რამდენიმე საათით ადრე რო დაიწყებს მზადებას,
რო დაფათურობს აქეთ-იქით, ორ-სამჯერ რომ ამოვა-ჩავა მაღაზიაში,
მერე ერთ თავ კერძს რომ გამოგიტანს, მერე საიდანღაც მეორეს გააძრობს,
პლუს დასალევს მოგაწრუპინებს, ბოლოს დესერტით ჩაგატკბარუნებინებს პირს
და ყველაფერი რომ ერთმანეთზე გემრიელია...
ჭამის პროცესშიც კი რომ არ ჩერდება და მაგიდასა და მაცივარს შორის გარბი-გამორბის : ))
და რომ გიყურებს ნასიამოვნებს და კმაყოფილებისგან თვალები უბრწყინავს _
აბა გეკითხებით რა ჯობია ამას?

არავინ თქვას ჭამა არა ისა კიდეო...
დიახაც, ჭამა