ლოგიკურად-ჰო! მე თვითონ არ მოველოდი. ცოტა ეიფორიაშიც კი ჩავვარდი, მარა, იმ დღის მერე, გაქრა სადღაც. ტელეფონზე ერთხელ დავურეკე - არ მიპასუხა, აღარც მე შევაწუხე. გავიდა ორი თუ სამი კვირა და "на удачу" ისევ მივწერე: აზერბაიჯანლებმა ბროწულის ღვინო მომიტანეს და ერთად დავლიოთ. უშენოდ არ დავლევ-მეთქი. იმ დღეს არ მიპასუხა და აღარც ოდნოებში შევსულვარ. ვიფიქრე, რომ აღარ უნდოდა ურთიერთობის გაგრძელება...
ბროწეულის ღვინო უკვე კაი ხნის დამღერებული მქონდა, რომ ისევ SMS მივიღე: "Знать - судьба: умереть, так и не попробовав гранатового вина!"

ჯერ ძალიან გამეხარდა, მარა გამახსენდა რომ შეპირებულ ღვინოს "აწ დამღერებული"-ს სტატუსი ჰქონდა მინიჭებული და ხასიათი გამიფუჭდა. შევაწრიალე აზერები და კიდევ ორ დღეში მატარებლით, ხუთი ბოთლი გამომიგზავნეს. მოკლედ, გამოვედი მდგომარეობიდან...

მას შემდეგ ვმეგობრობთ.
This post has been edited by Георгий Орлов on 16 Jan 2013, 00:51