ერთი ჯავახიშვილმა იცოდა რა იყო წაწლობა და მეორე თქვენ იცით. . . .

ისე, ამ განყოფილებას მოდერები აღარ ყავს?
სულ მცირე ორ თემაში მაინც მაქვს ახსნილი წაწლობა რა იყო და შეაერთეთ თემები რომ სამჯერ არ ავხსნა ერთიდაიგივე. . . .
წაწლობა და სწორფერობასწორფრობა და წაწლობა(სახელ გვარები არ მახსოვს, ბოდიშით).
ლეკები არხოტს დაეცნენ.
ხევსურები კოშკებში შეიკეტნენ.
ლეკებმა ერთი გატეხეს და სხვა ტყვეებს შორის ხევსურის გოგო გამოიყვანეს.
ეძახდა სწორფერს, მიშველე მივყავართო.
იწევდა ვაჟი. დაიჭირეს ძმა-ბიძაშვილებმა.
”ლეკების ბელადმა გამიყვანოსო უფსკრულთან, ვიწროზე”.
გადაჩეხა გოგომ ბელადი და თვითონაც გადაიჩეხა.
შვიდი წელი იგლოვა ვაჟმა.
მერე იმავე ადგილას დამბაჩა დაიცა.
სწორფერი მოუკვდა ლელას.
ერთი წელი სამკვდრო მოიმზადა.
მერე დაქალს უთხრა: სიზმრად ვნახე, მოვმკვდარიყავიო.
ესა და ეს ძროხა დაკლესო.
დოღში (იმართებოდა გარდაცვალებულის პატივსაცემად) ჩემი სწორფერის ცხენი აჯირითესო და.ა.შ.
დაქალი ყველაფერს მიხვდა, მაგრამ იცოდა, რომ ხევსურის ქალი ადვილად არაფერს გადაიფიქრებდა. . ..
შევიდა. . .
სწორფერის დამბაჩა ამოიღო. . . .
. . . . .
მრავლადაა ასეთი ამბები.
სახელ-გვარებით.
ეხ.
ეხლა ვინ მიხვდება ამას.

* * *
სიყვარული იყო ეს ყველაფერი.
ყველაფრის წამღები.
ყველაფრის მომცველი.
სიცოცხლის მანაცვალებელი.
სიყვარული.
This post has been edited by karlsoni on 6 Mar 2013, 17:39
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/