დილიდანვე რაღაც კარგ ხასიათზე გამეღვიძა, აშკარად ვგრძნობდი რომ ვიღიმებოდი... შეიძლება რაიმე სასიამოვნო სიზმარის შედეგი იყო რომელიც არ მახსოვდა... შეიძლება უბრალოდ წინათგრძნობა, მაგრამ ძლიერი გრძნობა კი იყო. ჩემი ჩვეულებრივი ოთახიც კი რაღაც უფრო ფართო და ნათელი ჩანდა.
მოკლედ ვიფიქრე რომ დღევანდელი დღე წარმატებული უნდა ყოფილიყო და ლოგინში დიდხანს აღარ გავჩერებულვარ, სწრაფად ავდექი, ჩავიცვი, ცოტა წავივარჯიშე სარკესთან რომ სუფთა სინდისით მივსულიყავი სათქმელად: "მაგარი ტიპი ხარ"... შემდეგ ცოტა დრო მოსაყოლად ნაკლებადსაინტერესო დაბანა-ჭამა-ჩაცმას დავუთმეცოტა მივდექ მოვდექი ცოტა დრო გავიყვანე, თუმცა ის დრძნობა ერთი წუთით არ მომშორებია

მაგრამ მაინც აესე უაზროდ დაღამდა... არავინაც არ მინახავს ისეთი
ყველგან ჩვეულებრივი ხალხი იყო.
ბევრი არ მივლია მაგრამ სადაც მივედი ყველგან ჩვეულებრივი ხალხი... ჩვეულებრივი სახეებით... ჩვეულებრივი თვალებით... ჩვეულებრივი სურვილებით... ჩვეულებრივი ოცნებებით...
სად ხარ!? სად!? როდის შგხვდები და როდის შემომიბრუნდება ისევ ამ ქვეყნიერებაზე ერთხელ უკვე აცრუებული გული?
ის მაინც ვიცოდე რომ არ არსებობ და ტყუილად გეძებ
This post has been edited by AKREATON on 20 Jan 2013, 22:23