი, უჯრაში ჩააწყო, კიდევ ერთხელ გახედა "კმაყოფილს" და ოთახიდან, სწრაფად გავიდა.
- მოხვედი ნიკუშ, საყვარელო? რატომ დაიგვიანე? ხომ იცი როგორ გელოდები? - რა ვიცი ლიკა, ათასი საქმე, ათასი რაღაც... ბოლოს შენმა დამ გამომიჭირა.. - რა უნდოდა იმ კრეტინკას? - არაფერი. ჩვენი ამბავი მაგასთან არ წამოგცდეს, ხომ იცი რა გრძელი ენა აქვს? - რა უნდა წამომცდეს?.. ხო რჩები ჩემთან? გემრიელობები მოგიმზადე.
ივახშმა ექიმმა და მოსვენება ინება. მალე ჩაეძინა. ჩაეძინებოდა აბა რა? გადაღლილი იყო და არც "სულის ტკივილი" უშლიდა ხელს, გიორგისავით. ეძინა ვიკა ექთანსაც, მორიგე ექიმ -გიგის მკლავებში. დაღლილი იყო და არც მას ტანჯავდა სულის ტკივილი. ცუდად, მაგრამ ჩასძინებოდა გიორგისაც. ვაი თუ, "ეშველა" საცოდავს?..
-ხელები. -ხელები. -თითები. -თითები. -შეხება. -შეხებით ნუ გადაფითრდები.
თალია მითია. მთვარეა უსახო ლამფა და ფითილი და ღამის ტუსაღი.
მე მახსოვს ოთახიც, საწოლიც, სარკმელიც, კარადაც, რომელშიც კაბები ეკიდა. შენ - მხოლოდ პეპლები, ფერებს რომ აკმევდნენ, ფრთებით რომ დაფარეს პატარა ეკვდერი.
ვარდების მოკრეფა მკლავების დაღლამდე და წვიმის ღრუბელი - დამწვარი ზეფირი, საღამო - გველივით ჭრელი და მაღალი ალვების ხმაური, რომელიც გვეფარა
ხელებზე. -ხელებზე. -თითებზე. -თითებზე. -შეხება. -შეხებით ნუ გადაფითრდები.
თალია მითია, მე - ასე უსახო დამწვარი ფითილი, შენ - ჩემი ტუსაღი.
შენი სითბო მენატრება, შენი ერთი ჩახუტება. ის წამები მენანება, ნეტავი თუ დაბრუნდება? შენი გულის ძგერა მინდა, შენი სუნთქვა ყურთან ახლოს, შენთან ერთად ფრენა მინდა, შენში მინდა დავისახლო. შენს თვალებში ცქერა მინდა, შენი ყველა გამოხედვა, შენი მოფერება მინდა, მინდა გრძნობა განმიახლო. შენგან ბევრი შვილი მინდა, ერთი სახლი ჩვენით თბილი, უშენობა აღარ მინდა , დამიბრუნდი გამიფრთხილდი...
-ეს ერთი ღამე მაჩუქე!მინდა უბრალოდ გულზე თავი დაგადო, შენს სუნთქვას მოვუსმინო და სიყვარულზე გეტიტინო დაუსრულებლად... რამდენი ხანია ამაზე ვოცნებობ, იცი?
საყვარელი მამაკაცის სუნთქვამ გააღვიძა, ყურის ბიბილოსთან რომ უღიტინებდა. ეს ყველაზე ლამაზი დილა იყო მის ცხოვრებაში. აბაზანაში შევიდა. გამოსულს დედამთილი დახვდა აივანზე მდგარი, გზას გაჰყურებდა. -დილა მშვიდობის, დედა. ქალმა არ უპასუხა. ოთახში შევიდა. ლოგინი გასწორებული დახვდა. ეუცხოვა და ცუდად ენიშნა. უნდოდა ქმრისთვის ეკითხა, ვინ იყო ოთახშიო, მაგრამ ის აბაზანაში შესულიყო. საუზმის მომზადება დაიწყო. ბოლო თეფშს დებდა მაგიდაზე, ჭიშკართან მამამისის მანქანა რომ გაჩერდა. გაუკვირდა. აივანზე გავიდა სირბილით: -რა მოხდა, მა? ასე უთენია რითვის მოხვედით? რა სახეები გაქვთ? -მე დავურეკე - შეეპასუხა დედამთილი. -რისთვის?-კიდევ უფრო გაოცდა ქალი. -რომ შენი თავი ჩავაბარო! სხვისი ნათრევი ქალი რძლად არ ეკადრება ჩემს ოჯახს! ამ დილით ზეწარს დავხედე და სისხლი არ იყო... ამ დროს ქმარი სააბაზანოდან გამოვიდა. ქალს იმედი ჩაესახა. -გესმის რას ამბობენ? გესმის, დათო? უთხარი, რომ ცდებიან! ქმარმა რაღაც ამოილუღლუღა მის დასაცავად, მაგრამ დედამთილმა გააწყვეტინა: -თქვენ, ახალგაზრდები, ყველაფერს აიტანთ სიყვარულისთვის, მაგრამ აქ ოჯახია... სახელია... მეუღლის უსუსურობისგან გამწარებულს, მამის ხელი მოხვდა მძიმედ სახეზე. დაეცა. მერე ყველაფერი დატრიალდა გარშემო - ჯერ ზლაზვნით, ტაატით, მერე აჩქარდა და... წამოდგა. კიბე სასწრაფოდ ჩაირბინა... მირბოდა და გრძნობდა, როგორ წყვეტდა სუნთქვას სამყარო...
