ქალები არიან რეალისტები. ვიზიარებ იმ აზრს, რომ თითქმის არასოდეს არ უნდა შესთავაზო ქალს ზოგადი წინადადება, ყოველთვის მიეცი კონკრეტული და ნათელი რეალური წინადადებები. ის, რომ ვირტუალური ნაცნობობიდან რეალურამდე გოგონების უმეტესობა არ მოდის, ესეც მათს რეალიზმს მოწმობს. საკმარისია ცხოვრებაში მის გვერდით ტრიალებდეთ და სხვა საქმეა. ქალი გრძნობს მხოლოდ რეალურ ძალას და იხრება მისკენ. რასაც ჩვენ შემთხვევითს ვუწოდებთ, ის ქალისთვის რეალურია.
რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ ცოტა უფრო მეტად მეოცნებეები ვართ. როცა ლამაზ სახეს ვხედავთ სურათზე, არ წარმოვიდგენთ, რომ ტანი შეიძლება უშნო ჰქონდეს, პირიქით. არ გვეშინია ისე ძალიან რეალში იმედგაცრუებისა, როგორც ქალებს. ბუნებრივიცაა, ჩვენ მეტი გასაქცევი გვაქვს, არ მოგვეწონება და ვერ მივუბრუნებთ ქუდს? აბა გოგოს სიტუაციაშიც შევიდეთ, ასე იოლი თუ არის მისთვის ქუდის მიბრუნება )) ქუდსაც არა ატარებს მათი დიდი ნაწილი, მაგრამ ბევრ მათგანს კაცებზე მეტი ღირსების გრძნობა აქვს და გადაწყვეტილების შეცვლა არ უყვარს.
ეს არის მხოლოდ ზოგადი წესები. მაგრამ ჰიუგოს გამოთქმა მახსენდება. წესი და კანონი არის აბლაბუდა, რომელშიც ბუზი ეხვევა და კრაზანა კი ჰგლეჯს მას. იყავით ძლიერები, იყავით კრაზანები და დაარღვიეთ ყოველგვარი წესები, მოარგეთ ყველაფერი თქვენს სურვილებს. გახსოვდეთ რომაული ანდაზა, "გამარჯვებულებს არ სჯიან" და გამარჯვების იმედი შეინარჩუნეთ იმ სიტუაციებშიც კი, როცა ყველა სხვა დაკარგავდა. მაგარ ქალებს ეს ნამდვილად მოსწონთ, ძლიერი ძლიერს იზიდავს
This post has been edited by ლაბარნა on 6 Jan 2013, 13:29