ukrainka
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2110
წევრი No.: 119106
რეგისტრ.: 2-August 10
|
#35585142 · 13 Mar 2013, 17:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბავშვებოოოოოოოოოოოოოო მიყვარხაააააართ :*:*:*
მიყურებ და ისევ არ იცი, რა მითხრა, დღეს ჩვენი სახლიდან ისმოდა სტრავინსკი, მოდი, გავმარტივდეთ და პირველ საკითხად შენ ალბათ ჩაი და მე ყავა დამისხი.
მერე ჩვეულებრივ, თვალები დახარე, ხომ იცი, შენს დახრილ თვალებზე ვგიჟდები, ისე, რომ ერთ წამსაც ვერ ვითმენ, ახლავე, სულ უფრო მეტად და საშინლად მინდება
მაგ შენი თვალების დახრილი სიგიჟე, მაგ შენი თითებით დაკრული მაჟორი, და ვხვდები, ნერვებმა ბოლომდე მიმიშვეს და სისხლმაც დახეთქილ ძარღვებში გაჟონა...
გულზე კოცნით დამებაგა შენი სული, შენი განცდა, დამეამბორ-ვნებიანა, როგორც მზე და გაცისკარდა.
სივრცე შეკრთა, როგორც ტკენა და ღამეში გაიფანტა. შევსურნელდი შენს ტუჩებთან და გიშველა - ტუჩთან ხალმა...
განმეღიმა, როცა დაღლა შეხებითაც განმიქარვდა, შენს თვალებთან კოცნა დამცდა და ჩაძირა ტალღამ ტალღა...
მერე შიშველ ტანზე კაბა უხმაუროდ ჩაგეტანა. მხოლოდ კდემის ფერი დაგრჩა გაუხდელი და მეამა...
და როდესაც დადგა დრო და განმე-შორ-ნატვრე და ქარმა შეგირხია თმები ანცად, შენი ნახვა მემალმალა...
"შენ __შენზე ჩემი ხარ ფიქრისფიქრი, მე__ფიქრისფიქრი ვარ ჩემზე შენი და ფიქრისფიქრისფიქრია იგი მე და შენს შორის რაც ითქმის ენით.
მას კი რაც სივრცით მზის არის ტოლი, გამოთქმა რისიც,__თვით დუმილს უჭირს!__ ღიმილით ამბობს სხეული ორი, ვითარცა ერთის ტუჩი და ტუჩი."
სახლს, რომელშიც შენთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას არა აქვს კარი, და ამ სახლში ჩვენ ვერ შევდივართ სახლს, რომელშიც შენთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას არ აქვს ფანჯრები და რაფაზე იდაყვების ჩამოყრდნობით ლოდინს ამიტომ აზრი არა აქვს. სახლს რომელშიც შენთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას არა აქვს ჭერი და შემოდგომის ყველა წერილს ქარი _ ბებერი ფოსტალიონი ფოთლებად მაყრის. სახლს, რომელშიც შენთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას არ აქვს იატაკი არც საძირკველი და ძალიან გართულდა დგომაც. სახლი, რომელშიც შენთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას არის ადგილი შუა ქუჩაში სადაც ვჩერდები როდესაც მერწყულს უვარდება ცალი ბიდონი და ჰაერიც ისე სველდება როგოც მანძილი თვალებსა და თვალებს შორის და მორიელი უკვე დიდი ხნის შეჩვეული შინაური ბინადარივით გულზე მაჯდება ქალწულები კი იწყებენ წვიმისგან ციხეკოშკის ბოლო სარკმლიდან ჩამოშლილი თმის გადარჩენას ხოლო თევზები ჩვეული თევზური გამომეტყველებით მიწყებენ თვალის უპეების სითხით ავსებას და შიგნით ცხოვრებას. და ზუსტად მაშინ მე ვიღლები საკუთარი მარტოობით და გიგზავნი უამრავ გონებრივ და სიზმრისეულ შეტყობინებას და ჩვენი სახლის მისამართს თითქმის ყველა ლექსში გწერ... და ყოველდღე ჩამონგრეულ საკუთარ თავს ხელახლა გიშენებ რომ შემოხვიდე ჩემში და-სახლდე, მე კი დაღლილმა უ-შენობით შევძლო და შენში დავიწყო ცხოვრება. თორემ საცაა ცაზე ჩამუხლულ მშვილდოსანს უმისამართოდ მოზიდული ისარი შემთხვევით გაუვარდება და კუპიდონი არ გეგონოს გულს კი არა სულ სისხლძარღვებს დაგვაწყვეტინებს და სახლები, რომლებშიც მე და შენ უნდა გვეცხოვრა სამუდამოდ გადავლენ სხვადასხვა მისამართებზე
მე თუ ვერასდროს ვერ მოვედი, ძვირფასო, შენთან და თუ ვერასდროს ვერ გითხარი ჩემი სათქმელი, თუკი ვერასდროს გაგაგონე ამ გულის ფეთქვა, თუ ნაადრევად მიმითვისებს ცივი ნამქერი, დამპირდი ჩემო, დამპირდი, რომ მატარებ ფიქრად, რომ მოგონებად გადამაქცევ, რომ ცრემლად დამღვრი, რომ ხან ჩუმ სევდად გამომსახავ, ხან კი ღიმილად, რომ შემიფარებს შენი სული სიშორით დაღლილს, რომ შენს თვალებში ჩამასახლებ შეუცნობ დარდად, რომ შემინახავ საიდუმლოდ სულ მუდამ, კარგო, და მე არ მინდა სხვა იმედი იმ ერთის გარდა, რომ შენ არასდროს, რომ არასდროს დამტოვებ მარტო.
"ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო ისე თამამი და კალმახური ტანზე არ მაკმარა საბანი და თავის სიმხურვალეც დამახურა. ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები, როგორც ქალწულობის მიტოვება, ჩემზე გაიზმორა დალოცვილი ისე ვნებიანად იტორება?!
სუნიც ისე ჰქონდა ალესილი- ველურ ყვავილების სატევარი ჩემდა უნებურად გავიფიქრე "ღამე გამიხდება სათევარი". ისე დამათენა ამბორები, ისე გადიპარა აივნიდან, მისი უტაქტობის მონატრება ვიცი არასოდეს გაივლიდა დამმშვიდობებოდა მაინც! "
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე და რომ მეტყოდე რამეს... ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე შევცვლიდი თვით ამ ღამეს. ავაწიოკებდი... ავაწიოკებდი... მხიარულებით ქალაქს... შენი შემხედვარე შენი ხმის გამგონე ჭკუას დავკარგავდი ალბათ. ეხლა რომ მოხვიდე? ეხლა რომ დარეკო? ეხლა რომ შემეხო, წამით... ალბათ ჩავიდენდი ათას სისულელეს თუკი შენ გარგებდი ამით... ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე და რომ მეტყოდე რამეს ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე ავაწიოკებდი ღამეს...
მეტკინე… როგორც მოტეხილი მკლავი, თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე. ... იმდენად მარტო ვარ, ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები, არა თუ ადამიანებს და ყველაფერი ხელიდან მივარდება: კალამი და შენი სუნი, იები და შენი გაბუტვა. ვის?! ვის გავარდნია ხელიდან ყველაზე მართალი ღიმილი.
ერთ ბედნიერ დღეში გავცვლი ყველაფერს,
სიყვარულსაც ცრემლიანი დავტოვებ,
აკრძალული ყველა კარი შევაღე,
სადაც დამხვდა მტანჯველი სიმარტოვე.
ჩემი გული გაყინული მგონია,
ჩემი ყველა საქციელი უხეში,
ამ ქალაქში მეფობს ეიფორია,
თავჩარგული ბედისწერის უბეში.
მე არ ვიცი ვინ ჩემია, ვინ არა,
სამუდამოდ რომელ გულში მოვხვდები,
ნეტა ერთხელ ჩუმად გამაცინა და
მერე შენი ოცნებებით მოვკვდები.
უშენოდ მგონი მოვკვდები.
უშენოდ მგონი მოვკვდები.
უშენოდ მგონი მოვკვდები.
გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა!
დილით, როგორც კი ავდექი, პამელამ ყავა მომართვა: “დალიე, საყვარელოო” - ალერსიანად მომმართა შაქარი აკლდა, ვიხმარე მასზე კარატეს ილეთი, შესარიგებლად ვაჩუქე “ბიტლზის” კონცერტის ბილეთი. ობამას “დავუმესიჯე”: “რა დედისგან ხარ შობილი?” ბუს სამი კვერცხი გავყიდე ვიყიდე ავტომობილი ზარს მიშვებს რონალდინიო ფულს მომთხოვს ასე მგონია, ჩვენი ნაკრები ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონია. ელტონ ჯონსა და მადონას მივეცი ავტოგრაფები, ბრიტნი სპირსს გავაწმენდინე მთელს სახლში ფანჯრის რაფები. “ევრონიუსი” დავხურე, არ მომწონს გადაცემები, კარიბის ზღვაში ჩავძირე მეკობრეების გემები.
