manvela8
ზედმეტად ბნელ ფერებში წარმოგიდგენია საკუთარი თავი და გათავისუფლება გჭირდება.
მეც, ადრე ძალიან დაკომპლექსებული ვიყავი ოღონდ იდიოტური პურიტანული აღზრდის გამო. თავი ყველაზე არასასურველი მეგონა, კიარადა, საერთოდ ამ თემაზე ფიქრიც კი არ მომდიოდა აზრად, თითქოს ეს რჩეულთა ხვედრი იყო, მე კი არ ვიყავი მათ შორის.
პირველად მაშინ გამოვფხიზლდისავით, როდესაც მე11 კლასში, სიყვარულის დღეს 8 გოგოსგან მივიღე სასიყვარულო ბარათი (თავისი გაფორმებებით და შექსპირის სტროფებით)

და რეკორდი მოვხსენი მთელ სკოლაში. ბიჭები შურით მიყურებდნენ, რამოდენიმე მიიღო თითო თითო ბარათი მარტო. მე კიდე ვერ გამეგო რა ჯანდაბა ხდებოდა

ამის მერე დიდი დრო დამჭრდა მართალია თვითრწმენის მოპოვებაში და არასწორი აღზრდის შედეგებისგან გათავისუფლებაში. მაგრამ არ დავნებდი და ჩემს თავზე ვიმუშავე.
წარმოიდგინე რა დაბრკოლებები მქონდა გადასალახი, საკმაოდ დიდ ასაკში გოგო ბიჭს თუ აკოცებდა ტელევიზორში, მე თვალებს ვხუჭავდი

ამის გამო გოგოების მეშინოდა, ბუნებრივია.
ახლა ჩემი პირველი სიყვარულის "ახსნა" გამახსენდა. მესამე კურსზე, ეს იყო სრული კატასტროფა და ფიასკო

გამოდგებოდა სალექციო კურსისთვის: "როგორ არ უნდა ავუხსნათ გოგოს სიყვარული"

ენა დამება და ორი სიტყვის თქმას მოვუნდი ნახევარი საათი. ის გოგო ისე გაიქცა, 3 წელი აღარ მინახავს, არადა ყოველ დღე გვქონდა ურთიერთობა

ახლა სიმართლე რომ გითხრა, თავიდან მაინც ვმორცხვობ ხოლმე, მაგრამ მერე ისეთს ვილექსები, რომ თავი პარლამენტში მგონია, ისეთი თვისებებიც აღმოვაჩინე ჩემს თავში, რაზეც წარმოდგენაც არ მქონდა, და რაც გოგოებს ძალიან მოსწონთ

ასე რომ, იმუშავე შენს თავზე და კომპლექსები ჰაერს გაატანე.
This post has been edited by Robert De Niro on 16 Dec 2012, 22:54