მორჩით ამ ინტელექტზე ასუბარს... 1 კითხვაზე პასუხისგან ვერ გაიგებ ადამიანი განათლებულია თუ არა...
ბევრმა იცის ბოტიჩელი ვინაა მაგრამ მისი რომელიმე ნახატი რომ დაუდო და კითხო ვისიაო ვერ გიპასუხებს...
ბევრმა იცის დავით აღმაშენებელი ვინაა მაგრამ ზოგიერთს "აღმაშენებელი" მისი ნამდვილი გვარი გონია...
ერთმა კარგად იცის ფიზიკა, მეორე გარტყმაში არაა... სამაგიეროდ ისტორია იცის ან ბიოლოგია... ყველა ყველაფერში განათლებული ვერ იქნება...
ვიღაცას მთელი ბიბლიოთეკა გადაკითხული აქვს ვიღაცას მხოლოდ ის 50 წიგნი აქვს წაკითხული რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო თურმე (არ აქვს მნიშვნელობა იგებ ვერ იგებ... დაგაინტერესა თუ არ დაგაინტერესა, მაინც უნდა გქონდეს წაკითხული იმიტომ რომ მსოფლიომ აღიარა)
ვიღაცა აბულბულებს "ბუმბერაზ კლასიკოსებს" და განათლებულად ითვლება, სხვა გაუნათლებელია მაგრამ მიწის დახვნა იცის, იცის როდის უნდა დათესოს და როგორ უნდა დათესოს სიმინდი რომ მოსავალი ბლომად მოუვიდეს და შიმშილით არ მოკვდეს... თვითონაც ჭამოს და სხვასაც აჭამოს...
ვიღაცა მთვარეზე მიფრინავს... ვიღაცა ოკეანის ფსკერზე დაძრომიალობს რაღაც ახალის აღმოჩენის იმედით...
ვიღაცისთვის განათლება პირველ ადგილზეა... ვიღაცისთვის შრომა...
რომ ამბობთ პირს დააღებს და წარმოდგენა დაგეკარგებაო... ასეთი რა სისულელე უნდა თქვა პირველივე წინადადებად რომ ვიღაცამ დებილად ჩაგთვალოს... ან სულაც მიხვდეს რომ გაუნათლებელი ხარ...
ჭკუა და მოხერხება თუ არ გაქვს კაპიკია შენი ფასი ასედაც და ისედაც...
აქ ბევრი ლაპარაკობთ სხვის უინტელექტობაზე და ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ ხართ განათლებულები...
ადამიანური თვისებები წამოწიეთ წინ ... ჯერ ერთგულება, პატიოსნება, სანდოობა და სიკეთე დააფასეთ და მერე ილაპარაკეთ ვის რომელი ნაწარმოები აქვს წაკითხული და ნასწავლი...
არ გაატრაკეს საქმე?

გამომივიდნენ ვუნდერკინდები
smith14