როგორც ყოველთვის საქართველოში მეტი საქმე არ გვაქვს

უკვე იმ დონემდეა ხალხი მისული რომ ბევრი გოგო ვიცი რომელიც იტყუება რომ ბევრი შეყვარებული ყავდა, და ბიჭისთვის აქვს ნაკოცნი ...მხოლოდ იმიტომ რომ მაგარი ტიპი გამოჩნდეს ისეთი ხალხის თვალში რომელიც ამას რაიმე მნიშვნელობას ანიჭებს

მე პირადად არასოდეს მიკოცნია გრძნობის გარეშე...და არ მაინტერესებს რას ფიქრობენ სხვები.....ბიჭთან ვერანაირი ფიზიკური სიახლოვე ვერ წარმომიდგენია თუ არ მაქვს მის მიმართ გრძნობა და თუ არ ვიცნობ ნორმალურად....აქ მენტალიტეტი ან სხვა რამ არაფერ შუაშია...უბრალოდ ფსიქოლოგიური ფაქტორია...არ მომწონს , არ მაქვს ურთიერთობა - არ მინდა ...უბრალოდ იმის გულისთვის რომ ვიზასაო, არავის ვეცემი ტუჩებში
მე ვიცნობ გოგოებს რომელთაც არ აქვთ ნაკოცნი ბიჭისთვის....და არაფერია მათში უცნაური...ვერც წარმოიდგენ რომ არ აქვთ ნაკოცნი ისეთი მაგარი გოგოა ზოგი..
ნამდვილად არ ტეხავს ის ფაქტი რომ არ გინდა ვინმეს აკოცო გრძნობის გარეშე....კოცნა ზოგისთვის მეტად ინტიმური თემაა როგორც ვხედავ, ზოგისთვის კი არა...ადამიანს გააჩნია