ზუსტად ათ წამში გავტეხე, “მაიკროსოფტის” საიტი, თემქაზე დავიბარე და ვამღერე ბარი ვაიტი. იმდენი ვურტყი ბინ ლადენს, ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან, სარკოზის გადმოვაფურთხე პირდაპირ ეიფელიდან. ჯეკი ჩანს ვთხოვე, “ბუტკიდან” ამომიყოლა ნაღები, ორივე ფეხზე მეკიდა სემირამიდას ბაღები. ამპუტირებულ ვენერას, კვლავ დავუბრუნე ხელები, შაკირამ გამიპრიალა დილისთვის ფეხსაცმელები.
ბავშვების ძიძად ჯოლი მყავს, პირადი მძღოლი – პიტია! ჯესიკა ალბა გულს მირევს, იმდენჯერ შემომიტია… სანტა-კლაუსი გავპარსე არ დაუჯეროთ, ფარსია! როლს მთავაზობდნენ, დავცინე - ვურჩიე ენდი გარსია… ღამით პამელა მათბობდა კვლავ ცხელი ყავით, გათოშილს ჯერ ინტერნეტში შევედი, მერე, ბარეღამ, ”ნატოში”… რაცა ვთქვი, არის სიმართლე მეტის თქმა არა მინდა რა თქვენს დარწმუნებას არც ვცდილობ, გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა!
ბოლო პერიოდში საკუთარ თავს წინასწარმეტყველის ნიჭი შევამჩნიე. ყოველ ღამე მესიზმრება თეთრწვერებიანი მოხუცი და მეუბნება, რამოხდება მომავალში. ჰოდა, მეც ამ ყველაფრის ერისთვის გადმოცემა გადავწყვიტე: 2014 წელს დასრულდება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და დაიწყება ჩემი წინასწარმეტყველებების ასრულება. 2015წელს ჩვენ ვიქნებით ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაცეკონომიკური კრიზისიარ შეეხო 2016წელს ოსკარების ცერემონიაზე დააწესებენ ახალნომინაციას :“ყველაზესაწყალი ფილმი”, 2017 წელსკი ქართულიფილმი პირველადაიღებს “ოსკარს”. 2020 წელს გადაშენდება მწვანე ევგლენას ყველა სახეობა
2021 წელს იაპონელები გამოიგონებენდაჭყეტილ თვალებს 2022წელს მოგვცემენ “ნეწგპ”-ს (”ნატოში ერთ წელში გასაწევრიანებელპროგრამას”) 2023 წელს ზარზეიმით აღინიშნება ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი და სააკაშვილი დაგვპირდება, რომ აუცილებლადდაიბრუნებსაფხაზეთს, ოსეთს, სამეგრელოს, აჭარას, სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, გურიას, სამცხე-ჯავახეთს, კახეთს… 2023 წელსვე თბილისი გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო 2024 წელს მეტიუ ფოქსი უარს განაცხადებს “დაკარგულების”მე-20სეზონში გადაღებაზე 2025 წელს ედუარდ შევარდნაძე თავს შეუძლოდ იგრძნობს 2026 წელს მოდიდან გადავა მაისურები ცენტრში წარწერით: “UNITED COLORS OF BENETTON”
2027 წელს ყველას ყელში ამოუვა “ნოკიას” საფირმო მუსიკა 2028 წელს გამოვა ახალი ბესტსელერი “ჰარი პოტერი და მუწუკებიანი სოკოს ნახარში”. ჯოან როულინგი დაგვპირდება, რომ ეს ჰარი პოტერზე შექმნილი ბოლო წიგნია 2029 წელს მარსიდან ჩამოვა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი დაიმღერებს “ჩაკრულოს” 2030 წელს ბავშვები კომპიუტერებთან ერთად დაიბადებიან 2031წელს “გაერო” მიხვდება, რომტყუილად არსებობს 2032 წელს თავისუფლების ქანდაკებას ხელი დაეღლება და ჩირაღდანსოკეანეში ჩააგდებს 2033წელს პიზის კოშკს შეეტაკება 10 ტერორისტული თვითმფრინავიდა არაფერი დარჩება მთელი… გარდა პიზის კოშკისა