-ქალიშვილი არ ყოფლა და სახლიდან გაუგდიათ, ის უნამუსო - თქვა ღუმელთან მჯდომმა დედაკაცმა და ყავის ჭიქა გადააწოდა იქვე მჯდარ ულვაშებიან შინაბერას - კარგი ჭიქაა, "გული ამოიღე"...
სწორედ ამ დროს, ჯოჯოხეთის ფარვანას ფრთასავით მსუბუქ კარს მძიმედ აღებდა თავდახრილი ქალწული მხარზე მოკიდებული ერთადერთი ცოდვით - თვითმკვლელობა...
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ,მიკვირს.
მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს.
მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსიც ცრემლით დამისველდა.
მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე, ვიცი, გამაწამებს.
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომცოცხალი ვარ, მიკვირს.
კარგა ხანია, რაც შენს თავს ებრძვი, დუმილის ქვებს კი უბით მიათრევ. იმის გამო, რომ ხმამაღლა ვერ თქვი ის, რაც მიგაჩნდა შიშველ სიმართლედ... თუმც, თავს გახსენებს მძიმე მარყუჟი, ყელზე რომ მოგდეს, ნიშნად მონობის. შენც ადექი და წლობით გაყუჩდი, და გაუწექი ყოფას ბოლომდე. გზარავდა სახე ფსევდო-ელიტის, თვალში რომ გჩრიდნენ ყოველ ცისმარე, ყველა მზაკვრობის ნახე ზენიტი, გულში დანად რომ გამოგიტარეს... და ერთხელ გკითხა შვილმა მარტივად, ნართაულის და კიბვის გარეშე: -ნუთუ, ეგ თმენა ამ ყოფად ღირდა, თუ ვერ უყურებ შენს თავს თვალებში... შვილთან კი არა, შენს თავთან გიწევს ამ დუმილისთვის თავის მართლება. სხვამ განიკითხოს სხვის თვალში ბეწვი, მე ვიწყებ ჩემი დირეს გათრევას... არაფერია იმაზე ძნელი სულს რომ შემოხსნი შიშის არტახებს. არ გადახტეო შენს თავზე ზევით, მე კი ვცადე და მაინც გადავხტი...
ყოველთვის ცუდ ხასიათზე,როგორ უნდა იყო ლამაზო-ვუღიმი და თვალებში ვუყურებ...
რაღაცას განიცდის,ვგრძნობ...მიმალავს თითქოს,თავის ტკივილს და თვალებს მარიდებს...
თვალები კი ისეთი აქვს,აი რომ უყურებ და გგონია ადრეც იცნობდი...რომ უყურებ და გგონია,ადრეც გიყვარდა,წინა ცხოვრებაში,,,
იყო სურვილი გრძნობა კი არა, იყო ტყუილი, იყო მიყვარხარ. იყო ცრემლები, სიცილი იყო და ყველაფერი ხანმოკლე იყო. თითქოს არც იყო, იყო კი, არა, ცხოვრებამ ისე დაგვატრიალა, აღარც კი მახსოვს, სიმართლე იყო? ან როდის იყო, იყო? არ იყო? იქნებ საერთოდ არც კი ყოფილა, იქნებ სურვილი დაკმაყოფილდა, ან ბედისწერის ხარვეზი იყო ის, რაც ოდესღაც ჩვენს შორის იყო. იქნებ ნიშანი სიმართლე იყო, იქნებ საერთოდ არ წასულიყო? ან ვინც მეგონა, ის, სულ არ იყო და ბედისწერის გზებიც გაიყო.
იყო სურვილი გრძნობა კი არა...
მოდი, ამ საღამოს თითიც არ შემახო. ზურგით მოგეყრდნობი გულის საპირესთან. ხმა არ ამოვიღოთ, სიტყვა არ ვიწამლოთ, ბუხარს შევუკეთოთ ფუჭი დაპირება.
ყველა დამუხტული ბგერის ვიბრაცია, ცივი კონიაკის ლაციცს შევუხამოთ, ჭიქას ჩავაწუროთ ჩვენი სურვილი და ყალბი გულგრილობის კედელს მივახალოთ!..
კედელს მივახალოთ, წელში გადავტეხოთ, ყველა შეხება და ვნების გაფიქრება, ჩუმად დავინანოთ უხმო დიალოგის სევდაშეპარული კერპი ახირება.
