orovela87რატომ არის ხუმრობა
მაგალითად მოვიტან ერთ-ორ ლექსს

აქ ვაჟს "უყვარდება"
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუმცა, ვღრეობდი, ვმღეროდი,გულს არ მიეცა საშველი...
მხიარულობდა სოფელი კოშკებად ნაგებ–ნაშენი.
გამოვერიდე მოძმეებს, მარტოს მომინდა წანწალი,
უცებ საყდართან შემომხვდა ჩემი ლამაზი წაწალი.
მიწიდან ცამდე მანძილი ნისლმა მალიმალ აყორა...
ქალს წინ დავუდექ, მოვზიდე, ცოლად მოვთხოვე წაყოლა.
დამისხლტა, ისე შეჰკივლა, მხოლოდ ვნებას რომ ამშვენებს,
ვიდრე ხევსურის მარჯვენა ზარს მისწვდა საგანგაშებელს,
მივდიე, ცხენზე მოვიგდე, თავი არ მქონდა მუდარის,
"წამოვე, წევნა დამიწყეს", ხატიც წყრებოდა გუდანის.
ვიდრე მთებიდან ავარდნილ ქარიშხალს ჰგავდა მდევარი,
სისხლს ადუღებდა გაყინულს ცხენდაცხენ მიმოწევანი.
მერე გზას ღამე დააკვდა, – შავი დარბაზი მისნობის,
როს მზე მთის იქით გადაწვა, – ბეჭედი მარადისობის.
მერე დაჰბერეს ქარებმა, მთვარე გაღვივდა ალალი,
ვინც წინ შემომხვდა, საჩქაროდ დაცალეს გზები სავალი.
არაგვს ჩავდიე, გაყვლეფილ ხორცს ვუტოვებდი ნარ–ეკალს,
როს ტყვიამ ჩემი წაწალის სუნთქვა იმ ქვეყნად წალეკა...
გაფრინდა გული ბუდიდან, ფრთებიც მომემტვრა შევარდნის,
სიცოცხლე ხელში ჩამაკვდა, უკვე არაგვში შევარდნილს.
წყალმა წაიღო ოცნების გიჟმორეულუი რონინი,
ნეტა მოვეკალ მამამისს, თბილ ცხედარს გადაკონილი;
მაგრამ იცოდა, უთუოდ, ღვარძლიც, გოდებაც ქართული,–
ცოცხალი უფრო ცოდოა სიყვარულგადაკარგულუ.
აქ ქალი "იწვევს"
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
”ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,”
”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!”
”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით.”
”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.”
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
ქალმა ლუკმა მისცა… თავ დახარა,
”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა…”
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და…)
”… რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და…” -
შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,…
ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.
ეს მოკლე მიმოხილვაა წაწლობის (ხევსურეთში სწორფრობის)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წაწლობა უძველესი ფშავური ტრადიციაა, რომლის წარმოშობის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. არც სიტყვა ”წაწლობის” ზუსტი განმარტება არსებობს. სერგი მაკალათია აღნიშნავს, რომ ის შეიძლება სიტყვა ”წაწოლისაგან” იყოს წარმოშობილი.
როგორც კი ფშაველი ახალგაზრდა 14 წლის გახდებოდა, ქალ-ვაჟს შორის რომანტიკული გატაცება და ტრფიალი იწყებოდა. ფშავში სახელი იყო რაც უფრო მეტი წაწალი გეყოლებოდა. თუ ფშავში ახალგაზრდა ქალი ან ვაჟი არ წაწლობდა, მას ”მწერელთ ჩვილს”, ე.ი. ბეჩავ-უხეიროს უწოდებდნენ.
ფშავში წაწლობა არამარტო უცხოთა, არამედ, ნათესავთა შორისაც იმართებოდა. როდესაც ქალ-ვაჟო ბიძაშვილები, დეიდაშვილები და სხვები ასაკში ჩადგებოდნენ, მათ შორის წოლა იმართებოდა. წვებოდნენ როგორც სახლში, ისე მის გარეთაც. მაგრამ ისე, რომ მშობლებს მაინცდამაინც არ დაენახათ, რადგან ეს უზრდელობაში ჩაეთვლებოდათ. ნათესავები წვებოდნენ ტანისამოსიანად, ერთმანეთს წაწლობაზე ელაპარაკებოდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ, თუმცა ეროტიკული ქმედება მხოლოდ წელს ზემოთ ვრცელდებოდა. ეს სასტიკად იყო დაცული თემის სჯულით. მაგრამ თუ მაინც მოხდებოდა სქესობრივი კავშირი და ქალი დაორსულდებოდა, მაშინ წაწლებს დიდი განსაცდელი ელოდათ. მათ თემიდან სამუდამოდ მოჰკვეთდნენ და ხშირად სიკვდილითაც სჯიდნენ. ამ წესების გამო ფშაველები ნათესავებთან წაწლობას ერიდებოდნენ ან საიდუმლოდ ინახავდნენ.
