Shakeნუ მე დაგიწერ ძალიან გემრიელია

4 ქათმის ფილე უნდა დაბეგვო ისე რომ დარბილდეს
ფქვილი მარილი და პილპილი უნდა აურიო ერთმანეთში და უნდა ამოავლო ეს ფილე ჯერ ფქვილში და მერე კვერცხში და უნდა შეწვა... ნუ უნდა დაბრაწო სადღაც 1-2 წუთი თითო გვერდზე

მერე ცხელ ქვაბში უნდა ჩაყარო დაჭრილი ლიმნები და დაბრაწო, უნდა დაასხა ერთი ჭიქა თეთრი ღვინო და 1-2- წუთი ადუღო რომ ალკოჰოლი აორთქლდეს

გალინა ბლანკას ბულიონები რომ არის კუბიკები ხო იცი? 4 ცალი ეგ უნდა გახსნა 2 ჭიქა მდუღარე წყალში და ჩაასხა ამ ქვაბში და რომ ადუღდება 100 გრამი კარაქი კუბიკებად დაჭერი ფქვილში ამოავლე და ჩაყარე ამ ბულიონში ხოდა გასქელდება ეს სითხე და ჩადებ ამ დაბრაწულ ფილეებს და კარგად წამოადუღებ

და ვსიოოო
გარნირად შეგიძლია მაკარონი გააკეთო ან პიურე

ამ გარნირს ამ სოუსსაც მოასხავ და უგემრიელესი გამოდის, გასაფორმებლად ზემოდან შეგიძლია ლომონი და ქინძი დაადო ...
ხოდა შენ თუ ამდენს იწვალებ და შენი მეგობარი გოგოსთვის ამას გააკეთებ ბოლომდე დავრწმუნდები რომ ყველა კაცი ერთნაირი არ არის
This post has been edited by moli-si on 29 Dec 2012, 22:09