lady24 - ბევრი საქმე არ შველის. რასაც არ უნდა ვაკეთებდე სულ იმას ვფიქრობ, ეხლა ისიც რომ აქ იყოს მეთქი, ისეთ მომენტებშიც, როცა "რა დროს მაგაზე ფიქრია".
- გულახდილობა და იმის გაზიარება რასაც გრძნობ დიდი შვებაა, მაგრამ როცა იგივეს არ გრძნობს ისიც, შეიძლება შენი გულის გადაშლები და მონატრებები შემაწუხებელი ან უხერხულობის გამომწვევი გახდეს მისთვის, ამიტომ ამ ხერხს ყოველთვის ვერ მიმართავ, თან რაღაც ზღვარის მერე თავმოყვარეობის ამბავიც ხდება, მოკლედ, ეს მეთოდიც ვერ შველის

- მეთოდი "სხვა" - გულს გადააყოლებ, ცოტა ხნით ყურადღებას გადაიტან, მაგრამ დიდი ვერაფერი შედეგი
უკანასკნელი იმედი - დრო. ეს დროც კი არ დაგავიწყებს, უბრალოდ ნაკლებად ცუდად იქნები ან იმდენად შეეჩვევი ასეთ მდგომარეობას, რომ მოგეჩვენება თითქოს ნაკლებად ცუდად ხარ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, დრო გვიშველის თუ საერთოდ შეიძლება გვეშველოს რამე

საკმარისი დროის გასვლამდე კი ძლიერი უნდა იყო. როცა იცი, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მტკიცედ უნდა გადაწყვიტო დავიწყება, გული უნდა მოსვა თავის ადგილას, ძნელია, მაგრამ როდესღაც დაიღლება და მოჯდება, მთავარია პირველი შენ - გონება არ დაიღალო. ზოგჯერ მე თვითონაც არ მჯერა ამ მეთოდის ეფექტურობის, მაგრამ იმედს არ ვკარგავ და მოთმინებით ველოდები იმ მომენტს, როცა აღმოვაჩენ, რომ განვიკურნე