მმმმმ....მიფიქრია ამაზე .....
1-ლ რიგში ის ვიცი,რომ ლამაზი მოხუცი ვიქნები

... აი,ისეთი სახე მექნება,მე რომ მიყვარს ხოლმე ..... წყლიანი თვალებით....
ღრმა მოხუცობულობისას აღარ ვიმუშავებ.... დღის უდიდეს ნაწილს კითხვას მოვანდომებ ალბათ....
თუ პატარა შვილლიშვილები მეყოლებიან ხშირად გავასეირნებ ხოლმე პარკში..... გემრიელობებს დავუცხობ და ნებიერები მეყოლებიან....
ხო,ჩემისთანა ბებრუხანა კაცი თუ მეყოლება გვერდით,ვაიძულებ ხშირად წამომყვეს სადმე სკვერში საღამოობით....
პ.ს ის გამახსენდა,ვალენტინობის დღეს მე და გოგოები ავტობუსით მივდიოდით სადღაც და მოხუცი ქალი იჯდა ჩვენთან ახლოს...ყვავილები ჰქონდა...თან საკმაოდ გამაკიაჯებული იყო ... ჩვენ გვისმენდა რაღაცაზე და მერე კეკლუცურად გადმოგვხედა, (რაღაც ბევრი წლები გვითხრა) ამდენი წელი სულ ჩემთვის მოჰქონდა ყვავილები და ახლა მე მიმაქვს მისთვისო... სასაფლაოზე მიდიოდა,მაღლივის ავტობუსით...
აი,ეგეთი მოხუცები მომწონს....თან ცოტა მეცოდებიან....
ბრრრრრ,რა კარგი თემაა და როგორი პოსტი დამაწერინა...რა წესია :შ
და სხვას არსდროს არ შეაწუხებს ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია-ო თქვა ჭილაძემ და დავეთანხმე მე...