ვაშლის ლიქიორია კალვადოსი...
მაგას ათასჯერ ჯობია თუნდაც ე.წ. საშობაო ლიქიორი...
სხვადასხვა ხილი რო უნდა შეაგროვო თავის სეზონებზე და მაგისგან რო აკეთებ ლიქიორს...
პ.ს. აი ყველაზე რომანტიკული სასმელი - გლინტვეინი

ზამთარში, მყუდრო გარემოში, საყვარელ(ან უბრალოდ სასურველ) ადამიანთან ერთად
შემიძლია რეცეპტიც მოგცე:
გლინტვეინი
4-პერსონაზე
ინგრედიენტები:
750 გ. წითელი ღვინო
6-7 ც. მიხაკი
1 ც. ფორთოხალი
ნახევარი ლიმონი
1/3 ჭ. წყალი
1-3 ს/კ. შაქარი
ჯავზი - გემოვნებით, დარიჩინის ჩხირი
მომზადება:
ლიმონი და ფორთოხალი დაჭერით, დაამატეთ მიხაკი, დარიჩინი, ჩაახეხეთ ჯავზი, დაასხით წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და 1-2 წუთი ადუღეთ.
დააფარეთ ქვაბს თავსახური და 10-15 წუთი გააჩერეთ. სხვა ჭურჭელით შეათბეთ ღვინო და დაასხით ციტრუსებსა და სანელებლებს. დაამატეთ შაქარი გემოვნებით და კიდევ რამდენიმე წუთი გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. ღვინოს ადუღებამდე ნუ მიიყვანთ. შემდეგ კი კერამიკის, ანდა ცეცხლგამძლე მინის ჭიქებში გაანაწილეთ და სუფრაზე ცხელივე მიიტანეთ.
This post has been edited by bani madevs da on 28 Feb 2013, 10:50