მინდა არ არსებობდეს ტირილი,
ყველაგან არსებობდეს ღიმილი.
მინდა ყველა სიხარულით ხტუნავდეს,
სიცილით კი ბრუნავდეს.
შეივსოს გარემოს სიხარულით,
გულში შემოისაზღვროს სიყვარულით.
დატკბეს საკუთარი ყრმობით,
დათვრეს გულის მაფორიაქებელი გრძნობით.
მინდა ყველამ სურვილები დაშალოს,
ხელები კი ჰაერში გაშალოს.
ლექსს, (ჩემებურად სიტყვების თამაშს) იშვიათად ვუკავშირებ სერიოზულ თემებს, ერთხელ მაქვს დაწერილი დედაზეც, ყველა სხვა შემთხვევაში წერის მუღამი თუ მაქვს, აუცილებლად საღადავებელი უნდა იყოს. ამ სიმღერამ მომანდომა გამომეშვა ზემოდ ხსენებული სიტყვები.
თავს მშვიდად ვგრძნობ, მიყვარს როცა ასე ვგრძნობ, მგონია რომ ჩემს სხეულში ყვავილები ხარობენ,რადგანაც ეს ესაა წყალი დალიეს.