მოკლედ მაინც ქორწინებამდე მივდივართ და იმის გარკვევამდე თუ როგორი ქალი უნდა შეარჩიოს მამაკაცმა, როდესაც მას მ ო ყ ა ვ ს ცოლი.
ახლა მოდი განვიხილოთ რა არის ცოლი და ოჯახი საერთოდ. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც შვა პატრიარქალურმა (მამაკაცი დომინანტი) საზოგადოებამ, რომელშიც კაცი არჩევდა ქალს, ამას სემანტიკაც მიუთითებს კაცს მ ო ყ ა ვ ს ცოლი ანუ კაცია აქტორი, ის არის ინიციატორი ანუ ის არჩევს!
რატომ არჩევს კაცი და არა ქალი? - იმიტომ, რომ კაცს საუკუნეების განმავლობაში გაბატონებული მდგომარეობა ეკავა საზოგადოებაში, ქალი იყო მისი "საკუთრება". მოგვიანებით ადამიანის უფლებების წინა პლანზე წამოწევამ ქალს მიანიჭა გარკვეული უფლებები. მაგრამ, ტრადიციული ოჯახის არსი დღემდე არ/ვერ იცვლება! რატომ? იმიტომ რომ ის რჩება პატრიარქალურად, რომელშიც მამაკაცი შოულობს ფულს, სახლს და ზრუნავს მის კეთილდღეობაზე და აშ.
ახლა თქვენ რას აკეთებთ სინიორა ალაჰამბრა?! თქვენ ერევით მამაკაცის კომპეტენციაში შეარჩიოს თავისი პატრიარქალური ოჯახისთვის პარტნიორი ქალი და მიუთითებთ მას თუ როგორი უნდა მ ო ი ყ ვ ა ნ ო ს ცოლად და როგორი არა, რაც თავისთავად შეცდომაა!
ახლა რა არის გამოსავალი ისეთი ქალებისთვის ვისთვისაც "დამცირებაა" შექმნან ტრადიციული/პატრიარქალური ოჯახი?! - გამოსავალი ძალიან მარტივია უნდა იზრუნონ საკუთარ კეთილდღეობაზე თავად, უნდა ჰქონდეთ სურვილი და შესაძლებლობა თავისუფლად აირჩიონ პარტნიორები, რომელსაც ტრადიციულ ოჯახის შექმნას კი არ მოთხოვენ, არამედ ექნებათ ეწ არატრადიციული ოჯახი, რომელშიც მამაკაცის პასუხისმგებლობა იქნება ძალიან დაბალ ნიშნულზე დაყვანილი, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ქალი 'სრულ' თავისუფლებას, ოღონდ "არატრადიციულ ოჯახში"! სხვა, ყველა შემთხვევაში ეგ გამორიცხულია, მას მოუწევს მამაკაცის დადგენილი სტანდარტების მორგება ურთიერთობაში.
ახლა რა ხდება საქართველოში და როგორ აზროვნებთ პირადად თქვენ, ქალები! - ჩემო მოკრძალებული აზრით, თქვენ ერთის მხირივ ითხოვთ მამაკაცისგან ტრადიციულ/პატრიარქალურ ოჯახს, რომელშიც მამაკაცს დიდი პასუხისმგებლობა აქვს გათავისებული, ხოლო მეორეს მხრივ ითხოვთ მაქსიმალურ თავისუფლებას, რომელშიც თქვენ არავინ გზღუდავთ და იქით აწესებთ ქცევის ნორმებს.
ახლა, როგორც შენ ხვდები ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუსაბამოა!
მოკლედ ქალებმა უნდა აირჩიოთ ან ტრადიციული/პატრიარქალური ოჯახი ან თავისუფალი ურთიერთობა, რომელშიც მამაკაცის პასუხისმგებლობა ცოტა იქნება! თქვენ კიდევ ბიძია არც ერთის დათმობა არ გინდათ და არც მეორესი და ახლა კაცი ს ი რ ი, ხომ არ არის თქვენს დაკრულზე იცეკვოს, ეგრე არ გამოვა, ტრუხა ბაზარია ეგ

ასე რომ ორმაგი სტანდარტით თქვენ აზროვნებთ! შუალედებშიც თქვენ ეჩხირებით

ახლა რაც შეეხება მამაკაცს და მის დამოკიდებულებას არატრადიციული ოჯახისადმი, რომელშიც ის თავისუფლად ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების გარეშე ცხოვრობს ქალთან - ასეთი ურთიერთობა ძალიან ბევრი მამაკაცისთვის მისაღებია! რატომ? - იმიტომ, რომ მას ნაკლებად უწევს ზრუნდა ცოლის, შვილების შენახვისთვის, არავინ აკონტროლებს და გვერდით ჰყავს თავისუფალი ქალი, რომელიც პაბალსომუ შოტუ ყველა მამაკაცს თუ მათ დიდ უმრავლესობას სექსუალურად იზიდავს. და ასეთი მამაკაცები ჩემო ალაჰამბრა საქართველოში ძალიან ბევრია, მაგრამ ქალი, რომელიც ასეთ ურთიერთიბაზე მიდის ძალიან ცოტა, მიზერულად ცოტა!
არ უნდა ქალს ასეთი ურთიერთობა!
საქართველოში ქალს ურჩევნია მამაკაცმა ინახოს, არჩინოს, შვილებს განათლება, თბილი კერა, სახლ-კარი დაუტოვოს, ცოლს ოქროულობა და თვალ-მარგალიტები უყიდოს და სხვა, მ ა გ რ ა მ ამასთან ერთად ქალს, ანუ ამ შემთხვევაში შენ და შენნაირებს სურს, რომ კაცმა თქვენი იდეალებით შეარჩიოს ასეთი ცოლი, რაც მართლა მარაზმია, სხვა სიტყვა ამას არ ეძებნება.
ასე რომ ჯერ გაერკვიეთ რა გინდათ და პრეტენზიები მერე აყენეთ.
რაც შემეხება მე, მე რა მინდა და რა არა ეს ჩემი საქმეა და არავის სხვის და შუალედურს კიდევ არაფერში ვიკავებ
აუ რამხელა რამე ვწერე, მაგრამ რა აზრი აქვს
Kaifistkaროგორ გინდა ისე ჭრი და კერავ!
suntqvаმაგალითად, რომელი სიტყვები? რომელი სიტყვებია ის სიტყვები, რომლის აკრეფასაც თქვენ არც კი კადრულობთ?! არ ვიცი ოღონდ ეს რას მივაწერო, შიშს თუ კომპლექსს?