ეგრე შეიძლება ბევრ ადამიანს ჭირდები ამქვეყნად... ეგრე უდედმამო ბავშვებსაც ჭირდები და მოტოვებულ მოხუცებს მოხუცებულთა სახლში, აწი მაგათ დაახარჯე დრო და ემოციები, უფრო ამაღლებულ და საკეთილდღეო საქმეს მაინც გააკეთებ...
როდესაც ასე წინასწარ და გადაჭრით იცი ყველაფერი, და ყველანაირ ალბათობას საერთო მომავლისა გამორიცხავ ეს იმას ნიშნავს რომ მეორეხარისხოვან პარტნიორად თვლი თავიდანვე!!! ეს არც ერთ ქალს არ მისცემს მოტივაციას.
აი როგორც ყვავილი ქოთანში, თუ გინდა რომ ლამაზი იყოს და გაიხაროს წყალი უნდა დაუსხა, მზეზე გადგა, მოუარო, არადა დაჭკნება.
შენ ის იფიქრე როგორ კატეგოორიას დააინტერესებს ასეთი ურთიერთობა: ან ჰელფ სინდრომით შეპყრობილს (ძირითადან ფსიქიურად აშლილები არიან და რომც არ შეუყვარდე რაც ნაკლებად შესაძლებელია ბოლოს მაინც კონცერტი არ აგცდება) ასეთს შეიძლება შეეცოდო და მოისურვოს სულის და ხორცის გადამრჩენელად მოგევლინოს რომ საკუთარ პრობლემებიდან გადაერთოს.
ან ძალიან პოფიგისტკას, რომელმაც ცხოვრებაში დესილუზიონირება განიცადა და რეალისტურად მსჯელობს, და სიყვარულის არ სჯერა, მაგრამ ასეთი თუ ძაან კრახი არ არის შესაბამისად მაღალი "ზაპროსები" ექნება შენდამი, იმიტომ რომ იგივე ტიპის ურთიერთობაზე ბევრი მამაკაცი არ ეტყვის უარს და აქ არჩევანი უფრო მეტია. ასეთმა შეიძლება კიდევ აქეთ გატკინოს გული... ან ყველაზე კარგი, ნაღდი და უპრობლემო ვარიანტი ესკორტი... აქ მარტო სათანადო ფინანსური ინვესტიცია დაგჭირდება

არანაირი ვალდებულებები... ჰო კიდევ ალბათ ერთი კატეგორია შეიძლება წავიდეს ასეთ წინასწარ დაგეგმილ ურთიერთობაზე: გამოწვევა, ბრძოლა რომ უყვარს, და იფიქრებს ამას მოვათვინიერებო... ეს შეიძლება ან ერთის ან მეორის ან ორივეს ერთად ფიასკოთი დამთავრდეს.. რავიცი...
შენ თვითონაც უნდა გაერკვე რა გინდა ქალისგან, თუ მართლა დეპრესიიდან გამოსასვლელად გინდა (ეს რაღაც უცნაურად ჟღერს) იქ უსულგულო სექსი ამ დეპრესიას უფრო გაგიღრმავებს მგონია, უფრო სიცარიელეს იგრძნობ. თუ სითბო და ადამიანი გინდა გვერდძე, რომელსაც ესმის შენი მთელი თავისი ემოციებით და ჩქეფადი სისხლით აქ რაღაც გრძნობა უნდა ჩაააქსოვო შენც, ისე არაფერი არ გამოვა. ია ტაკ დუმაიუ..
და მაინც მიუხედავად ამ ყველაფრისა, მივეგებები იმას რომ სიმართლე ითქვას წინასწარ, იმიტომ რომ ამით ადამიანს თავისუფალი არჩევანის შანსს აძლევ.. უბრალოდ ფრთხილად და პატივისცემით უნდა გააკეთო ეს, მემგონი ისეთი დებილი არავინ არ არის ამ დედამიწაზე რომ ცოლად მოყვანას დაუღალავი და უსასრულო სიყვარულის გარანტად მიიჩნევდეს.