აჰა პატარა ჩანახატი კ წემუ
ვადაგასული... (For Sale) მიყვარს ძველი თბილისი! შუა ზაფხულის გრილი საღამოა, იმიტომ, რომ სუსტად წინწკლავს და მხოლოდ ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი სურნელითაა გაჟღენთილი ჰაერი. მინდა თითოეული მოსახვევი მუხლისჩოქებზე დავიარო, ნარიყალის აღმართს ავუყვე ფეხით როგორც ადრე, მივეყრდნო ჩემს ბეტონის ფილას და ლუდი მოვწრუპო. კიდევ ერთხელ და მეათასედ გადავითვალო ეკლესიების განათებული გუმბათები და წარმოვიდგინო, რომ ამ ჯადოსნურ ქალაქში ადამიანებიც ჯადოსნურები ცხოვრობენ და არა მძღნერიჭამია სირები.
ჩაგიჯვით რომანტიკაში? არაუშავს, ეს თანამედროვე წესია, შეეჩვევით, იმიტომ, რომ მეც შევეჩვიე... ზეგ ჩემი დაბადების დღეა, მარტოობის 23 წელიწადი მისრულდება, გენიალურია. მივაბიჯებ ჩემს საყვარელ ქუჩებში და მინდა, რომ გზები უსასრულოდ გაგრძელდეს. ლამპიონების ოქროსფერი შუქი ბრჭყვიალა ვარსკვლავებივით მოჩანან ხეების ფოთლებში, ვცდილობ არ დავაბიჯო ქვაფენილის ხაზებს და გული მწყდება, რომ ამ ყველაფერს მარტო მე ვამჩნევ და ტელეფონი დუმს. თუმცა ამას დიდი ხნის წინ შევეჩვიე. შევეჩვიე იმასაც, რომ თბილი სიტყვები ფასიანი გახდა, რომანტიკა კი სანტიმეტრებში იზომება... იმასაც შევეგუე, რომ სიყვარული მოდიდან გადავიდა და იდიოტს ვგავარ მე–18 საუკუნის საფრანგეთისათვის დამახასიათებელ ფუშფუშა კაბაში, რომელიც ვერ ეტევა ახალ X6–ში, რომელმაც ახლახანს ჩამიქროლა და რომლიც მეპატრონეც ბედნიერია, იმიტომ, რომ ტვინი, ღიპი და ### აბოლიტურად ერთნაირი წონის ქონში აქვს ჩაძირული. მე კი შტერივით მიკავია ხელში ასი წლის წინ ნაჩუქარი და გამხმარი ერთი ცალი ლურჯი ვარდი და ჯიუტად მჯერა, რომ ის არ გამხმარა.
ძველი თბილისის ქუჩები ერთმანეთში იხლართებიან და სადღაც მიდიან. როგორ მიყვარს სიონის ტაძარი, რომელშიც მოვინათლე და რომელმა ნათლიამაც ჩემს ყოფილ შეყვარებულს მისცა. ჰაჰა... რა რომანტიკული ვარ და რა არარომანტიკულია ჩემი ცხოვრება! მივაბიჯებ, მივაბიჯებ, მივაბიჯებ... ახლა სახლში ავალ და ლუდით ჩავტყვრები, ზეგ ხომ ჩემი დაბადების დღეა, ყველაზე დედა#####ული დაბადების დღე. მე ისევ დიდი პერო უნდა გავითხარო ტრაკში და ცინიკურად დავლიო სიყვარულის სადღეგრძელო, რომელსაც ისე აქვს გამდგარი ფესვი ჩემში, რომ სულს მიხუთავს, მაგრამ მაინც უნდა დავცინო! დასაცინია და იმიტომ!
როგორ მიყვარს თბილისი... რა მინდოდა, რას ვერჩოდი, გდებულიყო თავის უფორმო კახპებთან ერთის გამოკლებით... იმ ერთისაც იმიტომ, რომ ეჭვი მაქვს, რომ ისიც ჩემსავით მძღნერს ჭამს და სიყვარულის სჯერა... არადა ვერ მიტანს... არადა ჰეჰ...
მიყვარს ძველი თბილისი! ჩუმად მივიძურწები 66–ე სკოლის უკან, სადაც დრო გოთიკურ ხანაში გაიყინა და სიჩუმით ვტკბები. იმ სიჩუმით, რომელიც სავსეა ჩემივე ბოღმითა და კივილით ემოციების მიმართ. მინდა ბეევრი ფული, რომ ამოვიჭრა ტვინიდან ემოციებზე პასუხისმგებელი ნაწილი და გამოსირებულს დავემსგავსო, რომელსაც საკუთარი წონაც აღარ ედარდება... ბევრი ვეცადე, მაგრამ მივხვდი, რომ ამ ოპერაციის გარეშე არაფერი გამომივა. ყოველთვის იარსებებს ჩემში ჩემი მეორე "მე–ბავშვი", რომელიც ყოველ წყენასა და უყურადღებობაზე ტირილს დაიწყებს და რომელსაც მხოლოდ სიყვარული ენდომება, მეტი არაფერი... მხოლოდ დედა#####ული სიყვარული...
ძველ თბილისში ჩემი ოცნების სახლი დგას, რომლის ყიდვასაც ბევრი ფული უნდა. ბევრი ფული როცა მექნება, სიყვარულსაც ვიყიდი, მძღნერივით გავსუქდები, ხროტინით გავათავებ სექსის ჟამს და ვეცდები არ შევიმჩნიო ჩემი ნაყიდი სიყვარულის ზიზღით სავსე თვალები. ო დიახ! მას აუცილებლად უნდა ვეზიზღებოდე, მაგრამ მაინც ჩემთან უნდა იყოს, მე ხომ მძღნერს ვგავარ და ჩემი საბანკო ანგარიშიც მძღნერივით ბევრი ნოლებით მთავრდება... რა ძვირფას ნივთიერებას დავატარებთ სწორი ნაწლავით და ვერცკი ვხვდებით...
არადა რა მარტივია აკრიბო ერთი დედა#####ული ტელეფონის ნომერი, რომელიც, სხვათაშორის, შენვე აჩუქე შარშან, დარეკო და იკითხო როგორაა, რამე ხომ არ სტკივა, რამე ხომ არ უხარია გარდა იმისა, რომ დაურეკე... მაგრამ არააააა, ასე მარტივად რომ იყოს ყველაფერი, შექსპირიც ერთი ჩვეულებრივი ინგლისელი ### იქნებოდა!
ყველაფერი უნდა გაყიდო! უნდა დააგდო აყროლებული და ვადაგასული სიყვარული სადმე დახლის კუნჭულში და ჩემნაირი სირი აუცილებლად შეამჩნევს და იყიდის... იყიდის ნერვების ფასად, მონატრების ფასად, ლოდინის ფასად, ცრემლების ფასად და რა ამაოდ!..
ზეგ ჩემი დაბადების დღეა, მე ახლიდან ვიბადები...
და უკაცრავად, თქვენი რომანტიკა რამდენსანტიმეტრიანია?
(საუნდტრეკი: "მნძრეველთა რექვიემი" )
ადიოს!!!