tackaეგეთი შემთხვევა 2ჯერ მქონია და პირადი გამოცდილებიდან გეტყვი.
შენ სიტუაციას ვეღარ მართავ. ჰა ჰა კიდე 2 კვირა გაქაჩოთ ან 1 თვე თუმცა რა აზრი აქვს? არაპერსპექტიული ურთიერთობის დედაც. შენზე არაა დამოკიდებული, თუ იმას უნდა დაშორება, უნდა დაშორდე რადგან თავს იმცირებ...
რაც უფრო გააგრძელებ მასთან ურთიერთობას, მით უფრო გაგიჭირდება...
მოიკრიბე მთელი გამბედაობა და უბრალოდ ნუ მიწერ, ნუ ნახავ. ეცადე რომ დაივიწყო. სამეგობრო წრე დაგეხმარება ამაში რადგან მთელ ყურადღებას გადაიტან სხვა რამეზე. თუმცა როცა ღამე დადგება და დასაძინებლად დაწვები, მაშინ მოგაწვება მასზე ფიქრები და სწორედ მაგ დროს არის ყველაზე რთული რომ საკუთარი თავი აკონტროლო...
პირადი გამოცდილებიდან გეუბნები რომ უპერსპექტივო ურთიერთობა გაქვთ და ამიტომ ნუ გადაყვები... თუ ბიჭი ხარ, ჩემ მეთოდს გეტყვი :დ გადმოწერე რამე ვიდეო გეიმი და ჩაუჯექი

ისე დაიკიდებ გარე სამყაროს, სულ არ გაგახსენდება ეგ...
დანარჩენი შენ გადაწყვიტე. მთავარია შენ თავში ძალა და რწმენა იპოვო, ამაში მე ვერ დაგეხმარები, ვერც სხვა ფორუმელი დაგეხმარება და საერთოდ ვერავინ საკუთარი თავის გარდა...
(თან როგორც აღნიშნე საკმაოდ ბევრი მიზეზი გაქვს და ამაზეც რჩევას მოგცემ. ადამიანებს ზედმეტად კარგად ნურასდროს ექცევი. რაც უფრო მეტ შეცდომას აპატიებ, მით მეტს გაგიბედავს)