ხვალ არის ერთი პოეზიის საღამო
ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზ "უნივერსში" ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის, ლეილა გრძელიძის, პოეზიის საღამო ჩატარდება.
ღონისძიებაზე ქალბატონ ლეილა გრძელიძის პირველი ოფიციალური კრებულის "ეს X ია" პრეზენტაცია გაიმართება. ლეილა გრძელიძე თავის გულისთქმასა და განცდებს ყოველთვის ლექსით გადმოსცემდა, რაც წლების მანძილზე სერიოზულ შემოქმედებაში გადაიზარდა. მეგობრებისა და ახლობლების დაჟინებული თხოვნით ამ ყველაფერმა ემოციური და საინტერესო პოეზიის კრებულის სახე მიიღო.
საღამოზე ლეილა გრძელიძის ლექსებს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ლიტერატურული კლუბ - "დალკის" წევრები წაიკითხავენ.
პოეზიის საღამოს კი მრავალფეროვნებას ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრის, რუსთავის მე–7 საჯარო სკოლის 11–ე კლასის მოსწავლის, 17 წლის გიორგი ჯალიაშვილის, ინდივიდუალური და საინტერესო ნამუშევრების გამოფენა შესძენს.
კრებული გამომცემლობა "ბაკმი"–მ გამოსცა. მხატრული გაფორმება დავით აფციაურს ეკუთვნის.
ღონისძიება ხვალ, 11 იანვარს, 17 საათზე გაიმართება.
http://timer.ge/2625-teqnikuri-universitet...spindzlebs.html * * *
ესეც ხვალაა:
“თიბისი გალერეაში” ხვალ 19:00 საათზე ახალგაზრდა პოეტის დიანა ანფიმიადის პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.
ანფიმიადის ახალი წიგნის სახელწოდებაა “ახლო ხედის ტრაექტორია“,საიდანაც საკუთარი შემოქმედების ფრაგმენტებს ახალგაზრდა პოეტი თავად წაიკითხავს.
საღამოზე დასწრება თავისუალია და თი ბი სი გალერეა ყველას გთხოვთ მობრძანდეთ.
http://www.epn.ge/?p=132325 This post has been edited by George:) on 10 Jan 2013, 23:09