მისმინე ბრატუხ : )
ერთი მეგობარი მყავს, მაგარი ძმაა, ბაზარი არაა მაგრად ვუყვარვარ და მეც მიყვარს.
ეგაა რომ სამსახურები არ გვაძლევს იმის საშუალებას, ხშირად ვიყოთ ერთად.
ხოდა რო გავა ხოლმე 2, 3 კვირა, ზოგჯერ 1-2 თვეც ერთმანეთის უნახავად და გაებერება ამას მონატრების ბუშტი,
დამირეკავს ხოლმე, დამახვედრებს ჩვენს საერთო მეგობრებს და მეტყვის (ტელეფონში):
ამო, ვიჭუკჭუკოთ, ამოვიღოთ დაგროვილი, და მერე დავლიოთ დავიმხოთ ყველაფერი გავიგლისოთ ყანწებიო

ნუ რომელი დიდი მსმელი მე ვარ (დიდი კი არა დაჟე საერთოდ მსმელი, მითუმეტეს ყანწით!...),
მარა ყოველ ჯერზე ისე კარგად და ნაირ-ნაირად აფორმებს ხოლმე ამ მოპატიჟებებს,
რომ იქ მისულს სუ თურქული ხიმია სოკი რო დამხვდეს საფერავის ნაცვლად, მაინც მიღირს მისვლა.
მაგრამ ეგ ერთი ცუდი თვისება აქვს ამ ჩემისას, რომ გავცდებით 5-6 ჭიქას (თუ რა თქმა უნდა რასაც ქვია ვსვამთ), ჩამოუშვებს ხოლმე ნიკაპს და _
აუ კარგად ვარ უკვე მე, არცაა მეტი დალევა საჭირო მე თუ მკითხავ, მე მოგიჭახუნებთ და დალშე თქვენ გააგრძელეთ თუ გინდათო...
მერე მიწვდება გიტარას და დაიწყებს წკრ წკრს...
ეგაა მაგის დამხობა :: )
ნუ გასაგებია რომ მაგ დროს არც მე ვიხრჩობი მაინცდამაინც წყურვილით,
მაგრამ თვითონ ფაქტი გტოვებს ნეუდობნად : )
პ.ს. მადლობა ღმერთს კარგად უკრავს..
ხოდა ა ეგეთი "მოქეიფეები" ხართ ყველანი, ვინც ამ ე.წ. "გახსნილ ურთიერთობებს" მისტირით მთელი ცხოვრება

თუ თავიდანვე იცი სად დააწესებ საზღვრებს და რასთან მიახლოებისას გაავლებ წითელ ხაზს, რომლის იქითაც გადასვლას უკრძალავ პატრნორს,
მაშინ რანაირი ღიაობაა ეგ, გამაგებინე ერთი თუ კაცი ხარ...
მითუმეტეს ქალს რო უწესებ კაცი და იმის გულჩვილობის შემდეგ იქით ედავები, როგორც ხდება ხოლმე.
გახსნილია ურთიეთობა დაგეგმვის და პირობების გარეშე. პირობები იგივე ანგარებაა, ვერცხლით არა და სხვა კეთილდღეობით გამოხატული, რასაც კომფორტი ქვია.
რა მნიშვნელობა აქვს შენი ვირტუალური სპისოკიდან აუცილებლად შესასრულებელ პუნქტებს ჩამოუწიკწიკებ პარტნიორს თუ
ბრილიანტებს და მაგარ მანქანას მოთხოვ ორიოდ სიტყვის და ყელში კოცნის სანაცვლოდ?
აზრი იგივეა _ ერთგანაც კაპრიზნი მატერიალისტი ხარ და მეორეგანაც.
ერთსაც შენვე მიყავხარ იმედგაცრუებამდე და მეორესაც.
ჯობს უშურველად გასცე იმ იმედით რომ მეხუთედი მაინც მიიღო უკან და ეს გაგისწორდეს, ვიდრე
გქონდეს საკუთარი საცოდავი მათემატიკური ფორმულა იმის საცოდავად გამოსაანგარიშებლად, თუ რამდენი უნდა გასცე საიმისოდ რომ მიიღო ამდენი და ამდენი.
21-ე საუკუნის პოპ-ერთუჯრედიანიზმი მართლაც საინტერესოა, ოღონდ მესამე თვალისთვის... და არა მაშინ, როცა თავად ხარ მონაწილე : )
ტაკ შტო, თავს ნუ მოიტყუებ ძმაკაც, არ ქვია მასეთ ურთიერთობას გახსნილ-გადაფურჩქნილი
და მოდი და დაარქვი პირდაპირ ნამდვილი სახელი _ "ეგოისტური". რა იყო კი არ ტეხავს...
„მთვრალი კი არა ეგოისტი ვარ მე"-ო, აგული ერისთავმა რო თქვა, ხო გახსოვს.
მთვრალი კაცი ხო კაი კაცია? (თუნდაც აგერ ჩემ მაგალითზე, ნუ მთლად ცუდიც არ მეთქმის, კაი თუ არა);
ხოდა მთვრალ კაცზე კაი კაცი კიდევ ეგოისტი ყოფილა.
მარა გულწრფელი კაცი თლა ყველაზე კაი კაცია ძმაო. ვოტ!
გულწრფელობის შემთხვევაში უფრო მიზნობრივი აუდიტორია გამოდის ყოველთვის კონტაქტზე,
და ყველა მხარე მოგებული რჩება. ნუ, მოგებული რაა ახლა... რაცაა რა
ხოდა დაარქვით ეგოისტები,
გახსნილები არა შვანცკი კიდე..
წავედი ურთერთობებ... ტფუი
ფანჯარა გამოვხსნა