J-Timeკი ბატონო, ადაპტაცია იყოს. პრინციპი მაინც იგივე რჩება - ადაპტაციაც( განახლება) მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს, ვინაიდან მუდმივად იცვლება თავად გარემო. ამიტომ რანიც იყავით ასი ან თუნდაც ათი წლის წინ, ის ვეღარ იქნებით დღეს
მაგ ევროპულ გავლენას კი სულ ტყულიად უფრთხით, რადგან ის არა თუ საფრთხილო, არამედ სასურველი და აუცილებელიც კია:
როცა ადამიანი თავად ვერ მოიპოვებს საკვებს, სხვისი მოპოვებული უნდა მიიღოს იმისთვის, რომ შიმშილით არ ამოხდეს სული
ზუსტად ასევე ერმაც არ უნდა თქვას უარი სხვის მიღწევებზე თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით, როცა საკუთარს უკვე ვეღარ ქმნის
ან რომელ სახასიათო ნიშნებზე საუბრობთ?
სახელდობრ რომელი წეს-ჩვეულება, ტრადიცია გგონიათ წმინდად ქართული?
ასეთი სიტყვებიც კი თითზე ჩამოსათვლელია ენაში. ბოლო-ბოლო რელიგია გაქვთ არაქართული

ამის მიუხედევად ქართული კულტურა მაინც შთამბეჭდავი და უნიკალურია და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა გეჩვენოთ, უნიკალურია ზუსტად იმიტომ, რომ მასში მრავალზე მრავალია სხვა ხალხების კულტურათა ელემენტები
ასე იყო და არის ყველა სხვა დიდი და მდიდარი კულტურაც (ძველი ბერძნები მითებშიც კი გულახდილად აღიარებდნენ იმას, რომ საკუთარი კულტურა სხვა კულტურების საფუძველზე შექმნეს - არგონავტების მითი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ამისა), ხოლო აბსოლუტურად თვითმყოფადი და გავლენისგან თვისუფალი მხოლოდ ავსტრალიის აბორიგენების ან სუბსაჰარული აფრიკის ტომების კულტურა გახლდათ, რადგან გეოგრაფიული პირობების გამო არა თუ სხვა კონტინენტებისა და ცივილიზაციების ხალხებთან, არამედ ერთმანეთთანაც იშვიათი შეხება ჰქონდათ. შედეგებს ყველანი ცხადლივ ვხედავთ
ასევე შეგვიძლია, ინდიელების მაგალითი მოვიყვანოთ და რასობრივი ფაქტორიც გამოვრიცხოთ - შედარებით გაშლილ სივრცეებზე მცხოვრები ტომები(თანამედროვე პერუს ან მექსიკის ტერიტორიები), რაკი ერთმანეთის გავლენას განიცდიდნენ, იმპერიებს ქმნიდნენ და პირამიდებს აგებდნენ, ხოლო ამაზონის ჯუნგლებში იზოლირებულად მცხოვრებნი დღესაც პირველყოფილი ადამიანებივით ცხოვრობენ (არა და გენეტიკურად ერთი ხალხი იყო)
ამიტომ გავლენა სასიცოცხლოდ აუცილებელია, დღევანდელი დეკადანსი კი ზუსტად ამისთანა გავლენებთან ბრძოლის შედეგია:
თქვენ ლამის მთელი საუკუნე იცხოვრეთ რკინის ფარდის ქვეშ. რუსები იმას ცდილობდნენ, 'მავნე კაპიტალისტური' გავლენისგან დაეცვათ 'საბჭოთა თვითმყოფადი კულტურა', ხოლო ქართველები თავის მხრივ, რუსული კულტურის გავლენას გაურბოდნენ. ერი პატარა და მხცოვანია, თვითმყოფადი შემოქმედებისთვის იმპულსი არ ჰყოფნიდა და არც უცხოს ჰგუობდა და შესაბამისად, ტბაც ჭაობად იქცა. გამოიფიტებოდით და გამარგინალდებოდით ასე, აბა რა იქნებოდა?
ვითარება ვერ გამოსწორდება, თუ უცხო კულტურას კიდევ ერთხელ არ გაუღებთ ფართოდ კარს
ბოლო-ბოლო მე-19 საუკუნის მაგალითი გაქვთ, როცა მაშინდელი კონსერვატორებიც ასე სწუხდნენ წახდენასა და გადაგვარებაზე და 'თერგდალეულების' ფასეულობებსაც ბევრად უფრო მავნედ და 'ფსევდოდ' აღიქვამდნენ
* * *
Ciara რაში კერძოდ თუ საიდუმლო არაა?