ხუთი გრძნობა მაინც დუმილს ვანაცვალოთ... (ვიცი,ხვალ მოგელის სულ სხვა ზიარება). მოდი, შენი დარდი თმებში ჩამაბნიე, ეკლად მომახვიე გულის იარები...
მერე, კანს ატკეცილს, დავაბრალებ სიცხეს, სურვილს გავაპარებ ბნელი ფარეხებით... ისე მოგიყვები - ხმას არ ამოვიღებ. ისე მოგიფერებ - არც კი შეგეხები.
თუ ვართ ნაღდი კახელები, მეგრელები, რაჭველები, პირველ რიგში უნდა ვიხსნათ ეროვნული საჭმელები.
შენსას შენ თუ არ მიხედე, დროზე თუ არ გაინძერი, ქართულ სუფრას წაგვილეკავს სენდვიჩი და ჩისბურგერი.
ან ხაშლამას რა ფასი აქვს, ჭაჭამ თუ არ აგაყროლა, პირის გემო ვინც დაჰკარგა, იმან ცეცხლოს კოკა-კოლა.
სტუმარს სუფრას ვინღა უშლის, ვინ დაგიცხობს ხაჭაპურებს, მადლობა თქვი, თუ ყავით და კრიკერებით დაგაპურეს.
ბიგმაკების ყურებაში დრომ რა უცებ ჩაგვირბინა, ბალღებს არც კი გაუსინჯავთ კუპდარი და ხაბიზგინა.
რაჟიკუნას მოდგმის თუ ხარ, სულმთლად თუ არ გადაგვარდი, სალობიეს მიმიხედე, რას მიქვია მაკდონალდი,
ისიც კარგად დაითვალეთ, რომელია მეტი ხარჯი, არტალა თუ ანტრეკოტი, ვინეგრეტი თუ ელარჯი.
თუ ქართველებს გაძლება და გადარჩენა გვიწერია, სახინკლეთა ნაფესვარზე ვერ იხარებს პიცერია.
კიდევ ერთი შაირი მაქვს, საამურად გასაგონი: სად ქაბაბი, სად – ჰოთდოგი, სად ერეკლე, სად – კლინტონი.
ღმერთო ნუ დამითვლი ცოდვებს... მაპატიე... შურისმაძიებლად თუკი ვერ გიწამო.. მცირე შეცდომაზეც ისე ამატირე, შუბლზე სისასტიკე ცრემლით დაგინამო...
ღმერთო მომიტევე ფეხი თუ დამიცდა... შენი გაზრდილი ვარ, თვითონ წამოვდგები, ოღონდ დამიტოვე ცხელი დედამიწა ცაში ასაფრენად ჯერ არ გამოვდგები...
ოღონდ ჩამიკარი გულში, ჩამეხუტე... მზად ვარ სიამაყე უკან დაგიბრუნო, ამდენ ბარიერით უკვე დავიხუთე, მინდა მოფერებამ თავი გამიბრუოს...
ნუღარ დამპირდები მუდმივ ჯოჯოხეთებს, განა რასაც ვხედავ მხოლოდ სამოთხეა?! სანთელს დაგინთებ და ციდან ჩამომხედე ზოგჯერ სანთელი ხომ თვითონ სიცოცხლეა...
ღმერთო ასე ამბობს შენზე იეშუა: სიყვარულია და თქვენში მოიძიეთ... დნება მრისხანება თვალსა და ცრემლს შუა - მე ხომ საკუთარ თავს უკვე ვაპატიე!..
"დედაჩემს მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა, ამიტომ დედაჩემის ასეთი მდგომარეობის ძალიან...მრცხვენოდა. ოჯახის სარჩენად სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა. დაწყებითებში ვსწავლობდი, როდესაც ერთხელ დედაჩემი მოსასალმებლად მომიახლოვდა. მეგობრებთან ეს როგორ გამიბედა? ძალიან მომერიდა, დედაჩემს სიძულვილით შევხედე და იქედან გავიქეცი. მეორე დღეს, კლასში ერთი მეგობარი მეუბნება „ააა მართლა, დედაშენს ცალი თვალი არა აქვს?“.ეს რომ გავიგონე, მინდოდა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავარდნილიყავი, ან კიდევ დედაჩემი გამქრალიყო.იმ დღეს დედაჩემი რომ ვნახე, ვუთხარი რომ “მე სასაცილო მდგომარეობაში მაგდებ, ამიტომ რომ მოკვდე, უკეთესი იქნება“. დედაჩემს ხმა არ ამოუღია, რაც რომ ვუთხარი, მაგაზე არც კი შევწუხებულვარ, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. დედაჩემის გრძნობები მე არ
--------------------
ნიღბად არასდროს არ ვხმარობ ღიმილს, სიმართლეს პირში მივახლი ყველას, ამაყი გული ზოგჯერ თუ ტირის, მაინც არვისგან ვთხოულობ შველას!!! --------------------------------------------------------------- იყავი უბრალო და გულით ღირებული და არა უგულო და ძვირად ღირებული. ...
|