2034 წელს გაირკვევა, რომ მონა ლიზა ჯოკონდა და ვინჩის კარის მეზობელი იყო2035 წელს ქართულ ენაში არც ერთი ქართული სიტყვა აღარ დარჩება 2036 წელს მათემატიკის ამოცანა დაიწყება ასე: დაბალი, 30კმ/წამშისიჩქარი მოძრავი მანქანა, რომელიც… 2037 წელს ვენერას პლანეტაგაიგებს, რომ საქართველოში ბევრიმოსახელე ჰყავს და გაუხარდება 2038 წელს “კომედი შოუს” კოლექტივი გადაწყვეტს ახალი გადაცემაგააკეთოს
2039 წელს უკანასკნელად დაიწყებენ “სკაიპში” დიალოგს “HI, როგორ ხარ”-ით… 2040 წელს გავხდები ორმოცდაათი წლის 2041წელს ანჯელინა ჯოლის შვილები და ნაშვილებები შექმნიანსაფეხბურთო გუნდს პრემიერ-ლიგაში და “ბრედოვიჩ”-ს დაარქმევენ 2042 წელს ოფიციალურად გაიხსნება მტკვრის საქალაქო კანალიზაცია
2043 წელს პლანეტათა ოლიმპიადაზე “ჰულა ჰუპის” ტრიალში ოქროს მედალს მოიპოვებს სატურნი, დედამიწა და იუპიტერი კი პროტესტს განაცხადებენ, “გალაქტიკა მოსამზადებლად სათანადო პირობებს არ გვიქმნისო“ 2044 წელს გამოვუშვებ ჩემი სახელის და გვარის მქონე წინასწარმეტყველურ გაზეთს, გავაკეთებ რეკლამას ტელევიზიაში და იმას დავწერ, რასაც მთავრობა მთხოვს… 2047წელს მიხეილ სააკაშვილი მორიგ შესწორებას შეიტანსკონსტიტუციაში და კანონის მიხედვით, შესაძლებელი გახდება ერთი დაიგივე პრეზიდენტის ზედიზედ მეცხრედ არჩევა 2047წელსვე “უცნობი” პროტესტის ნიშნად დაანგრევს საკანს
2048 წელს სიმღერა “I BELIEVE, I CAN FLY” იეღოველების ოფიციალური ჰიმნი გახდება… 2049 წელს ბრაზილიაში მოხდება დიდი წყალდიდობა და მთელ ბრაზილიას ჩვენ შევიფარებთ, 2052 წელს კი ჩვენ მოვიგებთ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში 2054 წელს მთვარეს ტრიალისგან თავბრუ დაეხვევა და დედამიწასგადმოარწყევს; 2055 წელს მზე დედამიწისგან სინათლის და სითბოს გადასახადსმოითხოვს და მეტეორის ხელით ქვითარს გამოუგზავნის; 2058 წელს დედამიწას დაერქმევა ჩინეთი; 2059 წელს თემქა და გლდანი მოახდენენ მუხიანისოკუპაციას, მოითხოვენ ავტონომიას და გამოეყოფიან თბილისს; 2060 წელს მთვარიდან ჩამოვა ორკბილა, ოთხნესტოიანი არსება დაგანაცხადებს, რომ ეძებს მამას, რომლის გვარია არმსტრონგი;
2076 წელს გაიხსნება ახალი საიტი однопланетяни.ear (earth-ის დომენი);2077 წელს რუკაზე გაჩნდება ვენეციის ზღვა; 2088წელს ერთ-ერთი მეცნიერი (სახელს ვერ ვხედავ), დაამტკიცებს, რომ “ისინი ადამიანებისგან წარმოიშვნენ”; 2099 წელს ყველას გვექნება
ვდუმვარ ხანდახან, მებუტება დაღლილი ბაგე, "ეხლა სადა ხარ, ვისი სულის სამყაროს აგებ?", თვალნათლივ ვხედავ, მეურჩება მაინც გონება, ვერაფერს გბედავ, მავსებს ეჭვი და დაღონება. არადა ვიცი, მაგრამ მაინც ვფიქრობ და მიჭირს, არ მჯერა ფიცი, კაცთა ნდობის დავკარგე ნიჭი. "იქნებ ერთი ხარ?!"- არ მგონია, ყველა ერთია, "ვითომ ღმერთი ხარ?!"- შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია. ვდუმვარ ხანდახან, გავუყუჩდე სიყვარულს უნდა, "ეხლა სადა ხარ? "- ჩემს დუმილში მომეხმე, მსურდა...
მე მინახავს ბედნიერი ადამიანი. იგი არაფერს ეძებდა, უბრალოდ ხედავდა, რა ლამაზია ყოველი წამი; არჩევდა მას ფერებით: ზოგიერთი წამი ნარინჯისფერი იყო, ზოგიერთი კი, სულაც, ზოლიანი… იგი ხედავდა სამყაროს ფერებში და უბრალოდ იყო ბედნიერი ყოველი ფერადი ან თუდნაც უფერული წამით.
როდესაც ხარ ბედნიერი, ხვდები, რომ შენ სულაც არ ეძებდი ბედნიერებას: ეძებდი სხვა რამეს, რამაც გაგაბედნიერა.