უცხოთა შორის წაწლობა მოწონებაზე იყო დამოკიდებული. ერთმანეთს უახლოვდებოდნენ და შემდეგ იმართებოდა წოლა. თავიდან სახლიდან მოშორებით, საბძელში, ბოსელში ან ტყეში, ნაბდის ქვეშ წვებოდნენ, ოღონდ ტანისამოსის გაუხდელად. დანიშნულ ადგილას ქალთან ყოველთვის მისი ვაჟი მიდიოდა, რომელიც შეიარაღებული იყო. რადგან შეიძლება ქალს სხვა წაწალიც ჰყოლოდა და შეტაკება მომხდარიყო. თუმცა, ასეთი რამ ფშავურ წაწლობაში იშვიათად ხდებოდა. ძველად ფშავში არ ყოფილა წესად ქალს რომ ბევრი წაწალი ჰყოლოდა, აქა იქ ასეთ შემთხვევებს მაინც ჰქონდა ადგილი, რაც მოხუცების თვალში თითქმის მეძაობას ნიშნავდა.
დაწოლას თავისი წესები ჰქონდა. პირველ ხანებში წაწლები ცდილობდნენ, ფეხები და გულ-მკერდი ერთმანეთისაგან შორს დაეჭირათ, მხოლოდ თავები ჰქონდათ ახლოს და ქალი ვაჟის გაშლილ მკლავზე წვებოდა. მოგვიანებით უკვე შეიძლებოდა მკერდის მკერდზე შეხება და ერთმანეთის გვერდით დაწოლა. რამდენიმე დაწოლის შემდეგ ვაჟი ქალის მოფერებას და შექებას იწყებდა, რაც ხვევნა-კოცნით მთავრდებოდა. როდესაც წაწლები ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდებოდნენ, უკვე სახლშიც წვებოდნენ, მაგრამ ამას ისე ოსტატურად აკეთებდნენ, რომ მშობლები ვერაფერს ხვდებოდნენ, თუმცა ხშირად ეს უკანასკნელნი თავს იკატუნებდნენ. დიდი ხნის წაწლებმა წესი და რიგი კარგად იცოდნენ, ისინი ერთმანეთს წელს ქვემოთ არ უნდა შეხებოდნენ. არ შეიძლებოდა ძალადობა. თუ ქალი დაორსულდებოდა, მას მეძავად მიიჩნევდნენ და ვერ გათხოვდებოდა. უკანონო შვილიც თავად უნდა გაეზარდა. სოფელი კი ვაჟს განკვეთდა და თავისი ტერიტორიიდან აძევებდა მანამ, სანამ საგმირო საქმეს არ ჩაიდენდა.
მოგვიანებით ფშავში მრავალწაწლიანობა გავრცელდა. ზოგს ხუთი და ათიც ჰყავდა. ამიტომ, მათ შორის ქიშპობაც ხშირი იყო. თუმცა წაწალი ქალები ამას თავიდან ადვილად იცილებნენ, რადგან წაწლებს შორის დაკაკუნებისა და სტვენის თავისებური ნიშნებიც კი არსებობდა, რომლის მიხედვით ქალი იგებდა, ვინ ესტუმრა და კარს ჩუმად აღებდა. სახლში ერთ წაწალზე მეტის შეშვება არ შეიძლებოდა, თუმცა ხშირი იყო წასწრებებიც, რაც სისხლისღვრით მთავრდებოდა.
ყველაზე მნიშნველოვანი რაც არის, წაწლებს შეუღლება ხატისგან აკრძალული ჰქონდათ და ვინც ამ წესს დაარღვევდა, თემიდან განდევნიდნენ. მხოლოდ სხვადასხვა თემის წაწლების შეუღლება იყო დაშვებული. ფშაველ ქალს წაწლობა ხელს არ უშლიდა გათხოვებაში, პირიქით. რაც მეტი წაწალი ჰყავდა, მით უფრო სასურველ სარძლოდ ითვლებოდა. მოგვიანებით კი პირიქით ხდებოდა. სხვათა შორის, ქალი გათხოვების შემდეგაც წაწლობდა და ქმარი ხშირად ეგუებოდა. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ძველად ფშავში ქალები მუშაობდნენ სამკალშიც და სახლშიც. ქალის გათხოვება სახლიდან მუშახელის დანაკლისს ნიშნავდა, ამიტომაც ქალები გვიან თხოვდებოდნენ.
წაწლობა მიღებული იყო სამკალში, ქორწილსა და ხატობაშიც კი. განსაკუთრებით, ლაშარობასა და ციხეგორობას, ანუ კოპალობას. ამ დროს ხატის ქალ-ვაჟებიც წაწლობდნენ.
This post has been edited by Magdala on 6 Mar 2013, 10:39