მუდმივ ტატუს არ გავიკეთებ, არასოდეს.
იმდენად მალე მბეზრდება ერთი და იგივე "პრინტი", ტექსტი, ნახატი, სიმბოლო, რომ ზუსტად ვიცი ვინანებ.
პირველი 3 თვიანი ტატუ 19 წლის ასაკში გავიკეთე, რიმინში, სანაპიროზე.
მარცხენა მკლავზე მეხატა პატარა ობობა

)
13 წლის წინ ასე მასობრივად არ იკეთებდნენ ტატუებს გოგოები თბილისში. თან ყველას მუდმივი ეგონა და უკვირდათ.
ბოლო ტატუმ 1,5 თვე გაძლო. ტერფზე მქონდა ზედა მხარეს აღმოსავლური ორნამენტი.
დიდხანს მინდოდა საკურას ყვავილის გაკეთება ( მუდმივის) , ბოლოს მაინც გადავიფიქრე.
არ მომწონს გაუზრებელი ტატუებით აჭრელებული სხეულები.
იშვიათად რომ ხასიათს პასუხობდეს და ადამიანს უხდებოდეს.