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული. წარსული ახლა ჩემი მტერია. საიდანღაც კი ხმა შორეული წამიჩურჩულებს: - არაფერია!
რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი. შენი ცხოვრება ახლად იწყება. და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი... ისე, უბრალოდ დაგავიწყდება.
-შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ, -მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია. გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ: -განა ეს მართლა არაფერია?!
დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს... შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება იანვრის სითბოც და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
ვიცი სად ხარ, რას სუნთქავ, რა გკლავს, რას ეჭიდები ამჯერად ფიქრით. ერთი ეგ ვიცი, რომ ჩემთან არ ხარ და ჩემი დარდით არ გტკივა ტვინი... მე კი ძვირფასო დღეებს, უშენოს, ეს პაწაწინა ლექსები მირთობს, გადარეული ჩემი სიზმრებიც, მუდამდღე შენთან ალერსზე მიხმობს... არ ვიცი რა ვქნა, საით გავიქცე, სად შევეფარო დღეებს, ნაცრისფერს. შენი ლეგენდა როგორ დავხიო, ანდა წარსული როგორ გაგიხდე...
მოვედი და იყო გვიანი, სხვა იყო მაგ სუნის მფლობელი, სულ ერთი ნაბიჯი დამაკლდა, რომ მეთქვა: "სიყვარულს გაჯერებ"
ჩემი გზა რთულია, ქვიანი, სივრცე კი არსაით მყოფელი და სისხლი ძარღვებში გამაგრდა, სულს ისე ვიკავებ,ვაჩერებ.
თვალებში რამდენ ხანს გიყურე?! საათი ჩემსავით უძრაობს, მარტს უხერხულობა დაეტყო- გუბე ნაწვიმარზე - ნაღველი.
სურვილის ოთახი მიხურე! გაკადრებ რაიმე უცნაურს და მერე უნდა დავსეტყვო ცხოვრება და ჩემი სახელი.
სცენაზე დაქრიხარ ნიავი, დაეძებ დრამატულ სახეებს, არ გიყვარს ზედმეტი ფრაზები, სარკე მაგ მშვენებას ვერ იტევს.
არა ვარ ის ადამიანი, შენ რომ არ დაგიგებ მახეებს და როცა მე გამიბრაზდები, შენს სურნელს ვაკოცებ, მერიდე!
რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ, ისევ მენატრება შენი სიახლოვე, მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო, ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.
უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი, კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით, მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო, თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.
თითქოს ბავშვი ვიყო, ისე მეტირება, იცი, წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე, არის უსარგებლო ყველა შეპირება, მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.
ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები, გახდა სისულელე - ასი მილიარდი, წამო, შევიშალოთ, როგორც პოეტები, ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.
წამო, თორემ ეს ცა ისე გაიბურა, სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან, წამო, გეხვეწები, მინდა ძველებურად სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.
უდაბნოში რომ აღმოვჩნდე შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ, დასაწყისშივე გეტყვი რომ ო, რა მაგარი ქალი ხარ...
შავი ღგვინის გაქვს ტუჩები, მაშინ როდესაც ლოთი ვარ და როცა თრობა მინდება, მე შენთან სტუმრად მოვდივარ
აი მაშინ კი დავთვრები, ჩავიძირები სასმელში, იმას ალერსით გადმოგცემ, რასაც არ გეტყვი სათქმელში.
ცხოვრებას რისკით შევხედავ, სიკვდილ-სიცოცხლის მკვლევარად, თუ მთასვლელობა შევძელი, მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად.
ღრუბლებს კი ნუ ემალები, გიხდება მათგან გამოსვლა, და როცა მწვერვალს დავიპყრობ, შენ მზის იქნები ამოსვლა.
ვარდების ზღვაში გიხილე, ლექსი გიძღვენი უთქმელი, ვარდებს სურნელი აღარ აქვთ, ვარდებს აქვს შენი სურნელი.
ხედავ რა ქალი ყოფილხარი შენკენ ლტოლვა რომ დიდია, შენზე მაგარი კაიპი, მე სულ ფეხებზე მკიდია.
ეს ვარდები კი სუყველა, გრძნობებით მოქარგულია, არცერთი არ მიყიდია, სუყველა მოპარულია!
--------------------
ნიღბად არასდროს არ ვხმარობ ღიმილს, სიმართლეს პირში მივახლი ყველას, ამაყი გული ზოგჯერ თუ ტირის, მაინც არვისგან ვთხოულობ შველას!!! --------------------------------------------------------------- იყავი უბრალო და გულით ღირებული და არა უგულო და ძვირად ღირებული. ...
|